„საშუალო, დაბალი და ზედა რგოლის კადრები განახევრდა“ - როგორ შეხვდნენ გიდები ტურიზმის აღდგენის პროცესს

„საშუალო, დაბალი და ზედა რგოლის კადრები განახევრდა“ - როგორ შეხვდნენ გიდები ტურიზმის აღდგენის პროცესს

access_time2021-06-23 19:00:00

,,ჩვენს სექტორში, როგორც საშუალო, ასევე მაღალი და ქვედა რგოლის კადრები განახევრდა. ეს ეხება როგორც გიდებს, ასევე მძღოლებს და ადმინისტრატორებს“- ამის შესახებ, ,,ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ახალგაზრდა გიდების ასოციაციის თავმჯდომარემ განაცხადა.


ლაშა ბერეკაშვილის თქმით, იმედი აქვთ, რომ ტურიზმის აღდგენის პროპორციულად შეძლებენ კადრების მოზიდვას, ან უკან დაბრუნებას.


„კადრების გადინების პრობლემა, მთლიანად ტურისტულ სექტორზე გავრცელდა. მასშტაბური ლოქდაუნების დროს, ადამიანებმა, ან ახალი სამსახურები იპოვეს, ან ქვეყნიდან წავიდნენ, რაც ბუნებრივი პროცესია, როცა დასაქმებული თვეების განმავლობაში რჩება უსამსახუროდ. დიდი იმედი გვაქვს, რომ ტურიზმის აღდგენის პარალელურად, დავიბრუნებთ ძველ, გამოცდილ კადრებს, ან მოვახერხებთ ახლით ჩანაცვლებას“, - განაცხადა ბერეკაშვილმა.


ახალგაზრდა გიდების ასოციაციის ხელმძღვანელმა, იმ ძირითად პრობლემებზეც ისაუბრა, რაც კადრების დეფიციტის გარდა, ტურისტულ სექტორს აწუხებს.



,,ტურიზმის კუთხით აღდგენა დაწყებულია. გიდებმა რამდენიმე ჯგუფური შეკვეთა უკვე შეასრულეს. იმით, რა ვითარებაც დღესაა, შეიძლება ითქვას, რომ ველოდებით პანდემიამდე არსებული მდგომარეობის 30-40%-ით მიახლოებას. აქტივობა, დღეს თბილისში, აჭარაში და კახეთშია. იმერეთში კი ტურიზმის აღდგენის დაბალი ტემპია, რადგან ქუთაისის აეროპორტი დაგვიანებით გაიხსნა, დასავლეთ საქართველო კი ძირითადად ამ აეროპორტიდან განხორციელებულ რეისებზეა დამოკიდებული. უნდა აღნიშნოს ისიც, რომ როგორც ცენტრალური, ისევე ადგილობრივი ხელისუფლებისგან არ იდგმება სათანადო ნაბიჯები, ვითარების შესაცვლელად.


პანდემიის პირობებშიც, პრობლემად რჩება ის, რაც ტურისტულ სექტორს სულ აწუხებდა ეს არის ინფრასტრუქტურის სრული მოშლა რეგიონებში. ტურისტები მიგვყავს ლოკაციებზე, სადაც აბრებზე უბრალოდ აღარაფერი იკითხება და არ არსებობს, ელემენტარული პირობები“- განაცხადა ლაშა ბერეკაშვილმა ,,ბიზნესპრესნიუსთან“.


ცნობისათვის, კვალიფიციური კადრების პრობლემაზე ჰორეკა სექტორი ობიექტების გახსნის შედეგ ალაპარაკდა. როგორც სასტუმროების, ასევე კვების ობიექტების მფლობელები ამბობენ, რომ მუშა-ხელის დეფიციტი აქვთ, რადგან დასაქმებულების დიდმა ნაწილმა გაჩერებული ბიზნესის დროს ან ახალი სამსახური იშოვა, ან კი ქვეყიდან წავიდა.



BPN.GE




თეგები:
ტურიზმი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up