”სასამართლომ და საქართველოს ფოსტამ საფოსტო გზავნილების კანონსაწინააღმდეგო პროცედურა დაამკვიდრეს”

”სასამართლომ და საქართველოს ფოსტამ საფოსტო გზავნილების კანონსაწინააღმდეგო პროცედურა დაამკვიდრეს”

access_time2019-02-12 09:00:15

”სასამართლომ და საქართველოს ფოსტამ, ერთობლივად, სასამართლო საფოსტო გზავნილების იმდაგვარი პროცედურა დაამკვიდრეს, რომელიც კანონსაწინააღმდეგოა, გამორიცხავს საფოსტო გზავნილის ადრესატისადმი ჩაბარების დასტურის მტკიცებას, უშვებს მანიპულაციის შესაძლებლობას და შესაბამისად, რისკის ქვეშ აყენებს მართლმსაჯულებას.” 


ადვოკატი დავით ებრალიძე ამგვარად აფასებს დღეს არსებულ ვითარებას სასამართლოს საფოსტო გზავნილებთან დაკავშირებით. იგი მხარეებს კანონის დარღვევაში სდებს ბრალს და „კომერსანტთან“ ღიად საუბრობს მათ მიერ შემუშავებულ სპეციალურ სქემაზე. მეტიც, ამ თემასთან დაკავშირებით მან უკვე მიმართა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და ახლა პასუხის მოლოდინშია.



როგორც დავით ებრალიძე კომერსანტთან საუბარში აღნიშვანს, საქართველოს ფოსტას დამკვიდრებული აქვს საფოსტო გზავნილის ჩაბარების სტანდარტული პროცედურა. კერძოდ, გზავნილის ჩაბარებისას იგი ადრესატს ხელს აწერინებს ელექტრონულ პედზე მხოლოდ და სწორედ ამ სტანდარტული პროცედურით ახდენს სასამართლო უწყებების ჩაბარებას. თუ გამგზავნი სპეციალურად არ უთითებს ფოსტას, რომ მას სურს საფოსტო გზავნილის ადრესატისთვის ჩაბარების დასტურის მიღება და ფოსტა აღნიშნავს, რომ სასამართლო მისგან არ ითხოვს ჩაბარების დასტურს, ფოსტის კურიერი მხოლოდ ელექტრონულ პედზე ადრესატის ხელმოწერის დასმით შემოიფარგლება.



„პედზე დასმული ეს ელექტრონული ხელმოწერა აისახება საქართველოს ფოსტის პროგრამაში „უკუგზავნილის დეტალები“, როგორც გზავნილის ადრესატისადმი მიღების დასტური. სასამართლოს გააჩნია წვდომა აღნიშნულ პროგრამაზე და იგი ამდაგვარ ელექტრონულ ვიზუალიზაციას საკმარისად მიიჩნევს უწყების ჩაბარების დასტურად, თუმცა ადვოკატის მტკიცებით ეს პროცესი კანონსაწინააღმდეგოა.


სასამართლომ შეიძლება თავი იმართლოს, რომ საქართველოს ფოსტამ იგი შეცდომაში შეიყვანა იმით, რომ დაარწმუნა, რომ ელექტრონულ პედზე ხელმოწერა და საქართველოს ფოსტის ელექტრონულ გვერდზე ელექტრონულად ასახული „უკუგზავნილის დეტალები“ არის უწყების ჩაბარების სათანადო დასტური, თუმცა ჩნდება კითხვა: მაშინ რატომ მიმართავს სასამართლო სხვა პროცედურას ადმინისტრაციული ორგანოებისათვის უწყვებების ჩაბარებისას? საჯარო დაწესებულებებისათვის სასამართლო უწყებები ფოსტის მეშვეობით იგზავნება კანონის სრული დაცვით. უწყების მხარისათვის ჩაბარების დასტურად სასამართლო ფოსტისგან ითხოვს უწყების ჩაბარების დასტურად უწყების მეორე გვერდზე სველი ხელმოწერის არსებობას (როგორც ეს საპროცესო კოდექსით მოითხოვება. სსკ-ის 73-ე მუხლის „სასამარლო უწყების გაგზავნა“ მე-8 პუნქტის თანახმად „ფოსტით ანკურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ... ამ ნაწილით გათვალისწინებულშემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.“).



