თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, „რუსთავი 2“ კვლავ ამჟამინდელ მესაკუთრეს ქიბარ ხალვაშს დარჩა. აღნიშნული გადაწყვეტილებით სასამართლომ მოსარჩელე მხარის - დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის სამოქალაქო სარჩელი არ დააკმაყოფილა.
„რუსთავი2“-ის 60%-იანი წილის დაბრუნებაზე სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ დაახლოებით, 2 წლის წინ შეიტანეს. აღნიშნულ დავაში მოპასუხე მხარე ქიბარ ხალვაში იყო.
მოსამართლე გოჩა დიდავას გადაწყვეტილებით, ყადაღა მოეხსნა რუსთვი-2 ს. ასევე, აღნიშნული გადაწყვეტილებით, რუსთავი2-ს ქონების გაყიდვის უფლება მიეცა.
Ipn.ge