კობა გვენეტძე-„საშუალოვადიან პერიოდში ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს დაუბრუნდება“

კობა გვენეტძე-„საშუალოვადიან პერიოდში ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს დაუბრუნდება“

access_time2019-11-07 12:56:24

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, ეროვნული ბანკის მიერ გადადგმული ნაბიჯების შესაბამისად, საშუალოვადიან პერიოდში ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს დაუბრუნდება.



როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს ინფლაციის გაზრდილი მაჩვენებლის კომენტირებისას განუცხადა, ოქტომბრის მონაცემებით, წლიური ინფლაცია 6.9%-ია, ხოლო საბაზისო ინფლაცია, ანუ ინფლაციის მაჩვენებელი სამომხმარებლო კალათიდან სურსათის და უალკოჰოლო სასმელების, თამბაქოს, ენერგომატარებლების და სხვა, გამორიცხვით, 3.4%-ს შეადგენს, რაც მისივე თქმით, ახლოსაა ინფლაციის მიზნობრივ, 3%-იან მაჩვენებელთან.



„საბაზისო ინფლაცია, როგორც წესი, ინფლაციის დინამიკის მიმართულებას აჩვენებს და ის არაა ძალიან შორს სამიზნე მაჩვენებლისგან. ამასთან, როგორც არაერთხელ განმიმარტავს, ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი არაა ლიმიტი, რადგანაც სხვადასხვა დროს სხვადასხვა მოვლენების გამო და ამ შემთხვევაში ჩვენ გვქონდა საგარეო შოკი, რომელიც საქართველომ მიიღო, შეიძლება ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღალი ან დაბალი იყოს. მაგრამ ეროვნული ბანკის მიერ გადადგმული ნაბიჯების შესაბამისად გარკვეული პერიოდის შემდეგ, საშუალოვადიან პერიოდში მის მიზნობრივ მაჩვენებელს დაუბრუნდება“, - განაცხადა გვენეტაძემ.



როგორც სებ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, ინფლაცია ეროვნული ბანკის მთავარი მანდატია და ის ყოველთვის არის ეროვნული ბანკის მთავარი საზრუნავი.




მისივე თქმით, ეროვნულმა ბანკმა თანმიმდევრულად გადადგა ნაბიჯები, რათა გრძელვადიან პერიოდში ინფლაცია არ გაიზარდოს და დასტაბილურდეს.



„გამკაცრდა მონეტარული პოლიტიკა, 200 საბაზისო პუნქტით გაიზარდა საპროცენტო განაკვეთი, რამაც უნდა მოახდინოს გავლენა ინფლაციაზე სხვადასხვა არხის საშუალებით. ერთი არხი, ესაა ლარის სესხებზე მოთხოვნის შემცირება და ამავე დროს, მოლოდინების არხით ინფლაციაზე ზემოქმედება შემცირების მიმართულებით.



ამასთან, კიდევ ერთი ნაბიჯი იყო სარეზერვო მოთხოვნების შემცირება რომ შემცირდეს წნეხი, რომელიც ინფლაციაზე ლარის გაუფასურებიდან მომდინარეობს,“ - აღნიშნა გვენეტაძემ.



რაც შეეხება ლარიზაციას, კობა გვენეტაძის თქმით, არაა სწორი შეფასება, რომ ეროვნულმა ბანკმა უარი თქვა ლარიზაციის პოლიტიკაზე და შესაბამისად, სებ-ი ამ პოლიტიკის ერთგული რჩება.


BPN.GE







ონლაინმედია რეიტინგებში „კომერსანტი“ მე-10 ადგილზეა

ონლაინმედია რეიტინგებში „კომერსანტი“ მე-10 ადგილზეა
access_time2019-11-13 18:40:00
საქართველოს პირველი არხის ანალიტიკურმა სამსახურმა ჩაატარა კვლევა, რომელიც ეყრდნობა საერთაშორისო მთვლელის alexa.com-ის, ასევე youtube.com-ისა და google analytics-ის მონაცემებს.ALEXA.COM არის გლობალური სარეიტინგო სისტემა, რომელიც ახდენს მსოფლიოში არსებული ვებგვერდების რანგირებას სხვადასხვა პარამეტრების მიხედვით. იგი წარმოადგენს საიტების შედარებითი ანალიზის ინსტრუმენტს, რომელსაც...

