სასამართლომ ნავალნის თანამებრძოლ ლიუბოვ სობოლს ერთწლიანი პირობითი პატიმრობა მიუსაჯა

სასამართლომ ნავალნის თანამებრძოლ ლიუბოვ სობოლს ერთწლიანი პირობითი პატიმრობა მიუსაჯა

access_time2021-04-15 21:30:00

სასამართლომ ნავალნის თანამებრძოლ ლიუბოვ სობოლს ერთწლიანი პირობითი პატიმრობა მიუსაჯა



მოსკოვის სასამართლომ ერთი წლით პირობით გამოსასწორებელი შრომა მიუსაჯა ალექსეი ნავალნის თანამებრძოლ, ლიუბოვ სობოლს, რომელიც მოსამართლემ დამნაშავედ ცნო რუსეთის ეფ-ეს-ბე​ს (ФСБ) თანამშრომლის, კონსტანტინ კუდრიავცევის, ბინაში უკანონო შეღწევისათვის, რითაც ხელყო კუდრიავცევის ნათესავების „კონსტიტუციით გარანტირებული“ უფლება.



გამოძიების თანახმად, კონსტანტინ კუდრიავცევმა ტელეფონით უამბო ალექსეი ნავალნის მისი მოწამვლის დეტალებზე.



სასამართლომ ლიუბოვ სობოლს ერთი წლით პირობით გამოსასწორებელი შრომა მიუსაჯა და ასევე დაუნიშნა ერთწლიანი გამოსაცდელი ვადა. თუ ოპოზიციონერი აქტივისტი პირობით სასჯელს დაარღვევს, მაშინ მას მიუსჯიან რეალურ გამოსასწორებელ შრომას და დაუქვითავენ ხელფასის 10 %-ს.




კონსტანტინ კუდრიავცევი რუსეთის ქიმიურ-ბიოლოგიური თავდაცვის აკადემიის კურსდამთავრებულია. ის ჯარში მსახურობდა შიხანიში, სადაც მუშაობდნენ ქიმიურ იარაღზე, მათ შორის „ნოვიჩოკზე“, შემდეგ კი ის სამუშაოდ გადავიდა ეფ-ეს-ბე​ში, ნათქვამია სამი გამოცემის ერთობლივ გამოძიებაში.



ჟურნალისტებმა მოახერხეს აღმოეჩინათ, რომ ოპერმუშაკი ნავალნის თან დაჰყვებოდა მოგზაურობისას. 2020 წლის დეკემბერში ნავალნიმ გამოაქვეყნა კუდრიავცევთან საუბრის ჩანაწერი. საუბრიდან შეიძლება ისეთი დასკვნის გამოტანა, რომ ოპერმუშაკი ნავალნის მოწამვლის შემდეგ კვალის ლიკვიდაციაში მონაწილეობდა.



გამოძიების ვერსიის თანახმად, 2020 წლის 21 დეკემბერს, ლიუბოვ სობოლი შეიჭრა კონსტანტინ კუდრიავცევის ბინაში, ხელი ჰკრა მის სიდედრს, შემოიარა შენობა და წავიდა. საკუთრივ კუდრიავცევის მოძებნა და მისი დაკითხვა სასამართლომ ვერ შეძლო. საქმეში იგი არ ფიგურირებს არც როგორც მოწმე და არც როგორც დაზარალებული.



www.radiotavisupleba.ge







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up