სასამართლომ კერძო მევახშეების სესხებზე არსებული მაღალი საპროცენტო განაკვეთი უკანონოდ ცნო

სასამართლომ კერძო მევახშეების სესხებზე არსებული მაღალი საპროცენტო განაკვეთი უკანონოდ ცნო

access_time2016-01-18 14:47:34

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლეებმა მაია სულხანიშვილმა, ბესარიონ ტაბაღუამ და ნატალია ნაზღაიძემ, 2016 წლის 12 იანვარს ძალაში დატოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ლია ავალიშვილის მიერ გამოტანილი განაჩენი, რომლითაც კერძო სესხებზე არსებული შეუსაბამოდ მაღალი საპროცენტო განაკვეთი ბათილად იქნა ცნობილი.

 

აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, „კომერსანტი“ ადვოკატ ამირან გიგუაშვილს ესაუბრა, რომელიც ამ საქმეში მოვალის ინტერესებს იცავდა.


- რას უკავშირდებოდა დავა და კონკრეტულად რა მოტივით ცნო სასამართლომ თქვენს კლიენტსა და კერძო მევახშეს შორის შეთანხმებული საპროცენტო განაკვეთის ოდენობა ბათილად?


- ეს დავა დიდი ხანია გრძელდება. ჯერ კიდევ 2014 წლის გაზაფხულზე თბილისის საქალაქო სასამართლომ ამ საქმეზე დაადგინა, რომ ისეთი მაღალი საპროცენტო განაკვეთი როგორიც არის თვეში 10% სარგებლის დარიცხვა, აშკარად წინააღმდეგობაში მოდის საჯარო წესრიგთან და ზნეობასთან. ეს არ არის ლიტონი სიტყვები. წარმოიდგინეთ, ამ შემთხვევაში ჩემს კლიენტს ოთხმოცი ათას აშშ დოლარის სესხზე გადახდილი ჰქონდა ასოცდახუთი ათასი დოლარი და კერძო მევახშე აცხადებდა, რომ ეს თანხა იყო მხოლოდ პროცენტი, ანუ სესხის სარგებელი. მევახშე დამატებით სარჩელით ითხოვდა კიდევ ას ოცი ათას აშშ დოლარს. გამოდიოდა, რომ კრედიტორის ჯამში სურდა ძირითადი თანხის გარდა, ორასპროცენტიანი სარგებელი მიეღო. სწორედ ამიტომ, სასამართლომ დაადგინა, რომ ის თანხა, რაც უკვე გადახდილი ჰქონდა ჩემს კლიენტს, მოიცავდა როგორც ძირითად სესხს, ისე სარგებელსაც.



- ანუ სასამართლომ სრულად კი არ გააუქმა საპროცენტო სარგებელი არამედ მოახდინა მისი კორექტირება.


- დიახ ასეა. სასამართლომ განაცხადა, რომ წლიური 120 პროცენტი სარგებლის დარიცხვა, მაშინ როდესაც ეროვნულ ბანკის ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი მოცემულ დროს 14,5% იყო, აშკარად არ შეესაბამებოდა სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის ნორმებს. სწორედ ეს მუხლი განსაზღვრავს საჯარო წესრიგის საწინააღმდეგოდ დადებული გარიგებების ბათილობის საფუძვლებს. სასამართლომ მოახდინა სესხის პროცენტის კორექტირება და ხელახალი გადაანგარიშების საფუძველზე განსაზღვრა როგორც უკვე შესრულებული ფულადი ვალდებულების ოდენობა, ისე დარჩენილი სესხის ოდენობა. აქვე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს გადაწყვეტილება სრულად შეესაბამება კანონმდებლობას, ვინაიდან სამოქალაქო კოდექსი პირველ რიგში დაფუძნებულია პირთა თანასწორუფლებიანობასა და სამართლიანობაზე. ამიტომაც სასამართლოს უფლება აქვს განსაკუთრებულ შემთხვევაში მხარის მოტივირებული მოთხოვნის საფუძველზე, მოახდინოს ჩარევა კერძო სამართლებრივ ურთიერთოებებში და ბათილად ცნოს საჯარო წესრიგის წინააღმდეგ მიმართული გარიგებები. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის იყო, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის შინაარსობრივად უნიკალური გადაწყვეტილება, რითიც განსხვავებულ სიმაღლეზე აიყვანა მისი მნიშვნელობა. იმედი მაქვს იმ შემთხვევაში თუ მოწინააღმდეგე მხარე საკასაციო საჩივარს წარადგენს, უზენაესი სასამართლო ძალაში დატოვებს ორი ინსტანციის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას და ეს საქმე გახდება პრეცედენტი სხვა მსგავსი კატეგორიის საქმეებზე. 


