სასამართლოს უსამართლო გადაწყვეტილების გამო, დავით ზეიკიძემ ბიძინა ივანიშვილს მიმართა

სასამართლოს უსამართლო გადაწყვეტილების გამო, დავით ზეიკიძემ ბიძინა ივანიშვილს მიმართა

access_time2020-06-30 14:00:19

კომპანია „ლიდერფუდის“ გარშემო მიმდინარე სასამართლო დავასთან დაკავშირებით, „ლიდერფუდის“ დამფუძნებელმა დავით ზეიკიძემ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს წერილით მიმართა.


წერილს უცვლელად გთავაზობთ:


„ბატონო ბიძინა, უპირველეს ყოვლისა, გიდასტურებთ პატივისცემას და გისურვებთ დიდ წარმატებას ქვეყნის საკეთილდღეოდ შრომასა და ბრძოლაში. ვხედავ, თქვენი განწყობა ისეთივეა, როგორიც 2011 წელს იყო, – შეუპოვარი და სამართლიანი. მაშინ, მე, ჩემი ოჯახის წევრები და კიდევ უამრავი ადამიანი, ვინც პატივს მცემს, მოსალოდნელი დიდი საფრთხეების მიუხედავად, უპირობოდ დავდექით თქვენს გვერდით და დღესაც მიმაჩნია, რომ მაშინაც და ახლაც ის არჩევანი იყო და არის ერთადერთი და სწორი. დარწმუნებული ვარ, მომდევნო წლებშიც ბევრი სასიკეთო და საქვეყნო საქმის ორგანიზებას მოახერხებთ და თქვენი პარტია დარჩება საქართველოში მშვიდობის, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის გარანტად.


თუმცა, ისიც კარგად მესმის, რომ ეს გზა არ არის იოლი, რომ ამ გზაზე ბევრია ადამიანი, რომელიც პოზიტიურ პროცესებს საკუთარი მერკანტილური ინტერესებიდან გამომდინარე, სახელს უტეხს. მესმის პანდემიის გამო დღეს შექმნილი მდგომარეობა და ამიტომ არ გთხოვთ პირად შეხვედრას და იძულებული ვარ, ამ საშუალებით მოგმართოთ. იმედია, მომეცემა თქვენთან პირადად შეხვედრის საშუალებაც და დაწვრილებით მოგითხრობთ, მაგალითად, იმ უსამართლობის თაობაზე, რაც ჩემი და ჩემი ბიზნესის ირგვლივ ტრიალებს. მანამდე კი, ამ წერილით მივაპყრობ თქვენს ყურადღებას ფაქტს, რომლის მსგავსიც ქართული სასამართლოს ისტორიაში არ მომხდარა.


საკითხი სასამართლო ინსტიტუციას და იქ მიმდინარე დანაშაულებრივ გარიგებებს ეხება. ვფიქრობ, თქვენ, როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარე, დეტალურად უნდა იყოთ საქმის კურსში. უნდა იცოდეთ, ისიც რომ არიან გარკვეული პიროვნებები, რომლებიც უკანონოდ და არა ანგარების გარეშე, გარკვეულ მოსამართლეებთან ერთად, ამ ინსტიტუციის კომპეტენციაში ხელებს აფათურებენ.


საქმე ის არის, რომ ორი ინსტაციის სასამართლომ, კერძოდ კი მოსამართლეებმა ქოჩიაშვილმა და მაკარიძემ, გამოიტანეს უპრეცედენტოდ უკანონო გადაწყვეტილება. ამ განჩინებების მიხედვით, 15 მილიონი დოლარის ღირებულების დავა, განხილვის გარეშე, დაუსწრებელი გადაწყვეტილების საფუძველზე მიაკუთვნეს მომჩივანს.



მე გიგზავნით ჩემი ადვოკატის, თქვენი ყოფილი გენერალური პროკურორის, პატიოსანი კაცის და უზადო პროფესიონალის, არჩილ კბილაშვილის მიერ უზენაესი სასამართლოსთვის გაგზავნილ განცხადებას (საჩივარს). მინდა გთხოვოთ, რომ გააცნოთ იგი თქვენი იურისტების ჯგუფს და სთხოვოთ მათ, წარმოგიდგინონ საქმის რეალური ვითარება. დარწმუნებული ვარ, ამის შემდგომ თქვენთვის ნათელი გახდება, თუ კონკრეტულად რა დარღვევები (დანაშაულებები) ჩაიდინეს ჯერ საქალაქო, ხოლო შემდგომ სააპელაციო ინსტანციის მოსამართლეებმა. კბილაშვილის მიერ წარმოდგენილ საჩივარში ეს დარღვევები დეტალურად არის აღწერილი და გამოაშკარავებული.


მათ შორის საგულისხმოა, რომ მოსამართლეებმა არ გაითვალისწინეს კანონის მოთხოვნა, რომელიც სარჩელის ჩაბარების წესებს ითვალისწინებს, უგულებელჰყვეს ჩვენს მიერ წარდგენილი არსებითი ხასიათის მტკიცებულებები და მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც სარჩელის ჩაბარებას გამორიცხავდნენ, გამოიყენეს არაკეთილსინდისიერი გზით მოპოვებული მტკიცებულება, რომელიც არ დასტურდება. ისე გააყალბეს და შეკრიჭეს მტკიცებულებები, როგორც აწყობდათ, რომ უზენაესში საქმის ასვლის დროს, უზენაესი სასამართლო გაყალბებულ დასკვნებს დაყრდნობოდა და ა.შ და ა.შ. შედეგად, ჯერ გამოიტანეს, ხოლო შემდეგ ძალაში დატოვეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც 15 მლნ დოლარის ქონებაზე საკუთრების უფლება გამიუქმეს.