იმავდროულად, საქართველოს ფოსტისთვისაც ნათელია, რომ გზავნილის ჩაბარების დასტურის მისი პროცედურა „ხარვეზიანია“. საქართველოს ფოსტის მიერ პროგრამულად შექმნილი „უკუგზავნილის დეტალები“ არის ელექტრონულად შემდგარი გზავნილის მოძრაობის დეტალები მხოლოდ, მასზე დასმული ვითომ ადრესატის ხელმოწერა, არ წარმოადგენს ამ დოკუმენტზე ადრესატის მიერ დასმულ ხელმოწერას, იგი ელექტრონულად/პროგრამულად თავსდება მასზე. აღნიშნული ვერ განიხილება როგორც „ელექტრონული დოკუმენტი“ და „ელექტრონული ხელმოწერა“, რამდენადაც აღნიშნულს არეგულირებს „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონი და მხოლოდ ამ კანონის მოთხოვნების შესაბამისად შემდგარ დოკუმენტაციას და ხელმოწერას აქვს მტკიცების ძალა სასამართლოსთვის (სსკ-ის 134-ე მუხლი),— აცხადებს დავით ებრალიძე.


ადვოკატის თქმით, ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს განცხადებით, ბიურო ჯერჯერობით ვერ ახდენს ელექტრონულ პედზე დასმული ხელმოწერის ექსპერტიზას, რაც იმას ნიშნავს, რომ ეჭვის შემთხვევაში, თუ ვისი დასმულია ხელმოწერა, პასუხი ვერ გაეცემა. იმავდროულად, ბიურო აცხადებს, რომ საქართველოს ფოსტას მისთვის მიმართული აქვს ელექტრონული ხელმოწერების ექსპერტის შესაძლებლობის თაობაზე და დღემდე ეს საკითხი გადაუწყეტელია. რაც იმას, ნიშნავს, რომ საქართველოს ფოსტამ ელექტრონულ პედებზე ხელმოწერების პროცედურები ისე დაიწყო, რომ არ გააჩნდა დადასტურების ექსპერტიზის შესაძლობლობის მექანიზმი, რაც დიდი კითხვის ნიშნებს აჩენს.


არღვევს თუ არა სასამართლო და საქართველოს ფოსტა ამ შემთხვევაში კანონს, ამ კითხვით “კომერსანტა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს:

„ამ შემთხვევაში კანონსაწინააღმდეგო არაფერია. თუ ვინმეს აქვს რაიმე სახის პრეტენზია, მაგალითად არ ჩაბარებია წერილი, მას შეუძლია მიმართოს სასამართლოს და წარადგინოს მტკიცებულებები“,- ასეთია იუსტიციის უმაღლეს საბჭოს პასუხი, რომელსაც დავით ებრალიძე ზედაპირულს იწოდებს.


„პრობლემა სწორედ იმაშია, რომ სასამართლოში მტკიცებულებას აღნიშნულ საკითხზე ვერ წარადგენ. საპროცესო კოდექსის თანახმად პრეტენზიის ავტორზეა მტკიცების ტვირთი, რაც იმას ნიშნავს, რომ მან უნდა წარადგინოს სასამართლოში, რომ ხელმოწერა რომელიც დასმულია ფოსტის კუთვნილ პედზე მას არ ეკუთვნის. ხოლო ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიურო კი ოფიციალურად აცხადებს, რომ აღნიშნულ ელექტრონულ მოწყობილობებზე განხორციელებული ხელმოწერის ექსპერტიზას ის ვერ ანხორციელებს. შესაბამისად, თქვენ ექსპერტიზის ბიუროსგან ვერაფერს წარადგენთ და შესაბამისად ვერც დაამტკიცებთ, რომ ელექტრონული ხელმოწერა თქვენ არ გეკუთვნით. ეს პრობლემა უფრო განზოგადებული ხასიათისაცაა და მარტო ფოსტას არ ეხება, ამდაგვარ ელექტრონულ ხელმოწერებს სხვა სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებიც ეწევიან და მათგანაც იგივე ხიფათია მოსალოდნელი,„ — განმარტავს ებრალიძე.


რაც შეეხება საქართველოს ფოსტას, მისი წარმომადგენლები კომერსანტთან აცხადებენ: „შპს „საქართველოს ფოსტა“ ტექნოლოგიური პროგრესის კვალდაკვალ, საფოსტო მომსახურების გამარტივებისდა ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, იყენებს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემას. ასეთისისტემის არსებობა წარმოადგენს საერთაშორისო პრაქტიკაში დიდი ხნის წინ დანერგილ და აპრობირებულმეთოდს. კომპანია საფოსტო-საკურიერო მომსახურების განხორციელებისას ხელმძღვანელობს იმ პრინციპებითდა წესებით, რომლებიც დადგენილია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით და მსოფლიო საფოსტოკონვენციით, რომლის წევრიც არის საქართველო. შესაბამისად, შპს „საქართველოს ფოსტა“-ს მიერშესრულებული ნებისმიერი მოქმედება სრულ თანხვედრაშია მოქმედ კანონმდებლობასთან და საფოსტო-საკურიერო მომსახურების სფეროში არსებულ საერთაშორისო სტანდარტებთან“.




