სასოფლო–სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსებას სახელმწიფო 50 მლნ ლარით განახორციელებს

სასოფლო–სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსებას სახელმწიფო 50 მლნ ლარით განახორციელებს

access_time2021-07-26 15:10:23

სასოფლო–სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების პროგრამას, რომელიც მთავრობის ორშაბათის სხდომაზე პრემიერ–მინისტრმა გააჟღერა, ეკონომიკის მასტიმულირებელ ღონისძიებად აფასებს ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.


„ბოლო წლებში აგროსექტორში მიღწეული პროგრესის მიუხედავად, ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად კვლავ მექანიზაციის პრობლემები რჩებოდა. მით უმეტეს, როგორც კოვიდ პანდემიურმა პერიოდმა აჩვენა, აგრო სექტორი ეკონომიკის თვითკმარობის პრიორიტეტულ მიმართულებადაც უნდა მივიჩნიოთ.


ამ თვალსაზრისით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების 50 მილიონი ლარის ღირებულების მართლა მასშტაბური პროგრამის დაწყება, არის ძალზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის სტიმულირებისათვის და სწორედ აღნიშნულ კონცეფციაში უნდა განვიხილოთ, რომელიც პრაქტიკულად ყველა ტიპის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსებას მოიცავს.



ნიშანდობლივია, რომ 2013 წლიდან მოყოლებული, სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ განხორციელებულმა თანადაფინანსების პროგრამებმა, მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი იმპორტდამოკიდებულების შემცირებას და ექსპორტის სტიმულირებას. მარტო 2013-2019 წლებში იმპორტზე დამოკიდებულება შემცირდა 400 მილიონი დოლარით, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს ფერმერებმა აწარმოეს წლიურად საშუალოდ 400 მილიონი დოლარით მეტი პროდუქცია.


მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ეკონომიკის ორნიშნა ზრდა, რაც სავარაუდოდ 17 -18 % იქნება, ხოლო ექსპორტის სტრუქტურაში ადგილობრივი ექსპორტის მოცულობა 40.4%-ით აღემატება პანდემიამდე პერიოდის - 2019 წლის ივნისის მონაცემსაც კი.


რაც შეეხება მექანიზაციის ახალ პროგრამას, იგი გათვლილია როგორც მცირე, ისე საშუალო და მსხვილი ფერმერული მეურნოებების მხარდასაჭერად. თანადაფინანსების მოცულობა ჯამურად ერთ ბენეფიციარზე განისაზღვარა 20,000 ლარიდან 100 000 ლარამდე, თანადაფინანსება კი შეადგენს სასოფლო - სამეურნეო ტექნიკის ღირებულების 40%-ს, ხოლო თუ შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ღირებულება შეადგენს არანაკლებ 100,000 ლარზე მეტს თანადაფინანსება განისაზღვრა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ღირებულების 30% , მაგრამ არაუმეტეს 70, 000 ლარით.


ნიშანდობლივია, რომ სოფლის განვითარების 10-წლიანი გეგმით, სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის კუთხით მომდევნო წლების განმავლობაში გაგრძელდება, რაც ექსპორტის ზრდასთან ერთად ეკონომიკის მოცულობის საპროგნოზო გაორმაგებასაც შეუწყობს ხელს“, – წერს გიორგი ცუცქირიძე.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up