მსგავსი პრეცედენტი, ამ რაოდენობის ქონების საკითხი სასამართლოს საქმის განხილვის გარეშე რომ გადაეწყვიტოს, ქართული ბიზნეს-დავების ისტორიაში არ არსებობს. თქვენ დიდი გამოცდილების ადამიანი ბრძანდებით და არ გაგიჭირდებათ იმის მიხვედრა, რომ ასეთი გადაწყვეტილებები ანგარების გარეშე არ მიიღება.


თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ მართალი კაცი არ უნდა დაიჩაგროს. რომ როცა ასე ხდება, ამის შემდეგ იწყება უბედურებების კასკადი. ამიტომ მაქვს იმედი, რომ გამონახავთ დროს და ამ საქმეს კარგად გაეცნობით და თქვენს პირად ავტორიტეტს არ დაზოგავთ, რომ უსამართლობამ არ იზეიმოს. მე არაფერს ვითხოვ გარდა იმისა, რომ უზენაესმა სასამართლომ ობიექტურად განსაჯოს და საქმე სასამართლოში დაბრუნდეს არსებითად განსახილველად.


დასასრულს მინდა ერთი კონკრეტული მტკიცებულების თაობაზე მოკლედ მოგახსენოთ. ეს ერთ-ერთია იმ მრავალთაგან, რაც წარდგენილი გვაქვს და რაც უბრალოდ არ გაითვალისწინა ჯერ ქოჩიაშვილმა და მერე მაკარიძემ. თქვენთვის ნათელი გახდება რა დონის უტიფრობასთან გვაქვს საქმე და რა დონეზე ვიჩაგრებით.


ცნობისთვის, დაუსწრებელი გადაწყვეტილება სასამრთლოებმა დააფუძნეს იმას, რომ თითქოს მე სარჩელი ჩამბარდა და შესაგებელი არ შევიტანე. არადა, სასამართლოსვე მოწვეული მოწმე, ფოსტის კურიერი, ჩვენებაში სიტყვა – სიტყვით ამბობს შემდეგს – (ციტატა): „რაც ნათია კიკალეიშვილს („ლიდერფუდის“ ოფისმენეჯერი) ჩაბარდა, სიმართლე გითხრათ, ეს არ მახსოვს რა წერილი იყო. ბევრი წერილი მიმიტანია და ეხლა კონკრეტულ შემთხვევაში, საერთოდ, ზოგადოდ რომ სასამართლოს წერილი მიმეტანოს, ეგეთი რაღაც არ მახსოვს“ – ციტატის დასასრული. – ანუ საერთოდ, ზოგადად, სასამართლოს წერილი „ლიდერფუდში“ არ მიმიტანიაო, კაცი ამბობს. მოსამართლეებმა კი პირიქით განსაჯეს…


ბატონო, ბიძინა, მე რომ ტყუილად არ ვარ შეშფოთებული და გამწარებული, ამის დასტურია ისიც, რომ ჩვენი უახლოესი მეგობარი სახელმწიფოს, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, ქალბატონი კელი დეგნანი სულ ახლახანს ასევე შეშფოთებით აღნიშნავდა ჩვენი სასამართლოების შესახებ – ციტატა: „ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა. ამ მიმართულებით პროგრესი მნიშვნელოვანია, როგორც საქართველოს დემოკრატიული, ასევე ეკონომიკური განვითარებისთვის“.


ამ ციტატის შეხსენებისთვის, ბოდიშს მოგიხდით და აქვე ყურადღებისთვის მადლობას გიხდით“, – აღნიშნავს წერილში დავით ზეიკიძე.


შეგახსენებთ, რომ უზენაეს სასამართლოს, დასაშვებობის შესამოწმებლად, წარმოებაში აქვს მიღებული „ლიდერფუდის“ დამფუძნებლის, დავით ზეიკიძის საკასაციო საჩივარი. ზეიკიძეს ბიზნესის 50%-ს, მისივე სიძე, ირაკლი დუმბაძე ედავება. სასამართლოს ორმა ინსტანციამ დუმბაძის სარჩელი დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა და მას წილი მიაკუთვნა. როგორც დაუსწრებელ გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, მისი გამოტანის საფუძველი ზეიკიძის მხრიდან შესაგებლის წარუდგენლობა გახდა. დავით ზეიკიძე კი ამტკიცებს, რომ მას სარჩელი არ ჩაბარებია და შესაბამისად, ვერც შესაგებელს წარადგენდა. ამის დამადასტურებელი ვიდეომასალა, ექსპერტიზის დასკვნა და მოწმეთა ჩვენებები ზეიკიძეს მხარეს სასამართლოში წარდგენილი აქვს. ზეიკიძე უზენაესი სასამართლოსგან დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის არსებითად განსახილველად პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის დაბრუნებას ითხოვს.


წყარო: ბანკები და ფინანსები






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up