სალომე ლემონჯავა






m2-ს გაყიდვების ინოვაციური კულტურა

m2-ს გაყიდვების ინოვაციური კულტურა
access_time2019-09-21 17:01:21
                                                                                              დეველოპერული კომპანია „m2 უძრავი ქონება“ გაყიდვების მიმართულებით მომსახურების კულტურისა და...

აკაკი ზოიძე - არ დავუშვებთ, ერთი მხრივ, ბიზნესი ზედმეტი რეგულაციებით დავახრჩოთ და მეორე მხრივ, არსებობდეს მონური შრომა

აკაკი ზოიძე - არ დავუშვებთ, ერთი მხრივ, ბიზნესი ზედმეტი რეგულაციებით დავახრჩოთ და მეორე მხრივ, არსებობდეს მონური შრომა
access_time2019-09-21 13:00:25
არის მცდელობა იმ პროცესის დისკრედიტაცია მოხდეს, რომელიც ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვას ემსახურება, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ განაცხადა შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით.   მისი თქმით, ამ საკითხზე აბსოლუტურად დაუსაბუთებელი წუხილებია და საზოგადოებაში მცდარი ინფორმაცია გავრცელდა.   „რატომღაც მცდელობაა, იმ პროცესის დისკრედიტაციის, რომელიც მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვას...

ბეჭდები ქვევრის თემაზე - Tsikolia-ს ახალი ხაზი

ბეჭდები ქვევრის თემაზე - Tsikolia-ს ახალი ხაზი
access_time2019-09-21 11:00:59
დიზაინერი ზვიად ციკოლია ქვევრის თემაზე საიუველირო ნაწარმის შექმნას იწყებს.   როგორც bm.ge-ის დიზაინერმა განუცხადა, ახალ ხაზში თავიდან იქნება ბეჭდები, რომელსაც დაემატება საყურეები, ყელსაბამები და ა.შ.   ბრენდს Tsikolia ერქმევა.   „ქვევრს მე ბევრნაირად ვხედავ. ის არის ჩვენი ერის საიდენტიფიკაციო ატრიბუტი, ამიტომ ვაგრძელებ ქვევრის ხაზს და მალე კიდევ ბევრ სხვა რამეს იხილავთ“, - უთხრა ციკოლიამ bm.ge-ის.   დიზაინერს...

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში სამეგრელოს რეგიონში ლოკოკინების ფერმა ამოქმედდა

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში სამეგრელოს რეგიონში ლოკოკინების ფერმა ამოქმედდა
access_time2019-09-21 10:00:49
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ხიბულაში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ლოკოკინების ფერმა „ნადი გრუპი“ სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში აშენდა. ფერმის ასაშენებლად ჯამურად 1,410,000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 1,260,000 ლარი ბენეფიციარმა შეღავათიანი აგროკრედიტით მიიღო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორთან ოთარ შამუგიასთან, სამეგრელო ზემო-სვანეთის...

დეზინფორმაციის 72% უცხოეთის ქვეყნებში რუსეთიდან ვრცელდება

დეზინფორმაციის 72% უცხოეთის ქვეყნებში რუსეთიდან ვრცელდება
access_time2019-09-21 16:00:57
პრინსტონის უნივერსიტეტის კვლევის მიხედვით, დღეს მსოფლიო არენაზე მიზანმიმართულ სადეზინფორმაციო კამპანიას უმეტესად 4 ქვეყანა აწარმოებს. 2013 წლიდან 2018 წლის ჩათვლით, ყველაზე აქტიური რუსეთი იყო, რომელზეც დეზინფორმაციის 72% მოდის. შემდეგ თანმიმდევრობით მოდან: ირანი, ჩინეთი და საუდის არაბეთი. მკვლევარებმა 460-ზე მეტი შემთხვევა შეისწავლეს. როგორც გაირკვა, უცხოეთის ქვეყნებზე გავლენის მოხდენის მიზნით გამართული, სადეზინფორმაციო კამპანიების მთავარი სამიზნე ძირითადად დასავლეთის ქვეყნები...


მსგავსი სიახლეები

up