სასამართლოს სამოქალაქო მონიტორინგი იწყება

სასამართლოს სამოქალაქო მონიტორინგი იწყება

access_time2021-09-18 17:11:02

ორგანიზაცია „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“ სასამართლოს მონიტორინგის პროექტს იწყებს. სასამართლო პროცესების მონიტორინგს ის მოქალაქეები განახორციელებენ, რომლებიც სხვადასხვა სფეროს წარმოადგენენ, თუმცა პროფესიით იურისტები არ არიან.

„დამოუკიდებელი სასამართლო სტაბილური დემოკრატიის ქვაკუთხედია. სასამართლოს დამოუკიდებლობა წარმოადგენს ფუნდამენტურ მოთხოვნას, რომელიც შესაძლებლობას აძლევს სასამართლო სისტემას, დაიცვას დემოკრატია და ადამიანის უფლებები. საქართველოში გატარებული საკანონმდებლო ცვლილებების მიუხედავად, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის, ეფექტიანობისა და ანგარიშვალდებულების ხარისხი კვლავ გამოწვევას წარმოადგენს. აშკარაა, რომ სასამართლო სისტემა და საზოგადოება ერთმანეთისგან გაუცხოებულია. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ წლების განმავლობაში მიმდინარეობდა სასამართლო რეფორმები, თუმცა ფართო საზოგადოება აღნიშნულ პროცესებში ჩართული არ ყოფილა, ამიტომაც მოქალაქეების ხმა სათანადოდ არ ისმოდა. მიგვაჩნია, რომ დადგა დრო შეივსოს ის ნაპრალი, რომელიც სასამართლოსა და მოქალაქეებს შორის არსებობს.

„მოქალაქეთა მიერ სასამართლოს მონიტორინგის წამოწყება“ არის „სასამართლოს გუშაგის“ ახალი პროექტი, რომლის ამოცანაა შეიქმნას სასამართლოს გაუმჯობესების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის ინსტრუმენტი. აქედან გამომდინარე, „სასამართლოს გუშაგი“ აცხადებს მოხალისეთა მიღებას სასამართლოს მონიტორინგის პროექტში მონაწილეობის მისაღებად. სასამართლო პროცესების მონიტორინგი განხორციელდება იმ მოქალაქეების მიერ, რომლებიც წარმოადგენენ სხვადასხვა სფეროს, თუმცა პროფესიით არ არიან იურისტები. ხოლო სასამართლო პროცესების მონიტორინგის დაწყებამდე მათთვის ჩატარდება ლექციები შესაბამის სამართლებრივ საკითხებზე. ორგანიზაცია ამ ეტაპზე პროექტს განახორციელებს ქალაქ გორში. პროექტი USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით ხორციელდება“, - აცხადებენ ორგანიზაცია "„საქართველოს სასამართლოს გუშაგში". 


ცნობისთვის, „სასამართლოს გუშაგი" 2021 წლის ივლისში დაფუძნდა, რომლის მიზანია საქართველოს დემოკრატიული განვითარების ხელშეწყობა სასამართლოს დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულების და ეფექტიანობის გაუმჯობესების მეშვეობით. ორგანიზაციის დაფუძნების ინიციატორია ნაზი ჯანეზაშვილი, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრი (2017-2021).





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up