6 წლის შემდეგ  „ქართული ოცნება“  დაუსაბუთებელ დაპირებებს აგრძელებს - ეკონომიკის მინისტრი მომდევნო 6 წელიწადში 500 ათას სამუშაო ადგილს გვპირდება

6 წლის შემდეგ  „ქართული ოცნება“ დაუსაბუთებელ დაპირებებს აგრძელებს - ეკონომიკის მინისტრი მომდევნო 6 წელიწადში 500 ათას სამუშაო ადგილს გვპირდება

access_time2018-11-16 20:20:05

2025 წლამდე 450-500 ათასი ახალი სამუშაო ადგილის შეიქმნება - ეს დაპირება ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა. მინისტრი ამბობს, რომ ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მიზანი მოსახლეობის შემოსავლების ზრდაა.


„ჩვენმა ინიციატივებმა, შესაძლოა, ძალიან ახლო მომავალში გამოიღოს შედეგი. უნდა გავაორმაგოთ საშუალო შემოსავალი ქვეყანაში. დღეს უმუშევრობისა და სოფლის მეურნეობაში თვითდასაქმების მაჩვენებელი ძალიან მაღალია. ეს რესურსი უნდა გამოვიყენოთ და ჩავრთოთ ეკონომიკაში. ეს ჩვენთვის გამოწვევა და შესაძლებლობაა“, - ამბობს ქობულია.


როგორც კომერსანტმა დაითვალა — ეს ნიშნავს, რომ ყოველ წელს დაახლოებით 80-100 ათასი ახალი სამუშაო ადგილი უნდა შეიქმნას, ანუ ყოველ 1 წელიწადში უნდა აშენდეს დაახლოებით 100 დიდი საწარმო , სადაც 1000 ადამიანი დასაქმდება, ან 1000 საშუალო საწარმო, სადაც 100 ადამიანი დასაქმდება. ე.ი. მომავალ წელს რომ შეიქმნას 100 ათასი ახალი სამუშაო, ეს ნიშნავს, რომ ათობით ახალი საწარმოს მშენებლობა უკვე უნდა მიდიოდეს, რაც ზუსტად ვიცით, რომ არ ხდება.


რამდენად რეალურია ეკონომიკის მინისტრის განცხადება და რის საფუძველზე დაყრდნობით აძლევს ხელისუფლების წარმომადგენელი მოსახლეობას ამგვარ დაპირებას, ამის გადამოწმება კომერსანტმა თავად ეკონომიკის სამინისტროში სცადა, თუმცა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით კომენტარის მიღება შეუძლებელი აღმოჩნდა.


აქედან გამომდინარე,  „კომერსანტი„ , როგორც ამ საზოგადოების ნაწილი, მმართველი პარტიისგან და ხელისუფლებისგან, ვინც არ უნდა იყოს მის სათავეში, ველოდებით რეალურ, კონკრეტულ ნაბიჯებს და არა ისეთ უარგუმენტო დაპირებებს, როგორიც ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ ახლა გააკეთა.


იმედია, მთავრობის წარმომადგენლები, ისე როგორც მმართველი პარტიის წევრები აცნობიერებენ, რომ ეკონომიკური და ბიზნეს მიმართულებით დაუსაბუთებელი დაპირებების დრო დასრულდა, ეს კი 28 ოქტომბერს საზოგადოების არჩევანმაც ნათლად დაადასტურა.


ის, რომ მინისტრ ქობულიას დაპირება მკვეთრად აცდენილია რეალობას, ამას ჩვენთან ერთად დარგის ექსპერტებიც ადასტურებენ.



ეკონომიკის დოქტორი ირაკლი მაკალათია მინისტრის განცხადებას პოპულისტურს უწოდებს. მისი მტკიცებით, როდესაც პოლიტიკოსები ასეთ განცხადებებს აკეთებენ, მათ მიერ მოწოდებული ციფრები ძირითადად, პოპულისტობაზეა ხოლმე აღებული. როგორც მაკალათია აღნიშნავს, სახელმწიფო არ უნდა გეგმავდეს ამას.


„ეს იყო კომუნისტების დროს, როდესაც სახელმწიფო გვიგეგმავდა ეკონომიკას, რამდენით უნდა გაზრდილიყო მოგება და ასე შემდეგ. დღეს, როდესაც ქვეყანაში საბაზრო ეკონომიკაა, ამ პირობებში მსგავსს განცხადებებს საჯარო პირი, მინისტრი არ უნდა აკეთებდეს. სახელმწიფო არ უნდა გეგმავდეს დასაქმებას და ახალი სამუშაო ადგილის შექმნას, სახელმწიფო უნდა აძლევდეს ბიზნესს ეკონომიკურ თავისუფლებას,განვითარების საშუალებას. ამის შემდეგ რამდენი სამუშაო ადგილი შეიქმნება,ეს ბაზარმა უნდა განსაზღვროს და არა მინისტრის ნათქვამმა“-აღნიშნავს მაკალათია.


