საშემოსავლო გადასახადზე შეღავათის შეჩერებას ბიზნესმენები არ ეთანხმებიან

საშემოსავლო გადასახადზე შეღავათის შეჩერებას ბიზნესმენები არ ეთანხმებიან

access_time2021-06-18 11:00:06

ერთი წელის განმავლობაში კერძო სექტორი პანდემიის გამო საშემოსავლო გადასახადის შეღავათს იღებს. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2020 წლის მაისიდან ბიზნესი 1500 ლარამდე ხელფასის 750 ლარის მოცულობის საშემოსავლო გადასახადისგან თავდაპირველად ექვსი თვით გათავისუფლდა, თუმცა პროგრამა დეკემბრიდან კიდევ ექვსი თვით გახანგრძლივდა.


მაისის ბოლოს კი საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, რომ არსებული ეკონომიკური პარამეტრების გათვალისწინებით, რომელიც აპრილში ქვეყანაში 44.8%-იანი ეკონომიკურ ზრდას გულისხმობდა, საშეღავათო პერიოდი აღარ გაეგრძელებინა. გარდა ამისა, ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, აპრილის განმავლობაში ქვეყანაში გაცემული ხელფასების მოცულობაც გაიზარდა და წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 100,000-ით მეტმა ადამიანმა აიღო შრომის ანაზღაურება. შესაბამისად, გადაწყვიტეს, რომ პროგრამის გაგრძელების საჭიროება აღარ იდგა.


მთავრობისგან განსხვავებული მოსაზრება აქვთ საქმიან წრეებში. ბიზნესმენების უმრავლესობა ამბობს, რომ ეკონომიკური კრიზისი ჯერ კიდევ არის და კერძო სექტორს კვლავ სჭირდება მთავრობის დახმარება.


საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ამბობენ, რომ საგადასახადო შეღავათების გაგრძელება-არგაგრძელების საკითხი მთავრობასთან განიხილეს და თუ კომპანიებს ვალდებულებების სრულად შესრულების შესაძლებლობა ექნებათ და კარგი ეკონომიკური მაჩვენებლებიც დაფიქსირდება, მაშინ საშემოავლო გადასახადის დატოვების საჭიროება აღარ იქნება. თუმცა, სხვა შემთხვევაში, შეიძლება, ამ პროგრამის აუცილებლობა ისევ დადგეს.


„ტოიოტა ცენტრ თბილისის“ დამფუძნებელი ირაკლი გურჩიანი „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნავენ, რომ სანამ ბიზნესი რეალურად არ ამოქმედდება და ეკონომიკაში მნიშვნელოვანი ზრდა არ იქნება, მსგავსი სახის შეღავათების გაგრძელება საჭიროა.



„აუცილებელი იყო მთავრობას ეს შეღავათები გაეგრძელებინა მანამ, სანამ ეს ეკონომიკური კოლაფსი არ დასრულდება. რაც შეეხება მიზეზად იმის მოყვანას, რომ 45%-მდე ეკონომიკის ზრდა გვაქვს და ბიზნესი აღარ საჭიროებს შეღავათებს, ამაზე კომენტარის გაკეთებაც კი სასაცილოა. მეც დავთვლი და დავწერ, რომ ეკონომიკა სასწაულად გაიზარდა, მაგრამ ამის მართლა სჯერა ვინმეს? ბიზნესი არის ეკონომიკის ლაკმუსის ქაღალდი და არა რაღაც რიცხვები“, - ამბობს ირაკლი გურჩიანი.


აღსანიშნავია, რომ 1500 ლარამდე საშემოსავლო გადასახადის შეღავათი მთავრობამ პირველად 2020 წლის მაისში დააწესა და ის 6 თვის განმავლობაში მოქმედებდა. იმავე წლის 26 ნოემბერს კი ქვეყანაში ხელახალი ლოქდაუნის გამოცხადების შემდეგ შეღავათი კიდევ 6 თვით გაახანგრძლივდა.


2020 წლის განმავლობაში საშემოსავლო გადასახადის შეღავათით კერძო სექტორში 315.5 მილიონი ლარი დარჩა, 2021 წლის პირველ კვარტალში კი 128 მილიონი ლარი. ფინანსთა სამინისტროს 2020 წლის მეორე კვარტლის შედეგები ჯერ არ გამოუქვეყნებია, თუმცა მათი ინფორმაციით, 2021 წელს დაახლოებით 220 მლნ დარჩა ეკონომიკაში, რაც იმას ნიშნავს, რომ საშემოსავლო გადასახადის შეღავათით ბიზნესმა ბიუჯეტის ხარჯზე ნახევარ მილიარდზე მეტი დაზოგა.


საშემოსავლო გადასახადის შეღავათები არ ვრცელდებოდა საბიუჯეტო ორგანიზაციებში, ასევე მარეგულირებელ ორგანოებსა და სახელმწიფო საწარმოებში დასაქმებულ პირებზე, ანუ ამ შეღავათით სარგებელს მხოლოდ კერძო სექტორი იღებდა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up