სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებით ახალი რეგულაციები წესდება

სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებით ახალი რეგულაციები წესდება

access_time2019-03-10 10:05:26

ბავშვების უფლებათა კოდექსში, რომლის მიღებაც იგეგმება, სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებით ახალი რეგულაციები ჩაიწერება.

კოდექსის ინიციატორი პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტია.

მუხლი, რომელიც საჯარო ღონისძიებებში ბავშვების უფლებების დაცვას არეგულირებს, რვა პუნქტისგან შედგება. ამ პუნქტებშია გაწერილი მაგალითად, ექსკურსიის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩართულობის ფორმები, საკვების ჰიგიენური დაცვის ნორმებით გადატანისა და პირველადი სამედიცინო დახმარების ვალდებულებები. ამასთან, ეს პუნქტები არეგულირებს იმასაც, რომ სკოლას არ აქვს უფლება, საექსკურსიო ტრანსპორტი კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების გარეშე დაიქირავოს. ასევე, კლასის ხელმძღვანელი ვალდებულია, მოითხოვოს მძღოლის პროფესიული გამოცდილების შესახებ ინფორმაცია, რეკომენდაციებისა და მართვის მოწმობის სახით და ასევე ტრანსპორტის ტექნიკური გამართულობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.


კოდექსის დამტკიცების შემთხვევაში, სკოლა, როგორც ექსკურსიის ორგანიზატორი, ვალდებული იქნება, შინაგან საქმეთა სამინისტროს შეატყობინოს ღონისძიების დეტალები – კონტიგენტის, ექსკურსიის ადგილისა და დროის შესახებ. საჭიროების შემთხვევაში კი, მაგალითად, მაშინ, როდესაც ექსკურსიისას რამდენიმე სატრანსპორტო საშუალება იქნება გამოყენებული, შესაძლებელი გახდება შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით კოლონა საპატრულო პოლიციამაც გააცილოს.


კანონით იქნება განსაზღვრული, რომ ბავშვთა ექსკურსიას თან ახლდეს სკოლის ექიმი ან პირი, რომელიც გადამზადებულია პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევაში. ასეთი პირი შეიძლება იყოს მანდატური ან მშობელი. თუმცა იმ სკოლებს, რომლებსაც არც ექიმი ჰყავთ და არც მანდატური, საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ, დასახმარებლად განათლების სამინისტროს მიმართონ.


ბავშვის უფლებათა კოდექსი პრინციპების დონეზე უკვე გაწერილია და მისი საკომიტეტო და სასესიო მოსმენები უნდა დაიწყოს, რის შემდეგაც მას საქართველოს პარლამენტი დაამტკიცებს. კანონის ამოქმედების ვადად 2020 წელის ივნისია განსაზღვრული. ამ კოდექსით გათვალისწინებული რეგულაციების დარღვევა კანონით განსაზღვრულ სხვადასხვა სახის სანქციებს გამოიწვევს.


1tv




„საქართველოში იპოთეკური სესხები რეგიონში ყველაზე ძვირია, რაც უძრავი ქონების ბაზრის განვითარებას აფერხებს“

„საქართველოში იპოთეკური სესხები რეგიონში ყველაზე ძვირია, რაც უძრავი ქონების ბაზრის განვითარებას აფერხებს“
access_time2020-02-25 10:00:04
მსოფლიოს მასშტაბით, იპოთეკური სესხი ყველაზე იაფი ფინეთშია, ყველაზე ძვირი კი არგენტინაში. ამის შესახებ გლობალური საერთაშორისო კომპანია NUMBEO-ს მონაცემებში ვკითხულობთ. რეიტინგის მიხედვით, იაფი იპოთეკური სესხებით, 103 ქვეყანას შორის, საქართველო 88-ე ადგილს იკავებს, სადაც საპროცენტო განაკვეთი საშუალოდ 12,12% -ს შეადგენს. „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი გიორგი...

არაექსპლუატირებადი ტერასები, დაუსრულებელი მოაჯირები, გაუქმებული მწვანე სახურავი- რა სამშენებლო დარღვევები აღმოაჩინა მუნიციპალურმა ინსპექციამ „გალერია თბილისში“

არაექსპლუატირებადი ტერასები, დაუსრულებელი მოაჯირები, გაუქმებული მწვანე სახურავი- რა სამშენებლო დარღვევები აღმოაჩინა მუნიციპალურმა ინსპექციამ „გალერია თბილისში“
access_time2020-02-24 20:00:17
მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ „გალერია თბილისი“ 4 000 ლარით დააჯარიმა, მიზეზი ის სამშენებლო სამართალდარღვევებია, რომელიც დედაქალაქის მთავრობამ მრავალფუნქციურ სავაჭრო ცენტრში აღმოაჩინა.   სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება მუნიციპალურმა ინსპექციამ გასული წლის 19 ნოემბერს დაიწყო. ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ ბიძინა ივანიშვილის...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-02-24 21:30:50
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ვასილ ურუშაძე: ქვეყნის ლოგისტიკური ეფექტიანობა ფსკერზეა, გამართული სატრანსპორტო სისტემის გარეშე ბიზნესის კეთება აბსურდია ლოგისტიკური მაჩვენებლების გაუარესების ფონზე არის თუ არა შესაძლებელი საქართველო ბიზნესის საკეთებლად...

დამსაქმებელთა ასოციაციის და English Book Education-ის ერთობლივ ნეთვორქინგ ღონისძიებას უმასპინძლებენ

დამსაქმებელთა ასოციაციის და English Book Education-ის ერთობლივ ნეთვორქინგ ღონისძიებას უმასპინძლებენ
access_time2020-02-24 14:30:17
ბიზნეს გაერთიანება - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა და English Book Education-ის ორგანიზებით “ნეთვორქინგ” ღონისძიება გაიმართება, რომელსაც 100-მდე კომპანიის წარმომადგენელი დაესწრება. საქართველოში დღითიდღე აქტუალური ხდება TOEIC ტესტი, რომლის ჩაბარებაც 1979 წლიდან აუცილებელი მოთხოვნაა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლების მისაღებად. ღონისძიების მიზანია, მონაწილეებმა მიიღებენ ინფორმაცია თავიანთი ბიზნეს საქმიანობის სტანდარტების გაუმჯობესების...

რუსეთის დუმის დეპუტატი გენადი ონიშენკო სვირინგების აკრძალვას ითხოვს

რუსეთის დუმის დეპუტატი გენადი ონიშენკო სვირინგების აკრძალვას ითხოვს
access_time2020-02-24 18:30:23
რუსეთის დუმის დეპუტატი,განათლების კომიტეტის მდივანი   გენადი ონიშნეკო  რუსულ რადიოსთან ინტერვიუში სვირინგების საშიშროებაზე ალაპარაკდა. ონიშენკო მიიჩნევს, რომ სვირინგების მიმართ სიყვარული სქესობრივი ჰორმონების სიჭარბეს უკავშირდება. „ეს უფრო მძიმე გამოვლინებაა იმ სულიერი ინტელექტუალური კრიზისის, რომელსაც საზოგადოება გაინცდის. საერთოდაც, ეს სვირინგები უნდა აიკრძალოს.“ - განაცხადა პარლამენტარმა. მისი თქმით, სვირინგებით სხეულის...


მსგავსი სიახლეები

up