მისი განმარტებით, 2017 წლის მონაცემებით, ქვეყანაში უმუშევართა რაოდენობა დაახლოებით 276 000 ადამიანია. მინისტრი კი 450-500 000 ადამიანის დასაქმებას აპირებს. მაკალათიას შეფასებით, ამით მინისტრი აღიარებს იმას, რომ პრობლემა რეალურად დასაქმებულებში და მისი დათვლის მეთოდოლოგიაშია.


მაკალათიასთვის გარუკვეველია როგორ უნდა მოხდეს თვითდასაქმებულების ეკონომიკის სექტორში გადმოყვანა. მისი განცხადებით, დღეს თვითდასაქმებული 55 პროცენტია და აქედან კი 40% ისეთი ადამიანებია, რომლებიც თავიანთ შინამეურნეობებში უსასყიდლოდ მუშაობენ. მისთვის გაუგებარია, თუ როგორ მოხდება ამ ადამიანების რეალური დასაქმება.


„თვითდასაქმებულების დასაქმების რეალური გამოსავალი იქნებოდა ის დაურეგისტრირებელი მიწები, რომლებიც სახელმწიფო საკუთრებაშია,გადასულიყო საქართველოს მოქალაქეების მფლობელობაში. ასეთ დროს მათი რეალური დასაქმების უფრო მეტი შანსი იქნებოდა. თუ ამ ადამიანების ხელში გადავიდოდა მიწები, მათ გაუჩნდებოდათ კაპიტალი, გაიზრდებოდა მიწის ფასიც და სოფლად მცხოვრებნი რეალურ ეკონომიკურ კეთილდღეობას მიიღებდნენ“-განმარტავს მაკალათია.


თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორის, ვახტანგ ჭარაიას თქმით, მინისტრი ქობულია რამდენიმე თვეა აანონსებს ახალი პროგრამების გამოცხადებას, თუმცა, 500 000 სამუშაო ადგილის შესაქმნელად რამდენად საკმარისია მხოლოდ ეკონომიკის სამინისტრო და მისი პროგრამა, უცნობია. „შესაძლოა ქობულია გულისხმობდა ისეთი ტიპის დასაქმებას,როგორიც არის, მაგალითად,სეზონურ ან დროებით პროგრამებს. ძალიან დიდი ციფრია და სანამ არ გავეცნობით რას გულისხმობს, გამიჭირდება ამაზე დეტალურად საუბარი“- განმარტავს ჭარაია.


მისი განცხადებით, ეკონომიკაში თვითდასაქმებული 1 მილიონი ადამიანია,აქედან 500 000 რამდენად ახალგაზრდაა და შრომისუნარიანი, ეს ცალკე საკითხია. შესაძლოა, „დასაქმების მეთოდოლოგიის შეცვლაა დაგეგმილი, უცნობია. დაახლოებით 700 000 ადამიანია სოფლის მეურნეობაში დასაქმებული და ეს ძირითადად, ხანშიშესული ხალხია. რაც შეეხება უმუშევრობას, ქვეყნის მასშტაბით, დღეს უმუშევარი 300 000 ადამიანია და 500 000 ადამიანის დასაქმება ფიზიკურად ვერ მოხერხდება. “-აღნიშნავს ჭარაია.


განსხვავებული პოზიცია აქვს „დამსაქმებელთა ასოციაციის“ პრეზიდენტ ელგუჯა მელაძეს. ის გარკვეულწილად ეთანხმება ეკონომიკის მინისტრს და აცხადებს, რომ ეკონომიკის სამინისტროს სოფლად ძალიან ბევრი პროექტი აქვს, რაშიც მოსახლეობა ძალიან აქტიურად ერთვება და ეს პროცესი სამომავლოდაც, გაგრძელდება. საუბარია, გადამამუშავებელ წარმოებაზე.


„სოფლად გაჩნდა სამუშაო ძალა, ვენახები გააშენეს, ეს პროცესი დაწყებულია, ამიტომ, ამას ცხადია პერსექტივა აქვს. მცდარი წარმოდგენაა ის, რომ სოფლად თუ ფაბრიკაში არ მუშაობენ ამ მასწავლებლები არ არიან, დასაქმებულად არ ითვლებიან, ეს მიდგომა არასწორია. ადამიანები დასაქმებულებად ითვლებიან, რომლებიც სოფლად, ფერმერულ მეურნეობებში მუშაობენ და შემოსავალი აქვთ. ის სხვა თემაა, რომ მათ მცირე შემოსავალი აქვთ, “-აცხადებს მელაძე.


