„სარესტორნო ბიზნესი სულს ღაფავს“ - გააძვირა თუ არა ინფლაციამ მენიუ?

„სარესტორნო ბიზნესი სულს ღაფავს“ - გააძვირა თუ არა ინფლაციამ მენიუ?

access_time2021-11-16 13:00:28

წლიური ინფლაციის განაკვეთმა ოქტომბერში 12.8%-ს მიაღწია.  ინფლაციაზე ყველაზე დიდი გავლენა სურსათის 18.4%-ით გაძვირებამ იქონია. როგორ აისახება მომატებული ფასები სარესტორნო ბიზნესზე და დახვდება თუ არა რესტორანში მისულ მომხმარებელს გაძვირებული მენიუ. საკითხზე მედია ჰოლდინგთან „მეგრული სახლის“ დამფუძნებელი ეკა ჯალაღონია საუბრობს. ბიზნესმენი გვიყვება, რომ სტუმართ-მასპინძლობის სექტორი უმძიმეს მდგომარეობაში. სამომხმარებლო ფასების საგრძნობლად გაზრდის მიუხედავად ამბობს, რომ მენიუ არ გაუძვირებია, თუმცა როდემდე შეძლებს არსებული ფასების შენარჩუნებას არ იცის:

 

„პროდუქტი გაძვირდა, მაგრამ ფასის გაზრდას აზრი არ აქვს, რადგან მუშაობა ისედაც არ გვაქვს. შემიძლია გითხრათ, რომ სარესტორნო ბიზნესი სულს ღაფავს.  როდესაც სურსათის ფასი იზრდება, ბუნებრივი თვითღირებულებაც იზრდება, რაც საბოლო ფასზე მოქმედებს და მოგება აღარ გვრჩება. ის მინიმალური მოგება, რომელიც გვაქვს, საკმარისი არ არის იმისთვის, რომ ყველა საკითხი მოაგვარო. მინიმალური მოგება მინიმალურად გიგვარებს ხელფასებს და იჯარას, მეტს ვერაფერს. თუ საბანკო ვალდებულება გაქვს ვეღარ ერევი ყველაფერს. ერთ ადგილზე ვტრიალებთ და არ ვიცი რა არის გამოსავალი. რამდენიმე წლის წინ ხორცის პროდუქტებზე პირველი ფასის მატების დროს ამბობდნენ, რომ ფასი დაიკლებდა. შემცირების ნაცვლად კიდევ უფრო გაიზარდა. რაღაც რომ გაიაფდეს ქვეყანაში ეკონომიკა უნდა იყოს. ეკონომიკის მინისტრი ამბობ რომ ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გვექნება, მაგრამ ბიზნესსექტორი ამას ვერ გრძნობს“, - განაცხადა ეკა ჯალაღონიამ.

 

ბიზნესმენი გვიყვება, რომ რესტორანი 50 პროცენტიანი დატვირთვით მუშაობს. ამბობს იმასაც, რომ სტუმარი ისე აღარ ხარჯავს, როგორ ადრე ხარჯავდა. ეკა ჯალაღონიას განცხადებით, დღეს საშუალო ჩეკის ოდენობა მინიმალურია. მდგომარეობის სასიკეთოდ შეცვლის მოლოდინი კი არ აქვს.



„ყველა ბიზნეს არ აქვს მნიშვნელობა დიდი, საშუალოა თუ მცირე, ყველას აქვს საბანკო ვალდებულები. გამოდის, რომ პანდემია მხოლოდ სარესტორნო სექტორისთვისაა, არავის არაფერი აინტერესებს. ყველაზე მეტად დავზარალდით იმიტომ, რომ ბანკში მისვლას აზრი არ აქვს, რადგან სესხს არ გვაძლევენ იმისთვის, რომ ამოძრავდე. სესხი რომელიც გაქვს გადახდა თუ დაგაგვიანდა ეგრევე პრობლემურში გადადიხარ და მორჩენილია შენი ამბავია. ელექტროენერგია ბიზნეს ოპერატორებისთვის ძალიან გაძვირებულია, რეალურად ცხოვრება წინ არ მიდის ყველაფერი კი ძვირდება“, აცხადებს ეკა ჯალაღონია.


შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, მიმდინარე წლის ბოლოს საქართველოში 13,05%-იანი ინფლაცია იქნება, რის შედეგადაც მსოფლიოს ქვეყნების რეიტინგში მე-16 ადგილს დავიკავებთ.


ბაჩო ადამია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up