სასოფლო-სამეურნეო მიწებსა და კერძო სახლებზე მოთხოვნა იზრდება - კორონავირუსით გამოწვეული ახალი ტენდენცია უძრავ ქონებაში

სასოფლო-სამეურნეო მიწებსა და კერძო სახლებზე მოთხოვნა იზრდება - კორონავირუსით გამოწვეული ახალი ტენდენცია უძრავ ქონებაში

access_time2020-04-08 10:50:01

 „ბოლო პერიოდია  მოთხოვნა გაიზარდა სასოფლო სამურნეო მიწების შეძენაზე. ვფიქრობ, ეს სასიხარულო სიგნალია, რადგან ადამიანები დაინტერესებულები არიან შეიძინონ მიწა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები თავად მოიყვანონ.“ - უძრავი ქონების ბაზარზე კორონავირუსით გამოწვეულ ახალ ტენდენციებზე „კომერსანტთან“ უძრავი ქონების სააგენტო Kibe.ge-ს დირექტორმა ნელი გოგუაძემ ისაუბრა.


კორონავირუსმა უძრავი ქონების ბაზარიც ფაქტობრივად გააჩერა. შემცირდა მოთხოვნა როგორც კომერციულ, ასევე საცხოვრებელ ფართებზე. რაც შეეხება ფასებს,  ამ დარგის წარმომადგენლების თქმით, ფასების ვარდნის მოლოდინი არსებობს. არსებობს პროგნოზები, რომ შესაძლოა უძრავ ქონებაზე ფასები 2008 წლის ომის შემდგომი კრიზისის დროს არსებულ ნიშნულამდე დავიდეს.


Kibe.ge-ს დირექტორი აღნიშნავს, რომ სიტუაცია არაპროგნოზირებადია და უძრავი ქონების ფასები ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. 2008 წლის ომისა და დღევანდელ სიტუაციას შორის სხვაობა მის მასშტაბურობაშია, შესაბამისად ასეთი პროგნოზების დროს ყურადღება უნდა მიექცეს გლობალურ ფაქტორებსაც.


„როდესაც ვრეკავთ მფლობელთან, ვისი საკუთრებითაც ვინმე ინტერესდება, მფლობელი არსებულ ფასს რა თქმა უნდა აკლებს.  ამბობენ, რომ შეიძლება მკვეთრი გაუფასურება მოხდეს უძრავი ქონების ბაზარზე, მაგრამ ცოტა რთულია ამის პროგნოზირება, ეს დამოკიდებულია იმაზე როგორ ამოქმედდება ეკონომიკა, ვალუტის რა კურსი დაჯდება. 2008 წელს იყო ადგილობრივი კრიზისი, ეს კი გლობალურია და მიბმულია მსოფლიოში განვითრებულ მოვლენებზე.“- განმარტა ნინო გოგუაძემ.


კომპანია „რემაქსის“ ხელმძღვანელი მარიამ ასათიანი მიიჩნევს, რომ ერთთვიანმა გაჩერებამაც კი შეიძლება ბაზრის დინამიკაზე ფასის კუთხით გავლენა მოახდინოს, განსაკუთრებით ეს კლება შეეხება ძვირადღირებულ უძრავ ქონებას.



„უძრავ ქონებაზე ფასების დაკლება ყოველთვის სახეზეა და მოსალოდნელია ასეთი კრიზისების დროს. თუ რამდენად იქნება შემცირება, ამის პროგნოზირება რთულია, რადგან არ ვიცით, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს საყოველთაო გაჩერება, რამდენად იქნება მყიდველუნარიანი კლიენტი ბაზარზე და ასე შემდეგ. გარკვეული სეგმენტები საერთოდ გაჩერდება - ეს ეხება სასტუმროებს,  Airbnb-სთვის ბინების გაქირავებას  და ყოველდღიურ გაქირავებას, რადგან ამ ზაფხულს არავის არ აქვს ტურიზმის აღმასვლის მოლოდინი.  ფასების ვარდნა სხვადასხვა სეგმენტს სხვადასხვანაირად შეეხება და პირველ რიგში ეს ეხება ე.წ. „ლაქშერის“ ტიპის უძრავ ქონებას. ამ სფეროში შესამჩნევი იქნება მაღალფასიან უძრავ ქონებაზე მოთხოვნის შემცირება და შემდგომ ფასების ცვლილება.


