სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო კლინიკური ბაზების გაზრდა - რატომ იყიდა სამედიცინო უნივერსიტეტმა ინგოროყვას კლინიკის წილი

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო კლინიკური ბაზების გაზრდა - რატომ იყიდა სამედიცინო უნივერსიტეტმა ინგოროყვას კლინიკის წილი

access_time2020-09-10 10:00:20

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა ცოტა ხნის წინ საკუთარი კლინიკური ბაზები კიდევ უფრო გაზარდა და „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფისგან“ ინგოროყვას კლინიკის 40%-იანი წილი 12 მლნ დოლარად შეიძინა.  „პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა, გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა, აპოლონ ურუშაძის სახელობის სტომატოლოგიური კლინიკა, #1 სტომატოლოგიური კლინიკა, #2 სტომატოლოგიური კლინიკა  - ახლა უკვე  „მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრიც“. 


ეს ის კლინიკაა, რომელსაც „ევექსმა“  ნაკლებ შემოსავლიანი აქტივი უწოდა. მაშინ, რატომ გადაწყვიტა სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა 12 მილიონ დოლარად ასეთი აქტივის შეძენა?  


„კომერსანტი“ გარიგების დეტალებით კვლავ დაინტერესდა და ამჯერად თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს რამდენიმე კითხვით მიმართა. პასუხად მივიღეთ, რომ უნივერსიტეტისთვის კლინიკური ბაზის გაზრდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. მათივე განმარტებით ინგოროყვას კლინიკის ტექნოლოგიებისთვის 12 მილიონი ადეკვატური ფასია და ეკონომიკურად გამართლებული ნაბიჯია.  


„შეუფერხებელი აკადემიური საქმიანობისთვის - სწავლის, სწავლებისა და კვლევისათვის - სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეზრუნა კლინიკური ბაზების გაზრდაზე. შპს „მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი, საუნივერსიტეტო კლინიკაში“ შესაძლებელი გახდება სამედიცინო უნივერსიტეტის სასწავლო კლინიკური დეპარტამენტების განთავსება, სადაც შესაბამისი ინფრასტრუქტურული გარემოა აღნიშნული დეპარტამენტების მიერ კლინიკური, აკადემიური და კვლევითი აქტივობების შეუფერხებელი განხორციელებისათვის. როგორც მოგეხსენებათ აღნიშნული კლინიკა არის თანამედროვე მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დაწესებულება, სადაც ხელმისაწვდომია თითქმის ყველა სახის სამედიცინო სერვისი.



აღნიშნულ კლინიკაში წილის შეძენა გამართლებულია როგორც  სასწავლო, სამეცნიერო და სამედიცინო საქმიანობის, ისე ეკონომიკური თვალსაზრისითაც. მივიჩნევთ, რომ გარიგებით განსაზღვრული თანხა უკვე მოქმედი, მაღალი სტანდარტების მქონე კლინიკის ადეკვატური ღირებულებაა, რომელიც გაცილებით ნაკლებია სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს დასკვნის შესაბამისად განსაზღვრულ ღირებულებასთან მიმართებაში.“ - განგვიცხადეს უნივერსიტეტში.

 

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა ინგოროყვას კლინიკის 50 პროცენტი 2015 წელს 17 მილიონ დოლარად შეიძინა, ამასთან 5 წლის მანძილზე დარგის განვითარებაში რამდენიმე მილიონიანი ინვესტიცია განახორციელა. კლინიკის 50 პროცენტიანი წილის ფლობისა და მართვისთვის ევექსმა 20 მილიონი დოლარი დახარჯა, თუმცა თავისი 40 პროცენტი 12 მილიონად გაყიდა. ჯანდაცვის ჯგუფის ზარალი ამ გარიგებაში აშკარად ჩანს ციფრებში. თუმცა როგორც დანარჩენი 50 პროცენტის მფლობელმა გოჩა ინგოროყვამ ცოტა ხნის წინ ჩვენთან აღნიშნა, ევექსს კლინიკის წილების შეძენით არაფერი წაუგია  თუმცა შემოსავალი შემცირდა.


„კომერციულად რომ შევხედოთ, თუ არ აწყობდა ინგოროყვას კლინიკა, მაშინ რატომ იყიდა? თავდაპირველად ევექსთან შეთანხმების მიზანი იყო ის, რომ მინდოდა კლინიკის ფინანსურად გაძლიერება, „ევექსი“ კი ფინანსურად ძლიერი იყო.  თუ ეს საავადმყოფო არ ვარგოდა, რატომ იყიდა, ან რატომ გაყიდა?“ - ამბობდა ქირურგი.

 

გარიგების შედეგად, ინგოროყვას კლინიკაში GHG-ის წილი 10%-მდე შემცირდა, რომლის გასხვისებასაც ჯგუფი უახლოეს მომავალში აპირებს.

 

შეგახსენებთ, საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი ლონდონის საფონდო ბირჟიდან მოიხსნა. ეს გადაწყვეტილება კომპანიამ 8 ივლისს მიიღო, თუმცა ძალაში 2020 წლის 5 აგვისტოს შევიდა. GHG კერძო კომპანია გახდა და მისი აქციები Georgia Capital-მა გამოისყიდა, რომელიც აქამდე „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ 70.6%-იანი წილის მფლობელი იყო.

 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up