საშობაო ზღაპარი

საშობაო ზღაპარი

access_time2021-01-11 12:10:23

ილიაუნის მენეჯერთა კლუბის (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე დაარსბული სტუდენტური გაერთიანება) ორგანიზებით, საქართველოს 4 რეგიონში: შიდა ქართლი, ზემო აჭარა, რაჭა, სამეგრელო ხორციელდება პროექტი „საშობაო ზღაპარი“, რომელიც 24 დეკემბერს დაიწყო და გრძელდება 20 იანვრის ჩათვლით. სხვადასხვა საკომუნიკაციო არხებში პროექტის შესახებ ინფორმაციის გავრცელების საშუალებით ნებისმიერ მსურველს ეძლევა საშუალება მითითებულ ანგარიშზე ჩარიცხოს თანხა ან სურვილისამებრ ნებისმიერი რესურსით შეიტანოს წვლილი მრავალშვილიანი, სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარებაში. საორგანიზაციო გუნდი უზრუნველყოფს ოჯახების შესახებ უტყუარი ინფორმაციის მოძიებას ადგილობრივ კომპეტენტურ დაწესებულებებთან თანამშრომლობით და ასევე შემოსული რესურსით ოჯახს აწვდის საჭირო პროდუქტებს.


პროექტის მიზნად ისახავს იმ მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას, რომლისთვისაც 2020 წელი და მსოფლიოში შექმნილი პანდემიური მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა.  „გახდი სანტა მათთვის, ვსთვისაც 2020 გრინჩი აღმოჩნდა“ „ერთად  შეგვიძლია შევქმნათ დღესასწაული“ ამ და სხვა მსგავსი მესიჯების ირგვლივ გაერთიანდა არაერთი ადამიანი, რომლებსაც სურთ შექმნან საშობაო ზღაპარი, მათთვის ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციის დახმარებით ფიზიკური პირებისგან შემოსული თანხით,  საშობაო ზღაპრის საორგანიზაციო გუნდმა აფრიკის დასახლებასა და აჭარაში მრავალშვილიან ოჯახებს უკვე გადასცა პირველადი მოხმარების პროდუქტები და საჩუქრები. იყვნენ ადამიანები, რომლებმაც სურვილი გამოთქვეს პირადად, ინდივიდუალური ძალისხმევით დახმარებოდნენ ჩვენს მიერ შერჩეულ ოჯახებს. პროექტის დასრულებამდე იგეგმება 4 მრავალშვილიან ოჯახის დახმარება შიდა ქართლის, სამეგრელოსა და ზემო რაჭის მასშტაბით. ოჯახების შესახებ ინფორმაცია უკვე მოგვაწოდა ადგილობრივი მმართველობის შესაბამისმა ერთეულმა. პროექტის შესახებ კმუნიკაცია ამ ეტაპზეც აქტიურად მიმდინარეობს სხვადასხვა ონლაინ საკომუნიკაციო პატფორმის საშუალებით.  დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ შემოგვიერთდნენ: https://bit.ly/2Kd3rEw



(R)

თეგები:
ილიაუნი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up