„სასაცილოა ეროვნული ბანკის მიერ იმ დარგის რეგულირება,რომელიც არ არსებობს“ – „სალიზინგო კომპანიების ასოციაცია“ კანონპროექტს აფასებს

„სასაცილოა ეროვნული ბანკის მიერ იმ დარგის რეგულირება,რომელიც არ არსებობს“ – „სალიზინგო კომპანიების ასოციაცია“ კანონპროექტს აფასებს

access_time2020-02-11 10:50:42

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებები იგეგმება, რაც მის ფუნქციებს კიდევ უფრო მეტად გაზრდის. საქართველოს პარლამენტის 2020 წლის საგაზაფხულო სესიისთვის გათვალისწინებულ საქართველოს მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიან გეგმის მიხედვით, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში“ ცვლილების შეტანა იგეგმება.


კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია სესხის გამცემი სუბიექტის ცნების გაფართოების საჭიროებისა და სალიზინგო კომპანიების საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ შემოყვანის აუცილებლობით. მნიშვნელოვანია, საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, სალიზინგო კომპანია, რომელიც სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, გასცემს ლიზინგს, დაექვემდებაროს ეროვნული ბანკის რეგულირებასა და ზედამხედველობას, მათ შორის, უკანონო შემოსავლის ლაგალიზაციის აღკვეთის კუთხით“, - ნათქვამია კანონპროექტში.


ამ დროისთვის, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული სესხის გამცემი სუბიექტის ცნება არეგულირებს მხოლოდ საკრედიტო/სასესხო ურთიერთობებს. დოკუმენტის თანახმა, ამან გამოიწვია ბაზარზე დაურეგულირებელი სფეროების გაჩენა, ცალკეული პირების მიერ სესხის გამცემი სუბიექტის რეგულირებისათვის თავის არიდების მიზნით, ამიტომ მნიშვნელოვანი გახდა გაფართოვდეს სესხის გამცემი სუბიექტის ცნება, რათა აღნიშნულმა მოიცვას არა მხოლოდ სესხის/კრედიტის გამცემი პირების საქმიანობა, არამედ ისეთი ურთიერთობებიც, რომელიც თავისი შინაარსიდან და მახასიათებლებიდან გამომდინარე, საკრედიტო ურთიერთობას წარმოადგენს.


„სალიზინგო კომპანიების ასოციაციის“ თავმჯდომარე აიეტი კუკავა მიიჩნევს, რომ  ისედაც არარსებული დარგის რეგულირება, სალიზინგო სფეროს სულ ჩაძირავს. მისი აზრით, მთავრობა რეგულირების ნაცვლად ამ დარგის წინ წამოწევით უნდა იყოს დაკავებული.



„ლიზინგის დარგი საქართველოში არ არსებობს, რადგან აქ ლიზინგის კომპანიებისთვის საინტერესო კლიმატი არ არის, თორემ რეალურად მაკროეკონომიკურ ინდიკატორებს თუ ავიღებთ, ლიზინგის დარგის პორტფელი 3-დან 6 მლრდ.-მდე მაინც უნდა იყოს, ახლა კი სულ რაღაც ნახევარ მილიარდამდეა. ეს იმას ნიშნავს, რომ ლიზიგის დარგში ინვესტირებით კომპანიები არ ინტერესდებიან, ამიტომ სასაცილოა ეროვნული ბანკის მიერ იმ დარგის რეგულირება, რომელიც უბრალოდ არ არსებობს. თუ რეგულირებას იწყებ ე.ი. რაღაც არ მოგწონს, დარგი ზედმეტად არის განვითარებული და გინდა შეზღუდო. ლიზინგის დარგში ყოველწლიური ინვესტიციები ასობით მილიონი უნდა იყოს, რაც ქვეყანაში პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებსაც გაზრდიდა, თუმცა, საქართველოში ასე არ ხდება. აქ სულ სამი ლიზინგის კომპანიაა, აქედან 2 ბანკის მიერ მართული და მესამე ჩვენი „ალიანს ჯგუფი ლიზინგი“, რომლებიც ენთუზიაზმზე ვმუშაობთ, ვინაიდან ვერ ვხედავთ ამ ეტაპზე საქართველოში დარგის მომავალს, რომ უფრო მეტი ინვესტიცია განვახორციელოთ“, - აცხადებს აიეტი კუკავა.


„სალიზინგო კომპანიების ასოციაციის“ თავმჯდომარე ამბობს, რომ ლიზინგის დარგში ინვესტორებს არ უღირთ ფულის მოცდენა, რადგან სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა საერთოდ არ არის. გარდა ამისა, ეროვნული ბანკიც ცდილობს ლიზინგის დარგი შეზღუდოს.


„საქართველოში არის დაბალი კონკურენცია, ლიზინგის კომპანიები მთელ მსოფლიოში საბანკო სფეროს კონკურენციას უწევენ, ეს იმას ნიშნავს, რომ კომპანიები კონკურენტულ პირობებში ზრდიან ხარისხს კლიენტების მოსაზიდად, ჩვენთან კი პირიქით ხდება, მომხმარებლები იქეთ ეხვეწებიან ბანკებს სესხებს, რამე რომ მოხდება, სახლს და ბიზნეს ართმევენ და არაფერი რჩებათ, ლიზინგის შემთხვევაში კი საქმე სულ სხვანაირად არის. მაგალითად, თუ გლეხს სოფლის-სამეურნეო დანადგარის შეძენა სურს და სესხს აიღებს ბანკისგან, მას სახლის ჩადება მოუწევს, ლიზინგის კომპანია, რომ არსებობდეს, ის მხოლოდ ამ დანადგარს ჩაიდებს, რომელიც მის ბალანსზე იქნება, სანამ ეს ადამიანი სესხს დაფარავს, კომპანია კლიენტის სხვა ქონებას არ შეეხება.


ბოლო 7-8 წელია საერთოდ არ ვავითარებთ ლიზინგის კომპანიას, რადგან როგორც ინვესტორს არ მიღირს ამ დარგში ფულის მოცდენა, რადგან სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა საერთოდ არ არის, პირიქით ეროვნული ბანკი ყველანაირად ცდილობს, რომ ეს შეზღუდოს, მთავრობაც მას უსმენს. სებ-ს ორი პრობლემა აქვს, არ ჰყავს პროფესიონალები, რომლებმაც იციან რა არის ლიზინგი და მეორე ეროვნულ ბანკს აქვს ფინანსურ ინსტიტუტებთან დაკავშირებით შიში, რომ რომელიმე თუ გაკოტრდება ხალხი მიადგება მთავრობას და რევოლუცია მოხდება. ამ შიშის გამო სებ-ი ეკონომიკას დიდ ზიანს აყენებს, რადგან ლიზინგს შეუძლია ქვეყანაში ასეულობით მილიონის ინვესტიცია შემოიტანოს“, - განმარტავს აიეტი კუკავა.


ნინო თამაზაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up