სასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენასთან დაკავშირებული შეზღუდვა ბანკებზე არ გავრცელდება

სასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენასთან დაკავშირებული შეზღუდვა ბანკებზე არ გავრცელდება

access_time2017-09-06 09:30:00

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენასთან დაკავშირებით კანონით დადგენილი შეზღუდვა კომერციულ ბანკებზე არ გავრცელდება. აღნიშნული შეზღუდვა ასევე არ გავრცელდება განსკუთრებულ შემთხვევებზე, რომელიც მთავრობის გადაწყვეტილებით განისაზღვრება.

 

 



შესაბამისი ცვლილებები სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ კანონში შედის, რომელიც პარლამენტს 6 დეპუტატის ინიციატივითა და ავტორობით წარედგინა. 

 
 
კანონპროექტის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე, საკუთრების უფლების შეძენის შეჩერების შესახებ დადგენილი მორატორიუმი არ გავრცელდება კომერციულ ბანკებზე, რომლებსაც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლება საბანკო საქმიანობის განხორციელების ფარგლებში წარმოეშობათ. ასეთ შემთხვევაში, კომერციულ ბანკებს წარმოეშობათ ვალდებულება, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვებიდან ორი წლის ვადაში გაასხვისონ ის შესაბამის უფლებამოსილ პირზე. 
 
 


პარლამენტში წარდგენილი ცვლილებებით, ასევე გათვალისწინებულია მთავრობისათვის დისკრეციული უფლებამოსილების მინიჭება, მორატორიუმიდან გამონაკლისის დაშვებასთან დაკავშირებით მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. 
 
 


მოცემულ შემთხვევაში, დაინტერსებულმა პირმა შესაბამისი არგუმენტაციით უნდა მიმართოს დარგში პოლიტიკის განმახორციელებელ აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის დაწესებულებას, რომელიც საკითხის შესწავლის შემდგომ, საკითხს განსახილველად და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად მთავრობას წარუდგენს. 
 
 

პროექტის ინიციატორები არიან დეპუტატები: ანრი ოხანაშვილი, ეკა ბესელია, ვანო ზარდიაშვილი, დავით მათიკაშვილი, გურამ მაჭარაშვილი და ილია წულაია.
 
 
 
BPN.GE
 
 
 



"ვენდის" და "დანკინის" რესტორნები მუშაობის ახალ გრაფიკზე გადადის

access_time2020-04-01 12:30:33
„ვენდის“ და „ დანკინის“ რესტორნები ახალი რეგულაციების გათვალისწინებით განაგრძობენ მუშაობას და Drive Thru-ს და მიტანის სერვისების (Glovo, Wolt და Menu.ge) საშუალებით, დილის 09:00 საათიდან საღამოს 19:00 საათამდე მოემსახურება ერთგულ მომხმარებელს. როგორც უკვე იცით, „ვენდიმ“ და „დანკინმა“ გაითვალისწინა ჯანმრთელობის უსაფრთხოების რეკომენდაციები და მიწოდების სრულად უკონტაქტო სერვისზე გადავიდა. ამერიკული რესტორნების ერთგულ მომხმარებლებს საერთაშორისო მიტანის სერვისების "გლოვოსა"...

Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.2587 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.3300 ლარი ღირს

Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.2587 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.3300 ლარი ღირს
access_time2020-04-01 12:45:07
Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/3.2587-ით დაიწყო, 12:45 საათისთვის 1 დოლარი იგივე 3.2587-ის ნიშნულზეა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 31 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2816 ლარი შეადგინა. შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 3.2800 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 3.2300 ლარად. „საქართველოს ბანკში“ 1 დოლარის ყიდვა 3.3000 ლარადაა...

კომპანია „სფეის კარგო“ ბრაზილიის სამიტზე ქართული ღვინით წარსდგა

კომპანია „სფეის კარგო“ ბრაზილიის სამიტზე ქართული ღვინით წარსდგა
access_time2020-04-01 11:30:38
კომპანია„სფეის კარგო“ სამხრეთ-ამერიკული ლოგისტიკური ქსელის წევრი ერთადერთი კომპანიაა საქართველოდან. კომპანია ახორციელებს ტვირთებისა და ამანათების იმპორტსა და ექსპორტს 300-ზე მეტი მიმართულებით. ამანათები ჩინეთიდან, ამანათების ტრანსპორტირება ამერიკიდან, საერთაშორისო გადაზიდვები- ეს კომპანიის ძლიერი მხარეა. 11, 12 და 13 მარტს „სფეის...

ეკონომიკის პირდაპირი დახმარებისთვის 2 მილიარდი ლარი გამოიყო

ეკონომიკის პირდაპირი დახმარებისთვის 2 მილიარდი ლარი გამოიყო
access_time2020-04-01 11:48:34
საქართველოს პრემიერ-მინისტრი თითოეულ მოქალაქეს, განსაკუთრებით თბილისელებს, მადლობას უხდის იმ გაგებისთვის, რომლითაც ისინი მოეკიდნენ განსაკუთრებით გუშინდელი დღის ღონისძიებებს, საქართველოს მასშტაბით, განსაკუთრებით 21:00 საათის შემდგომ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშრებით, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს აჩვენებს, თუ როგორ აქვს მოქალაქეებს აღქმული საერთო...

„არ უნდა მოვთხოვოთ ახლა სახელმწიფოს ბიზნესისა და ეკონომიკის კუთხით სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება“ - პაატა შურღაია

„არ უნდა მოვთხოვოთ ახლა სახელმწიფოს ბიზნესისა და ეკონომიკის კუთხით სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება“ - პაატა შურღაია
access_time2020-04-01 11:30:22
რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში "ბიზნესმენის დილა" აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიის Grant Thornton Georgia-ს პარტნიორმა პაატა შურღაიამ, იმ გამოწვევებისა და სირთულეების შესახებ ისაუბრა,რომლის წინაშეც დღეს საქართველოა. პაატა შურღაიას თქმით, მნიშვნელოვანია,რომ სახელმწიფომ კორონავირუსის პანდემიის ჩავლის შემდეგ, ეკონომიკისა და ბიზნესის მხარდაჭერის კვალდაკვალ,ტექნოლოგიური მიმართულებით ქვეყნის განვითარების გზებზე...


მსგავსი სიახლეები

up