დევნილებსა და ეკომიგრანტებს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისა და სურსათის წარმოების ხელშეწყობის მიზნით ტექნიკა და დანადგარები გადაეცემათ. ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო იძულებით გადაადგილებულ პირებს, მათივე მოთხოვნის შესაბამისად, მინიტრაქტორებს, მოტობლოკებსა და სურსათის გადამუშავებისთვის საჭირო ინვენტარს შეუძენს.
პროგრამის მთავარ მიზანს, სახელმწიფოს მიერ საცხოვრებლით უზრუნველყოფილი დევნილებისა და ეკომიგრანტების ინტეგრაციის ხელშეწყობა და მათთვის შემოსავლის წყაროს გაჩენა წარმოადგენს.
ამ ეტაპზე, კომისიამ, წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, 81 გამარჯვებული გამოავლინა“ – ნათქვამია ინფორმაციაში.