ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში, საქართველოს მოქალაქეების (გ.ჯ. და ი.მ.) ფიზიკური დათვალიერების შედეგად, 376,48 გრამი არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები ამოიღეს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქალაქემ, საბაჟო კონტროლის გვერდის ავლის მიზნით, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები სამგზავრო ავტობუსის სავარძლის ქვეშ განათავსა და მალულად ცდილობდა ქვეყანაში შემოტანას.
ოქროს საიუველირო ნივთების საერთო საბაჟო ღირებულებამ 33 628,5 ლარი შეადგინა.
საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს გ.ჯ.-ს სანქციის სახით ფულადი ჯარიმა, 5 244,5 ლარის ოდენობით, შეეფარდა. ხოლო ი.მ.-ს საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.