სასამართლომ აეროპორტის ინციდენტის საქმეზე გიგი უგულავას გირაოს გადახდისა და პასპორტის ჩაბარების ვალდებულება მოუხსნა

სასამართლომ აეროპორტის ინციდენტის საქმეზე გიგი უგულავას გირაოს გადახდისა და პასპორტის ჩაბარების ვალდებულება მოუხსნა

access_time2020-03-09 20:20:56

აეროპორტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გიგი უგულავას ბრალდების საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართა.

 

სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს.

 

დაცვის მხარემ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გადახდისა და პასპორტის ჩაბარების ვალდებულების გაუქმება მოითხოვა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა.

 

დაცვის მხარემ ასევე ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული ვიდეოკადრების გადაცემის შუამდგომლობა დააყენა, რაზეც მას უარი ეთქვა.


 

გიგი უგულავას საქმის პროკურორის, თამარ ზაქუტაშვილის თქმით, სასამართლომ ბრალდების მხარის მტკიცებულებები სრული მოცულობით დასაშვებად მიიჩნია, რაც ნიშნავს, რომ ბრალდების მხარეს კანონის რომელიმე მოთხოვნა არ დაურღვევია, კანონის სრული დაცვით მოიპოვა მტკიცებულებები, გაუცვალა დაცვის მხარეს და წარადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოში.

 

„დაინიშნა საქმის არსებითი განხილვის სხდომა, რომელზეც ბრალდების მხარე წარმოადგენს იმ მტკიცებულებებს, რომლებიც წარმოვადგინე თბილისის საქალაქო სასამართლოში. ბრალდების მხარის მიერ არსებითი განხილვის ეტაპზე განხორციელდება მოწმეთა დაკითხვა, გამოკვლეული იქნება როგორც სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები, ასევე კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნა. აგრეთვე გამოკვლეული იქნება წერილობითი მტკიცებულებები. მიგვაჩნია, რომ არსებითი განხილვის ეტაპზე ბრალდების მხარე გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებს წარდგენილი ბრალდების სისწორეს და უტყუარობას. აღკვეთის ღონისძიებას რაც შეეხება, დაცვის მხარემ იშუამდგომლა ბრალდებული გიორგი უგულავას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს და დამატებითი ვალდებულებების, პასპორტისა და პირადობის ჩამორთმევის ვალდებულების გაუქმება. ბრალდების მხარე დაეთანხმა აღნიშნულ შუამდგომლობას. სასამართლომ დააკმაყოფილა აღნიშნული შუამდგომლობა. პირველი წარდგენის სხდომაზე ბრალდებულისთვის შეფარდებული იქნა გირაო 2000 ლარის ოდენობით და დაეკისრა პასპორტისა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ჩაბარების ვალდებულება. თუმცა, ბრალდებულს ეს პირობა არ განუხორციელებია, არც პასპორტი ჩაუბარებია გამოძიების ორგანოსთვის და არც გირაო გადაუხდია“, – განაცხადა პროკურორმა თამარ ზაქუტაშვილმა.

 

გიგი უგულავას ბრალდების საქმეზე შემდეგი სასამართლო პროცესი 19 მარტს დაინიშნა.

 

წყარო: პირველი არხი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up