შვიდწლიანი დავის შემდეგ სასამართლომ ბიზნესმენი  ანზორ ქოქოლაძე  უდანაშაულოდ სცნო

შვიდწლიანი დავის შემდეგ სასამართლომ ბიზნესმენი ანზორ ქოქოლაძე უდანაშაულოდ სცნო

access_time2018-12-25 17:00:56


ბიზნესმენ ანზორ ქოქოლაძეზე, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა.


თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა შკუბულიანმა დააკმაყოფილა პროკურორის შუამდგომლობა, რომელმაც ქოქოლაძისთვის წარდგენილ ბრალდების შეწყვეტით მიმართა.


„ის ბრალი, რომელიც 2011 წელს იყო წარდგენილი ჩემს წინააღმდეგ გაბათილდა. ეს იმის შედეგი იყო, რომ სასამართლოს ყველა  უტყუარი მტკიცებულება წარვუდგინე. ასევე წინა სასამართლო სხდომებზე დაიკითხა დავით კეზერაშვილის წარმომადგენელი და ელიტ ელექტრონიქსიდან შოთა მინდელი. მათმა ჩვენებებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ბრალდებები ჩემს წინააღმდეგ იყო უსაფუძვლო და ნაციონალური მოძრაობის რეჟიმთან დაახლოებული დანაშაულებრივი ჯგუფის ინტერესს ემსახურებოდა, რომ დაესაკუთრებინათ ელიტ ელექტრონიქსი. შემდგომში ასეც იყო კომპანია დაისაკუთრეს, მე დამაპატიმრეს და  წლების განმავლობაშ ვიბრძოდი, რომ მომხდარიყო ჩემი რეაბილიტაცია. დღეს საბოლოოდ სამართლიანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული,“-განაცხადა ანზორ ქოქოლაძემ.



შეგახსენებთ, რომ კომპანია „ელიტ ელექტრონიქსის“ დამფუძნებელ ანზორ ქოქოლაძეს გამოძიება თაღლითობასა და ფულის გათეთრებაში ადანაშაულებდა.  


ბიზნესმენს სააკაშვილის ხელისუფლებამ 2011 წლის 13 დეკემებრს  ბრალი წარუდგინა – სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქ/პ და მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქ/პ და სსკ-ის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქ/პ -ით.


 მარიამ ტიტვინიძე




„პასუხისმგებლობის 5 სტანდარტი“ – „სოკარმა“ 2019 წლის CSR ანგარიში წარადგინა

„პასუხისმგებლობის 5 სტანდარტი“ – „სოკარმა“ 2019 წლის CSR ანგარიში წარადგინა
access_time2020-02-22 10:55:18
კომპანია „სოკარმა“ CSR სტრატეგიის - „პასუხისმგებლობის 5 სტანდარტის“ 2019 წლის ანგარიში წარადგინა. „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ დირექტორმა ლევან გიორგაძემ დამსწრეებს გასული წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტები და კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულებით სამომავლო გეგმები გააცნო. ღონისძიება პანელური დისკუსიის ფორმატში წარიმართა. კომპანიის CSR სტრატეგიის თითოეულ მიმართულებაზე სხვადასხვა პარტნიორი საზოგადოებრივი ორგანიზაციის და საინიციატივო...

„გრანთ თორთონი“ - გლობალური ქსელის მოგებამ 2019 წელს 5,720 მილიარდი შეადგინა

„გრანთ თორთონი“ - გლობალური ქსელის მოგებამ 2019 წელს 5,720 მილიარდი შეადგინა
access_time2020-02-22 09:30:25
რადიო „კომერსანტის“ და აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია „გრანთ თორნთონის“ ერთობლივ გადაცემაში ჩემი აუდიტორი  „გრანთ თორნთონის“ მმართველმა პარტნიორმა ვახტანგ ცაბაძემ კომპანიის გლობალური და ლოკალური ფინანსური წელი შეაჯამა. საერთაშორისო ჰოლდინგში შემავალი კომპანიების ჯამური ბრუნვა 5,720 მილიარდ დოლარს შეადგენს,რაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მაჩვენებელია კომპანიის ზრდის ისტორიაში.40%-იანი ზრდაა დაფიქსირებული ადგილობრივ ბაზარზეც. ვახტანგ...

როგორ მოეწყობა ჭავჭავაძის გამზირის და გობრონიძე-ხიზანიშვილის სატრანსპორტო ნაწილი (რენდერები)

როგორ მოეწყობა ჭავჭავაძის გამზირის და  გობრონიძე-ხიზანიშვილის სატრანსპორტო ნაწილი (რენდერები)
access_time2020-02-22 11:00:35
თბილისის ფორუმზე გამოქვეყნდა რამდენიმე რენდერი, რომლებიც ჭავჭავაძის გამზირზე და გლდანში განახლებული ქუჩების გარკვეული მონაკვეთების სავარაუდო მოწყობას გვიჩვენებს. ყველა გამოქვეყნებულ რენდერზე ჩანს ახალი “ბასლეინები”. თუმცა, განსაკუთრებით საინტერესოა ჭავჭავაძის გამზირის ახალი სქემა, რადგან აქ, სპეციალური საავტობუსო ხაზისა და გაჩერებების მოწყობა გზის ცენტრალურ ნაწილშია დაგეგმილი. მოცემული რენდერები არაოფიციალური ხასიათისაა და შესაძლოა არ ემთხვეოდეს...

ჰოსპიტალური სექტორის წარმომადგენლები უკვე მეორედ ცდილობენ სახელმწიფოს აჩვენონ ის უარყოფითი შედეგები, რომელიც 520-ე დადგენილების ამოქმედებას მოჰყვა

ჰოსპიტალური სექტორის წარმომადგენლები უკვე მეორედ ცდილობენ სახელმწიფოს აჩვენონ ის უარყოფითი შედეგები, რომელიც 520-ე დადგენილების ამოქმედებას მოჰყვა
access_time2020-02-22 10:00:29
საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებამ და მისმა წევრმა 37 კლინიკამ  საქართველოს მთავრობისთვის ახალი წერილი მოამზადა. ჰოსპიტალური სექტორის წარმომადგენლები უკვე მეორედ ცდილობენ სახელმწიფოს აჩვენონ ის უარყოფითი შედეგები, რომელიც 520-ე დადგენილების ამოქმედებას მოჰყვა. მედიკოსები წერილში წერენ, რომ ჯანდაცვის სამინისტოს მიდგომა მედიცინის რამდენიმე წამყვან დარგს გამოუსწორებელ დარტყმას აყენებს. თეთრ ხალათიანები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-02-21 21:30:32
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.როგორ ემზადება ხელისუფლება ხანძარსაშიში სეზონისთვის - ზაფხულამდე 3 თვე რჩება „კომერსანტი“ დაინტერესდა არის თუ არა მზად და რა ღონისძიებებს ახორციელებს...


მსგავსი სიახლეები

up