გორში რე|ბანკის ფილიალი გაიხსნა

გორში რე|ბანკის ფილიალი  გაიხსნა
access_time2019-11-13 16:10:25
გორში რე|ბანკის, პაშა ბანკის საცალო საბანკო მომსახურების ქვე-ბრენდის, ფილიალი გაიხსნა. დღეიდან მომსახურების მიღებას მომხმარებლები უკვე ქალაქ გორში, სტალინის გამზირზე #13-ში შეძლებენ. თბილისში რე|ბანკის სამი ფილიალი ემსახურება მომხმარებლებს შემდეგ მისამართებზე: ომარ ხიზანიშვილის ქ. #15, ჯავახეთის ქ. #75 და პეკინის გამზ. #19, ასევე ბათუმში - ილია ჭავჭავაძის ქუჩა #53, ქუთაისში - აკაკი წერეთლის ქუჩა #5 და ზუგდიდში მერაბ კოსტავას ქუჩა #54. რე|ბანკი მომხმარებელს სამ ძირითად...

ივანე მაჭავარიანი: 2020 წელს განათლების სისტემაში დასაქმებულ 75 ათასამდე ჩვენს თანამოქალაქეს შრომის ანაზღაურება გაეზრდება

ივანე მაჭავარიანი: 2020 წელს განათლების სისტემაში დასაქმებულ 75 ათასამდე ჩვენს თანამოქალაქეს შრომის ანაზღაურება გაეზრდება
access_time2019-11-13 16:25:34
2020 წელს განათლების სისტემაში დასაქმებულ 75 ათასამდე ჩვენს თანამოქალაქეს გაეზრდება შრომის ანაზღაურება, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას. პრეზენტაციის დროს მან ისაუბრა ზოგადი განათლების სისტემაში დასაქმებული პედაგოგებისთვის წელს დაწყებული პროგრამის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ პროგრამამ ასაკით პენსიონერ პედაგოგებს საშუალება მისცა ღირსეული ჯილდოს მიღებასთან ერთად დაეტოვებინათ სისტემა, ამავე დროს, გამოათავისუფლა საათები...

რეგულაციების გვერდითი მოვლენები სამშენებლო ბაზარზე – ფასების ზრდა

რეგულაციების გვერდითი მოვლენები სამშენებლო ბაზარზე – ფასების ზრდა
access_time2019-11-13 16:30:28
ბოლო პერიოდში თბილისის სამშენებლო ბაზარზე ფასები მკვეთრად, კვადრატულ მეტრზე საშუალოდ $100-ით გაიზარდა. ეს მოცემულობა შეუქცევადია და მნიშვნელოვანწილად ახალ სამშენებლო რეგულაციებს...

მუნიციპალური ინსპექციის უფროსის პოსტს ლევან ჯღარკავა, „თბილსერვის ჯგუფს“ კი რომეო მიქაუტაძე უხელმძღვანელებს

მუნიციპალური ინსპექციის უფროსის პოსტს ლევან ჯღარკავა, „თბილსერვის ჯგუფს“ კი რომეო მიქაუტაძე უხელმძღვანელებს
access_time2019-11-13 13:03:45
მუნიციპალური ინსპექციის უფროსის თანამდებობას ლევან ჯღარკავა დაიკავებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. რაც შეეხება „თბილსერვის ჯგუფს“ მის ხელმძღვანელად კალაძემ რომეო მიქაუტაძე წარადგინა. „ლევან ჯღარკავა აქამდე იკავებდა „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელის პოზიციას. მინდა ლევანს წარმატებები ვუსურვო. ლევანი არის ეფექტიანი მენეჯერი და თავისი საქმის პროფესიონალი. ის შეცვლის გიორგი ბაგრატიონს, რომელმაც, მოგეხსენებათ...


მსგავსი სიახლეები

up