-  ხომ არ გამოიწვევს ეს გადაწყვეტილება კერძო სასესხო ბიზნესის შეფერხებას. მეწარმეთა ერთი ნაწილის განცხადებით, სასამართლო არ უნდა ერეოდეს კერძო სექტორში და პროცენტის ზედა ზღვარის დაწესება, სოციალიზმის ნიშნებს შეიცავს.


- სოციალიზმი აქ არაფერ შუაშია და ვინც ამას ამბობს, წარმოდგენა არ აქვს არც სოციალიზმზე და არც კაპიტალიზმზე. მით უფრო საბაზრო თავისუფლების პრინციპებზე. 2007 წლამდე სამოქალაქო კოდექსში მოქმედებდა ნორმა, რომელიც უკრძალავდა კერძო მევახშეებს გარკვეულ ზღვარზე მაღალი საპროცენტო განაკვეთის დადგენას. მას შემდეგ რაც ეს ნორმა გაუქმდა, მევახშეებმა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა ისეთი მაღალი პროცენტების და პირგასამტეხლოების დარიცხვა დაიწყეს სესხებზე, რომ მათი გადახდა უმძიმეს ტვირთად  დააწვა მოსახლეობას. აქვე საგულისხმოა, რომ ასეთ სესხებს ძირითადად ის პირები იღებენ, რომლებსაც ბანკები სესხებს არ აძლევენ და ფაქტობრივად გამოუვალ ვითარებაში იმყოფებიან, ანუ მათი ეკონომიკური მდგომარეობა ისედაც არასახარბიელოა. გარდა ამისა, სამოქალაქო კოდექსში დღემდე მოქმედებს ნორმა, რომელიც სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო შეამციროს გონივრულ ოდენობამდე. ამ მუხლს სასამართლო აქტიურად იყენებს არა მხოლოდ კერძო პირების ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, არამედ შორის ბანკების მიმართაც. ასე, რომ შეუსაბამოდ მაღალი საპროცენტო სარგებლის შემცირება გონივრულ ოდენობამდე, პირგასამტეხლოს ანალოგიის პრინციპის გამოყენებაა და სოციალური სამართლიანობის ფუნდამენტურ პრინციპებს ემსახურება. სწორედ სოციალური სამართლიანობის პრინციპებზე დგას დღეს ყველა ევროპული ქვეყანა, რომლისკენაც ჩვენ მივისწრაფვით და არა სოციალური დარვინიზმზე, რომელიც გუშინდელი დღეა თავისუფალი ბაზრის ისტორიულ განვითარებაში. მე იმედი მაქვს, რომ საჩივრის დასაშვებობის შემთხვევაში უზენაესი სასამართლო კიდევ უფრო ფართოდ განმარტავს ამ მართლაც უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას. ამით ერთხელ და სამუდამო დაესმება წერტილი კერძო სასესხო ურთიერთობებში შეუსაბამოდ მაღალი საპროცენტო განაკვეთების დარიცხვას, რის გამოც ჩვენი თანამოქალაქეები უკიდურესად მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში ვარდებიან და ხშირ შემთხვევებში მთელ ქონებას კარგავენ.