ახლა ფასების აქტიური ვარდნა არ შეინიშნება იმიტომ, რომ ჯერ კიდევ შოკურ მდგომარეობაშია  ბაზარი და გამყიდველმა არ იცის რა იქნება. თუ მალე დათავრდა ეს კრიზისი, შეიძლება გაუფასურების გარეშე გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან, მაგრამ ვფიქრობ რომ ეს ერთთვიანი დახურვა გარკვეულ გავლენას მოახდენს უძრავი ქონების ღირებულებაზე.“ - განმარტავს მარიამ ასათიანი.


არანაკლებ საინტერესოა ის ახალი ტენდენციები, რომელიც უძრავ ქონებაში ვითარდება კორონავირუსის გავლენის შედეგად - კერძო სახლები, სასოფლო -სამეურნეო მიწები, უფრო დიდი ოფისები - მოსახლეობა საჭიროებების გადაფასებას ახდენს და როგორც დარგის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, კრიზისის შემდგომ შესაძლებელია ქალაქგარეთ ფართებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდოს.

 

„ნებისმიერი გლობალური კრიზისის დროს უძრავ ქონებაშიც რაღაც სეგმენტი ყოველთვის აქტუალური ხდება. მაგალითად, კომპანიები შეიძლება პატარა ოფისებიდან გამოვიდნენ და უფრო დიდი ფართებით დაინტერესდნენ, რადგან ხალხი მიხვდა , რამდენად მნიშვნელოვანია დისტანცია და პირადი სივრცის ქონა. ოფისების საჭიროება კი ყოველთვის იყო და იქნება.  ასევე შესაძლებელია გაიზარდოს მოთხოვნა საინვესტიციო ქონებაზე - ასეთ დროს საინვესტიციო  ქონების მყიდველები აქტიურდებიან და ცდილობენ, რომ უფრო სარფიან ფასად კარგი შეთავაზება ნახონ და იყიდონ იმ გათვლით, რომ როდესაც ფასები ისევ ძველ ნიშნულს დაუბრუნდება,  მათ საბაზროსთან შედარებით ნაკლებ ფასად დარჩეთ ნაყიდი ქონება. ამ მიმართულებით უკვე გვაქვს არაერთი მოთხოვნა.


ამასთან, ხალხი დაფიქრდა, რომ კარგი იქნებოდა ჰქონოდა კერძო სახლი და ღია სივრცე, შესაბამისად აქტიურად ირჩევენ მიწებს სახლის ასაშენებლად, ან სახლებს პატარა ეზოებით. აღსანიშნავია ისიც, რომ ადამიანებში შეიქმნა შიში, რომ  შეიძლება პროდუქტების მარაგის სიმცირე დადგეს და ამ დროს თვლიან, რომ კარგი იქნება საკუთარი სასოფლო-სამეურნეო მიწა ჰქონდეთ. ამიტომ ვფიქრობ, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწაზე შესაძლოა უფრო მეტი მოთხოვნა გაჩნდეს არა ბიზნესის წარმოებისთვის, არამედ საკუთრი მოხმარებისთვის. ასეთი ტიპის კრიზისები იწევს ახალი ტენდენციების ჩამოყალიბებას.“- განმარტა „რემაქსის“ ხელმძღვანელმა.


მიწების მიმართ მზარდ ინტერესს ადასტურებს უძრავი ქონების სააგენტო „გედევანიშვილი და კომპანიაც“,  ხელმძღვანელი ნინო გედევანიშვილი აღნიშნავს, რომ ყველა ტიპის უძრავ ქონებაზე მოთხოვნა ამჟამად მინიმუმზეა, გარდა მიწის ნაკვეთებისა.


„მოთხოვნა  ყველაფერზე შემცირდა, სტაბილური მომავლის განცდა არ აქვს ადამიანს და ცდილობს ყოველგვარი ტრანზაქციისგან თავი შეიკავოს. ერთადერთი, რაზეც მოთხოვნაა, ეს არის მიწის ნაკვეთები. ალბათ ხალხი ფიქრობს რომ უმჯობესია შეიძინოს მიწის ნაკვეთები, რომელზეც ააშენებს კერძო სახლს. შესაბამისად,  თუ ასეთი სიტუაცია  განმეორდება ხალხს ექნება სივრცე, ჰაერი, ეზო სამოძრაოდ და არ იქნება ბინაში გამოკეტილი.“ - აღნიშნა ნინო გედევანიშვილმა.


მარიამ მორგოშია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up