„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ კანონში  ცვლილებები შევიდა

„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ კანონში ცვლილებები შევიდა

access_time2019-12-18 12:37:31

„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებები საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. 



„აღნიშნული ცვლილებებით მოწესრიგდა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების საქმიანობასთან დაკავშირებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი საკითხები.



ახალი რედაქციის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მოსაპოვებლად, კოოპერატივის სამართლებრივი ფორმით დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირი განცხადებით მიმართავს ა(ა)იპ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს, ნაცვლად სსიპ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოსი. შეიცვალა კოოპერატივის სტატუსის მოსაპოვებლად წარსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალი. სავალდებულო გახდება პაის შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტის და მეპაიესა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს შორის გაფორმებული ურთიერთვალდებულებებისა და უფლებების შესახებ ხელშეკრულების წარდგენა, ვინაიდან სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მოპოვების დროისათვის მიზანშეწონილია კოოპერატივი სრულად იქნეს ჩამოყალიბებული და მკვეთრად იყოს განსაზღვრული ურთიერთობები კოოპერატივსა და მის მეპაიეებს შორის.



ახლებურად დარეგულირდა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მინიჭების წესი; კოოპერატივის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების კანონმდებლობასთან შესაბამისობის შემთხვევაში, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო შუამდგომლობით მიმართავს სამინისტროს, რაზედაც შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი, ხოლო სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მინიჭების შემთხვევაში, მონაცემები სამინისტროს შეაქვს ელექტრონულ რეესტრში და გასცემს მოწმობას.




კანონში გაჩნდა ჩანაწერი, რომლის თანახმად, წესდებით სავალდებულო გახდა ასოცირებული წევრის მიღების წესის დადგენა, რაც დაინტრესებულ პირებს შესაძლებლობას მისცემს წინასწარ იცოდეს კოოპერატივში როგორც ასოცირებულ წევრად გახდომის მექანიზმი, ასევე, მისი უფლებები და ვალდებულებები.



დაზუსტდა მეპაიეთა დამატებითი შენატანებისა და ასოცირებულ წევრთა შენატანების მიხედვით გასაცემი დივიდენდების საერთო ოდენობა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წმინდა მოგების 30%-ის ნაცვლად 50%-ს, ცვლილება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ წახალისდეს დამატებით შენატანები და გაიზარდოს დაინტერესება ასოცირებულ წევრთა მხრიდან.



ახალი რედაქციით განისაზღვრა ტერმინი „პაი“. ის წარმოადგენს მეპაიის მიერ ეკონომიკური მონაწილეობისათვის ყოველწლიურად განსახორციელებელ სავალდებულო შენატანს საპაიო ფონდში. განისაზღვრა საქმიანობის სფეროებიც; ახალი რედაქციით კოოპერატივს უფლება მიეცა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის გარდა, კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა საქმიანობებიც განახორციელოს.



საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, 2020 წლის პირველ იანვრამდე უნდა უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს“ რეორგანიზება საჯარო სამართლის იურიდიული პირის − „მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოდ“.



ცვლილებები შეეხო სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა რიცხოვნობის საკითხს; ახალი რედაქციით ბარში მეპაიეთა მინიმალური რიცხოვნობა 9 მეპაიემდე გაიზარდა, ნაცვლად 5-ისა“ – ნათქვამია ინფორმაციაში.






დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-09-29 21:30:59
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.  საქართველოს რომელი სექტორები და რამდენით იზარალებს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტით - ექსპერტები კონფლიქტები, საქართველოს ენერგოდამოკიდებულება თითქმის მთელს რეგიონზე და რუსეთ- თურქეთის ძალთა გადანაწილება - რას კარგავს საქართველო, რა რისკები აქვს ჩვენს ქვეყანას ენერგოუსაფრთხოების, ლოგისტიკისა და ვაჭრობის...

29 სექტემბერი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა

29 სექტემბერი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-09-29 18:10:00
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 29 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 4 თეთრით გამყარდა და ერთი აშშ...

რა პრობლემებია მოსალოდნელი სომხეთსა და აზერბაიჯანში შესაძლო სამხედრო მობილიზაციის პროცესში?

რა პრობლემებია მოსალოდნელი სომხეთსა და აზერბაიჯანში შესაძლო სამხედრო მობილიზაციის პროცესში?
access_time2020-09-29 20:00:00
როგორც სომხეთს, ასევე აზერბაიჯანს მობილიზებისთვის საკმარისი ადამიანური რესურსები გააჩნიათ - სომხეთს 1,4 მლნ., აზერბაიჯანს კი 3,8 მლნ. ადამიანის მობილიზება შეუძლიათ.   თუმცა, შეიარაღებული კონფლიქტის ესკალაციის შემთხვევაში ნებისმიერმა ქვეყანამ რამდენიმე კითხვას პასუხი უნდა გასცეს.   პირველი - შესაძლებელია თუ არა სწრაფი გამარჯვების მიღწევა უკვე არსებული ძალებით? მეორე - შეუძლია თუ არა ქვეყანას მობილიზებული ადამიანების იარაღით, სამხედრო აღჭურვილობით,...

Forbes: ევროპის უმდიდრესმა ადამიანმა Tiffany-სთან გარიგება შეაჩერა

Forbes: ევროპის უმდიდრესმა ადამიანმა Tiffany-სთან გარიგება შეაჩერა
access_time2020-09-29 21:00:58
გასულ კვირას კომპანია LVMH-მა, რომელიც ევროპის უმდიდრეს ადამიანს ბერნარ არნოს ეკუთვნის, ამერიკულ Tiffany-სთან შესყიდვის თაობაზე მოლაპარაკებები შეაჩერა. ფაქტს წინ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჟან კე დრიანის გამოსვლა უძღოდა, რომელიც აშშ-ს მხრიდან ფრანგულ პროდუქციაზე მაღალი ტარიფების დაწესებას ეხებოდა.   მინისტრმა არნოს გარიგების გადავადება ურჩია, მინიმუმ 2021 წლის 6 იანვრამდე. თუმცა, წყაროს ინფორმაციით, მოლაპარაკებების ჩაშლის მთავარი...

Die welt: ერდოღანი ყარაბაღში პუტინს უპირისპირდება

Die welt: ერდოღანი ყარაბაღში პუტინს უპირისპირდება
access_time2020-09-29 19:00:32
კვირას, დილის 4 საათზე, სომხეთს და აზერბაიჯანს შორის მორიგი ომი დაიწყო.   საომარი შეტაკებები ორ ქვეყანას შორის მუდმივად ხდება იმის შემდეგ, რაც 90-ანი წლების დასაწყისში ხანგძლივი და სისხლისმღვრელი ომის შედეგად, აზერბაიჯანის შემადგენლობაში მყოფი მთიანი ყარაბახის ტერიტორია სომხეთმა დაიკავა.   1994 წელს მხარეებმა ზავი გააფორმეს, თუმცა ის მუდმივად ირღვევა. ბოლოს ეს ივლისში მოხვდა, როდესაც 2 აზერბაიჯანელი ჯარისკაცი დაიღუპა, ხოლო რამდენიმე დაიჭრა. როგორც...


მსგავსი სიახლეები

up