სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარებისათვის რეკომენდაციები შემუშავდა

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარებისათვის რეკომენდაციები შემუშავდა

access_time2020-02-29 11:30:31

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) საქართველოს ოფისის მუდმივ წარმომადგენელს, იუკიჰო ეჯირის და საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ექსპერტთა ჯგუფის წევრებს შეხვდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.



ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელმა, ოკუდა ჰისაკათსუმ შეხვედრის მონაწილეებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების კუთხით შემუშავებული რეკომენდაციები გააცნო.



„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ექსპერტთა რეკომენდაციები აბსოლუტურად ემთხვევა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების მიმართულებით საქართველოს მთავრობისა და გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხედვას. ვფიქრობთ, რომ ერთობლივი ძალისხმევით უფრო დავაჩქარებთ კოოპერატივების განვითარების ტემპს, სრულყოფილს გავხდით იმ მიდგომებს, რომელიც საშუალებას მისცემს კოოპერატივებში გაერთიანებულ თითოეულ ფერმერს, რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს ეკონომიკური სარგებელი“, -აღნიშნა გიორგი ხანიშვილმა.



შემუშავებული რეკომენდაცია მოიცავს საქართველოში „ერთი თემი ერთი კოოპერატივის“ წარმატებული მაგალითის შექმნას. კოოპერაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზა იმისათვის, რომ სოფლებში შეიქმნას კოოპერატივები, რაც დამატებით სამუშაო ადგილების გაჩენას და სოფლიდან მიგრაციის შეჩერებას შეუწყობს ხელს.




„ვიზიტის ფარგლებში, შევხვდით საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოქმედი კოოპერატივების წარმომადგენლებს. სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობით, კოოპერატივების განვითარებისთვის რეკომენდაციები შევიმუშავეთ. კოოპერატივების გაძლიერებისათვის ასევე მნიშვნელოვანია მეპაიეთა ცოდნის ამაღლება და მენეჯმენტის უნარების გაძლიერება“, - აღნიშნა ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელმა, ოკუდა ჰისაკათსუმ.



სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ექსპერტთა საქართველოში ვიზიტი განხორციელდა სამინისტროს უწყების - სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) ერთობლივი პროექტის „ბიზნესზე ორიენტირებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნა საქართველოში“ ფარგლებში.



პროექტის მომდევნო ეტაპი გულისხმობს სასწავლო კურსის შედგენას, რომელსაც სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წევრები იაპონიაში გაივლიან.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up