მისი მტკიცებით, რა იქნება 2025 წელს, ეს დამოკიდებულია პოლიტიკაზე. თუმცა,ისიც აღსანიშნავია, რომ მთავრობა არ ქმნის სამუშაო ადგილებს,მან უნდა შექმნას გარემო, რომელიც სამუშაო ადგილებს თავად ქმნის.


როგორც მელაძე აღნიშნავს, დღეს ქვეყანაში სამუშაო ადგილები შექმნილია, ბაზარზე არსებობს ვაკანსიები, გვყვავს სამუშაოს მაძიებლები, გვაქვს პროფესიული სასწავლებლებიც. გარდა ამისა, ბიზნესიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი სამუშაო ადგილი შექმნას და რაც მთავარია დასაქმებულები კონკურენტუნარიანები იყვნენ.

„კომერსანტი“






ლევან გოგიჩაიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა

ლევან გოგიჩაიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა
access_time2019-02-21 21:18:42
ლევან გოგიჩაიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა. შესაბამისი განცხადება გოგიჩაიშვილმა რამდენიმე წუთის წინ, ჟურნალისტებთან საუბარში გააკეთა. “ყველაფერი ნათელია. მე დღეს უნდა დაგიდასტუროთ, რომ უმრავლესობის ფორმატში პარლამენტის ტრიბუნაზე ბოლო გამოსვლა მქონდა. ჩემთვის ზღვარი წაიშალა. მე ვშიშობდი, რომ ეს ზღვარი წაიშლებოდა. მორალური ზღვარი აღარ არსებობს. "ოცნებამ" დღეს დაკარგა მორალური უპირატესობა, ვინაიდან იმ ადამიანებს დაუჭირა მხარი, ვინც სააკაშვილს წლების განმავლობაში...

ეროვნული ბანკის მორიგი განცხადება თიბისი ბანკზე

ეროვნული ბანკის მორიგი განცხადება თიბისი ბანკზე
access_time2019-02-21 18:15:19
საქართველოს ეროვნული ბანკი მაღალი პასუხისმგებლობით ეკიდება ფინანსური სექტორის სტაბილურობას. კომერციული ბანკების ზედამხედველობა საქართველოში საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ხორციელდება. ეროვნულმა ბანკმა, საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტის 2019 წლის 13 თებერვლის სხდომაზე განხილვის შედეგად, მიიღო გადაწყვეტილება  თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილისთვის ხელმოწერის უფლების შეჩერების თაობაზე. ამასთანავე, თიბისი ბანკის...

ირაკლი კოვზანაძე - „თიბისი ბანკის“ აქციონერების გადაწყვეტილება გამართლებულია, პირველ რიგში, ბანკის ინტერესებიდან გამომდინარე

ირაკლი კოვზანაძე - „თიბისი ბანკის“ აქციონერების გადაწყვეტილება გამართლებულია, პირველ რიგში, ბანკის ინტერესებიდან გამომდინარე
access_time2019-02-21 18:55:45
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, კონფლიქტი ამოწურულია, „თიბისი ბანკმა“ უნდა გადაიხადოს ჯარიმა და ეს თემა არის დახურული. როგორც კოვზანაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, „თიბისი ბანკის“ აქციონერების გადაწყვეტილება გამართლებულია,...

შვიდი საუკეთესო ბურგერი თბილისში

 შვიდი საუკეთესო ბურგერი თბილისში
access_time2019-02-22 11:00:28
ევროპაში და ამერიკაში დანერგილმა „კრაფტ ბურგერის“ კულტურამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოშიც გადმოინაცვლა და დღეს ჩვენ ქვეყანაში  საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს.   „კრაფტ ბურგერის“ სეგმენტში რომელი საბურგერეა დღეს ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადი — ამ თემაზე „კომერსანტმა“ გამოკითხვა ჩაატარა....

ქართული ფეხბურთის განვითარებაზე ფედერაციამ 2018 წელს 36.5 მილიონი ლარი დახარჯა

ქართული ფეხბურთის განვითარებაზე ფედერაციამ 2018 წელს 36.5 მილიონი ლარი დახარჯა
access_time2019-02-21 18:02:31
ფეხბურთის განვითარების ფონდმა 2018 წლის ხარჯების ანგარიში გამოაქვეყნა. სულ ფეხბურთის განვითარების ფონდის მიერ წარმოდგენილი დანახარჯების ჯამური რაოდენობა 36 592 997 ლარის ტოლია. ფეხბურთის ფედერაციის ფონდის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის მიხედვით ყველაზე მეტი დაფინანსება 2018 წელს მიიღეს: 1. “ტორპედო”ქუთაისი – 2 505 570 ლარი2. “საბურთალო” თბილისი – 2 463 000 ლარი3. “დინამო” თბილისი – 2 322 513 ლარი4. “ლოკომოტივი” თბილისი – 1 929 500 ლარი5....


მსგავსი სიახლეები

up