საქართველოში ხვალიდან „მწვანე პასპორტი“ ამოქმედდება

საქართველოში ხვალიდან „მწვანე პასპორტი“ ამოქმედდება
access_time2021-11-30 20:55:41
ხვალიდან საქართველოში "მწვანე პასპორტი" ამოქმედდება.შეგახსენებთ, რომ მოქალაქეს მწვანე სტატუსი მიენიჭება იმ შემთხვევაში თუ ის აკმაყოფილებდეს შემდეგი კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს:• არის სრულად ვაქცინირებული;• გადატანილი აქვს Covid-19 და ვირუსის დადასტურებიდან გასულია 14 დღე;• ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი;• ჩატარებული აქვს 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტი;პანდემიის ეფექტური მართვისა და ბიზნესისა და მოქალაქეების მიერ...

„საპარტნიორო ფონდს“ დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია და ეს რესურსი ქვეყანამ კარგად უნდა გამოიყენოს – დავით საგანელიძე

„საპარტნიორო ფონდს“ დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია და ეს რესურსი ქვეყანამ კარგად უნდა გამოიყენოს – დავით საგანელიძე
access_time2021-11-30 16:55:17
„მოხარული ვარ, რომ საქართველოს მთავრობამ, პრემიერ ღარიბაშვილის ინიციატივით, „საპარტნიორო ფონდის“ რეორგანიზაციის პროცესის მოკლე დროში დასრულების გადაწყვეტილება მიიღო. ფონდს ქვეყნის ეკონომიკისთვის დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია და ეს რესურსი ქვეყანამ კარგად უნდა გამოიყენოს“, – ამის შესახებ „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით საგანელიძემ ექსპერტებთან შეხვედრაზე განაცხადა. შეხვედრა, სადაც „ფონდის რეორგანიზაციის“ გზებსა და ვარიანტებზე იმსჯელეს „ახალგაზრდა ფინანსისტთა და...

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა, ლირასთან გამყარდა

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა, ლირასთან გამყარდა
access_time2021-11-30 18:00:39
30 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 3.12 თეთრით 3.1179-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.1200 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 6.02 თეთრით 3.5451-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 4.32 თეთრით 4.1636-მდე, 1000 სომხურ დრამთან 3.38 თეთრით 6.3916-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 1.95 თეთრით 1.8348-მდე, 100 რუსულ რუბლთან 4.60 თეთრით 4.1660-მდე გაუფასურდა. ლარი თურქულ ლირასთან 0.54 თეთრით 0.2387-მდე...

საპენსიო სააგენტო ფასიან ქაღალდებში ინვესტირებას იწყებს - სამიზნე თეგეტა და ნიკორაა

საპენსიო სააგენტო ფასიან ქაღალდებში ინვესტირებას იწყებს - სამიზნე თეგეტა და ნიკორაა
access_time2021-11-30 16:55:10
საქართველოს საპენსიო სააგენტო ადგილობრივ ბაზარზე კომპანიების ფასიან ქაღალდებში ინვესტირებას იწყებს. ამის შესაძლებლობა ფონდს, 1-ელ ოქტომბერს, სპეცდეპოზიტარად საქართველოს ბანკის შერჩევის შემდეგ...

საგანელიძე: გამოვიცვალეთ ოთხი პრემიერი და ისევ იქ ვიყავით

საგანელიძე: გამოვიცვალეთ ოთხი პრემიერი და ისევ იქ ვიყავით
access_time2021-11-30 16:49:49
საპარტნიორო ფონდის დირექტორი დავით საგანელიძე ფონდის რეფორმასთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილს მადლობას უხდის. „მადლობა ირაკლი ღარიბაშვილს. ის რომ არა, ისევ ვიქნებოდით გაურკვევლობაში. გამოვიცვალეთ ოთხი პრემიერი და ისევ იქ ვიყავით - ყველა ამბობდა კი, მაგრამ ის, რაც მან თქვა, არავის უთქვამს, რეფორმა ადგილიდან არ დაძრულა“, - აცხადებს საგანელიძე. საგანელიძე შეურაცხმყოფელს უწოდებს ფონდის საქმიანობის გამჭვირვალობასთან...


მსგავსი სიახლეები

up