სარეზერვო ფონდიდან ფულის თავისუფლად ხარჯვა კანონმდებლობით უნდა შეიზღუდოს

სარეზერვო ფონდიდან ფულის თავისუფლად ხარჯვა კანონმდებლობით უნდა შეიზღუდოს

access_time2018-06-06 15:39:17


 მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის ხარჯვას „კანონი საბიუჯეტო სისტემების შესახებ“ არეგულირებს, თუმცა ფონდიდან ფულის ხარჯვის მიზნობრიობა კანონმდებლობაში ზუსტად არ არის გაწერილი. ამიტომ სტატისტიკა აჩვენებს, რომ გაწეული ხარჯების ყველაზე დიდი წილი არა ფორსმაჟორულ სიტუაციებზე იხარჯება, რისთვისაც რეალურად ამგვარი  ფონდები არსებობს, არამედ ბიუჯეტის თანხები სახელმწიფო ღონისძიებებზე და სამინისტროების მიმდინარე ხარჯების დაფარვაზე მოდის.

 

ეს თემა წლებია საზოგადოების განსჯის საგანია, თუმცა არცერთი ხელისუფლება კანონის შეცვლაზე არ ფიქრობს. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მიზეზი სწორედ თანხების არამიზნობრივად გამოყენების ინტერესშია.

      

„მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხა რომ მიზანმიმართულად დაიხარჯოს, ამისთვის საბიუჯეტო კოდექსში ცალსახად უნდა იყოს გაწერილი თუ რა შემთხვევაში უნდა მოხდეს თანხის გამოყოფა. ევროპული სახელმწიფოების კანონმდებლობაში, რომელიც მთავრობის სარეზერვო ფონდის ხარჯვას არეგულირებს, კონკრეტულადაა ნათქვამი რომ ფული ფონდიდან იმ შემთხვევებში უნდა დაიხარჯოს, როცა სახელნწიფო ქონებას ადგება ზარალი,“ - ეს შეფასება „კომერსანტთან“  IDFI -ის კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელმა  გიორგი ლომთაძემ გააკეთა.

 

ლომთაძის შეფასებით, მთავრობის სარეზერვო ფონდის ხარჯვაძე შეზღუდვები უნდა დაწესდეს და კანონმდებლობა შეიცვალოს, სადაც მკაფიოდ ჩაიწერება: „მთავრობის სარეზერვო ფონდის 80-70 %  ფორს-მაჟორულ სიტუაციებზე გაუთვალისწინებელი გარემოებებით მიყენებულ ზიანზე უნდა დაიხარჯოს“. 


 

საქართველოში მთავრობის სარეზერვო ფონდი 2005 წელს შეიქმნა.


ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა IDFI -იმ დღეს მთავრობის სარეზერვო ფონდის ხარჯვის სტატისტიკის კვლევა გამოაქვეყნა და ხარვეზები აღმოაჩინა.


კომერსანტი

 

 

  





ISET-ის კვლევა - საქართველოს სოფლის მეურნეობის „აქილევსის ქუსლი“ მიწის არასრული რეგისტრაციაა - სოფლის მეურნეობა წილი მშპ-ში მხოლოდ 7.7%-ია

ISET-ის კვლევა - საქართველოს სოფლის მეურნეობის „აქილევსის ქუსლი“  მიწის არასრული რეგისტრაციაა - სოფლის მეურნეობა წილი მშპ-ში მხოლოდ 7.7%-ია
access_time2019-04-25 14:00:50
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 28 წლის შემდეგ, ჩვენ ყველა, საქართველოს სოფლის მეურნეობით და სოფლის განვითარებით დაინტერესებული მხარე უნდა გამოვფხიზლდეთ და ხმამაღლა ვისაუბროთ იმაზე, რომ „სიმპტომების“ წინააღმდეგ ბრძოლა არაეფექტურია და ჯერ „პრობლემის სათავეს” უნდა ვუმკურნალოთ... ამას კი, პირველ რიგში, მთავრობის მხრიდან აშკარა და ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერა სჭირდება! — ასეთია  ISET-ის კვლევის...

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში (უდაბნოში) აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ქართველ მომლოცველებს და ტურისტებს არ უშვებენ

 დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში (უდაბნოში) აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ქართველ მომლოცველებს და ტურისტებს არ უშვებენ
access_time2019-04-25 10:00:22
მესემე დღეა გარეჯში ჩამოსულ მომლოცველებს და სტუმრებს უდაბნოს მონასტერში მისასვლელი ბილიკი გადაკეტილი ხვდებათ, აზერბაიჯანელი მესაზღვრებიის მიერ, — წერს სოციალურ ქსელში დავით გარეჯის მონასტერის გიდი ზვიად ანანიაშვილი. კომერსანტი პოსტს უცვლელად გთავაზობთ. მიზეზი გასაიდუმლოებულია.. ყველეფერი ჩიჩხიტურის მონასტრის...

სხვებმაც ასეთ დროს “კახას“ რომ დავუძახოთ, გირაოთი გამოგვიშვებენ?

სხვებმაც ასეთ დროს “კახას“ რომ დავუძახოთ, გირაოთი გამოგვიშვებენ?
access_time2019-04-24 20:43:09
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ( სს კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი) დაკავებული მსახიობის ლევან ჯიბღაშვილის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებას საზოგადოებაში და სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება და არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა. ამ თემასთან...

თანამედროვე ირანი: ამბოხის და პროტესტის ზღვარზე

თანამედროვე ირანი: ამბოხის და პროტესტის ზღვარზე
access_time2019-04-24 22:00:40
დღევანდელი ირანელები არიან სპარსების პირდაპირი შთამომავლები და მათი სახელმწიფოებრიობა  თითქმის 5000 წელს ითვლის. ათასწლეულობით ჩამოყალიბებული ცხოვრების წესის და ძველი ტრადიციების ერთგულება ირანში ჩანს ისე, როგორც არსად. თუმცა,  მოსახლეობის სხვადასხვა ფენებში და განსხვავებულ ასაკობრივ ჯგუფებში ეს გავლენა განსხვავებულია. საქმიანი ადამიანები, ინტელიგენცია, სტუდენტობა და ახალგაზრდობა ემხრობა ცხოვრების თანამედროვე წესს. მეტიც,...

„ძალიან ბევრ მსახიობს უჭირს, ძლივს გააქვთ თავი კი არა, უბრალოდ არაფრის საშუალება არ აქვთ“ - მსახიობები დავით დარჩიას განცხადებას აფასებენ

„ძალიან ბევრ მსახიობს უჭირს, ძლივს გააქვთ თავი კი არა, უბრალოდ არაფრის საშუალება არ აქვთ“ - მსახიობები დავით დარჩიას განცხადებას აფასებენ
access_time2019-04-24 19:30:12
დავით დარჩიას...


მსგავსი სიახლეები

up