საბანკო სექტორი  Moody’s-ის შეფასებას არ ეთანხმება

საბანკო სექტორი Moody’s-ის შეფასებას არ ეთანხმება

access_time2018-04-27 17:00:11

სარეიტინგო სააგენტო Moody’s-ის საკრდიტო შეფასება  ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკებისთვის დაწესებულ ახალ რეგულაციებზე - პოზიტიურია.


სააგენტო მიუთითებს, რომ ცვლილებები ხელს შეუწობს საბანკო ბიზნესის ზრდას, განსაკუთრებით, სწრაფად მზარდ და მაღალშემოსავლიან სამომხმარებლო დაკრედიტების თვალსაზრისით. Moody’s-ში მიაჩნიათ, რომ აღნიშნული რეგულაციები სესხების გაცემისას ჯანსაღი სტანდარტის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს, შეამცირებს საცალო სესხების პორტფელის საკრედიტო რისკებს და შინამეურნეობების დავალიანების ზრდის ტემპს.


 
Moody’s აღნიშნავს, რომ ბოლო წლებში საცალო კრედიტების ზრდა მშპ-ს ნომინალურ ზრდას უსწრებდა და  გასული წლის ბოლოს ის 28%-ით გაიზარდა. კერძო სექტორის სესხების ზრდამ 11% შეადგინა. 

 


 სებ-ის ახალ რეგულაციაზე  განსხვავებული პოზიცია აქვს  ბიზნესის ნაწილს და კომერციულ ბანკებს.


Moody’s-ისგან განსხვავებით,  “საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში”  მოსალოდნელ ნეგატიურ შედეგებზე საუბრობენ.

 


„ჩემი აზრით, ახალი რეგულაციებს ნეგატიური შედეგი ექნება. ამასთან დაკავშირებით, სებ-ის წარმომადგენლებთან შეხვედრა გვქონდა. მათთან მჭიდრო თანამშრომლობას ვაპირებთ. ეროვნულ ბანკს და ბიზნესს შორის კომუნიკაცია მნიშვნელოვანია და იმედი გვაქვს, აღნიშნულ რეგულაციებში გარკვეულ ცვლილებას შევიტანთ,“ აცხადებს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი გიორგი ჭირაქაძე.

 

საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის კახა კიკნაველიძის შეფასებით, ეროვნული ბანკის ახალი რეგულაცია საკმაოდ მკაცრია და მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ბაზარზე.

 

ეროვნული ბანკის ინიციატივის გვესმის, თუმცა ეს ბოლო რეგულაცია, ვფიქრობ, საკმაოდ მკაცრია და ასეთი ფორმით საკმაოდ მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ბაზარზე. გვინდა წარვადგინოთ ჩვენი ხედვა თუ რა გავლენას მოახდენს ეს ახალი რეგულაცია ჩვენს ბიზნესზე, ჩვენს კლიენტებზე და ვფიქრობ, რომ შევჯერდებით ეროვნულ ბანკთან ერთად,”- განაცხადა კახა კიკნაველიძემ

 

ქართული საბანკო სექტორის კიდევ ერთ მსხვილ წარმომადგენელში „თიბისი ბანკში „  კი მიაჩნიათ, რომ  ახალი რეგულაციები სწრაფად ამოქმედდა და უმჯობესი იქნებოდა თუ კომერციულ ბანკებს მოსამზადებლად მეტი დრო ექნებოდათ.

 

„ჩვენ ვმუშაობდით პროექტზე და მოლოდინი გვქონდა, რომ აღნიშნული რეგულაციები 2019 წლის დასაწყისში ამოქმედდებოდა. გვინდოდა სიღრმისეული მუშაობა. თუმცა რეგულაციები ამოქმედდა უფრო სწრაფ რეჟიმში,”  -  აღნიშნავს  „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე.


 სებ-ის რეგულაციით, ბანკებმა სესხები მხოლოდ მომხმარებელთა გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის შემდეგ უნდა გასცენ. ასეთი სესხების საერთო თანხა არ უნდა აღემატებოდეს კომერციული ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 25%-ს.



 

კომერსანტი

 






სადეზინფექციო საშუალებების გაყიდვები თითქმის 5-ჯერ შემცირდა - აქვს თუ არა ხალხს კორონავირუსის დამარცხების ილუზია?

სადეზინფექციო საშუალებების გაყიდვები თითქმის 5-ჯერ შემცირდა - აქვს თუ არა ხალხს კორონავირუსის დამარცხების ილუზია?
access_time2021-02-26 10:00:24
      ქვეყანა კორონავირუსის პანდემიის მეორე ტალღას ებრძვის, ამავდროულად საზოგადოება, ბიზნესები და სტრუქტურები შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნისთვის მზადებას იწყებენ. „კომერსანტი“ დაინტერესდა რამდენად არის მოსახლეობაში შენარჩუნებული ინფორმაციულობა კოვიდ პანდემიის საშიშროებასთან დაკავშირებით და ხომ არ არის საფთხე, რომ ყველასთვის სასიხარულო შემსუბუქების ზომები ახალი ტალღის საწყისად იქცეს. რამდენიმე დღის წინ, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ საქართველოში...

რას წარმოადგენს Samsung-ის ოფიციალური ჰოლოგრამა?

რას წარმოადგენს Samsung-ის ოფიციალური ჰოლოგრამა?
access_time2021-02-25 18:10:04
სამსუნგი საქართველოში სმარტ მოწყობილობებისათვის ოფიციალურ ჰოლოგრამას იყენებს. ჰოლოგრამა სმარტფონის ყუთის წინა მხარეს არის განთავსებული, მასზე არსებული წარწერები ქართულ ენაზეა (ოფიციალური Samsung საქართველოსთვის), ხოლო ფონად საქართველოს რუქის კონტურია დატანილი. სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით თქვენ მარტივად შეგიძლიათ განასხვაოთ ოფიციალური პროდუქტი არაოფიციალურისაგან. სამსუნგის ოფიციალური სმარტფონის შეძენისას თქვენ გაქვთ ოფიციალური გარანტია და ავტორიზებული სერვის ცენტრის...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-02-25 21:00:23
1. როგორი იქნებოდა საქართველოს ეკონომიკა, რომ არა 1921 წლის 25...

Washington post: ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთის წინაამღდეგ ახალ სანქციებს ამზადებს

Washington post: ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთის წინაამღდეგ ახალ სანქციებს ამზადებს
access_time2021-02-25 20:00:09
ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთის წინაამღდეგ ახალ სანქციების, ამჯერად ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის და ამერიკის საჯარო სტრუქტურებზე კიბერშეტევის გამო ამზადებს.   დამსჯელი ზომების მიზანია მსოფლიოსთვის მკვეთრი სიგნალს გაგზავნა იმაზე, რომ რუსეთი აშშ-ს და მოკავშირეების წინაამღდეგ კიბერ-ინსტრუმენტებს წლების მანძილზე იყენებს, არჩევნებში ერევა, ჰაკერებთან თანამშრომლობს და ბოლო პერიოდში - აშშ-ს სახელმწიფო ორგანოების მუშაობას აფერხებს.   სასჯელი...

GeoFresh სპარსეთის ყურის ქვეყნებში ლურჯი მოცვის და სატაცურის ექსპორტს იწყებს

GeoFresh სპარსეთის ყურის ქვეყნებში ლურჯი მოცვის და სატაცურის ექსპორტს იწყებს
access_time2021-02-25 19:00:13
კომპანია GeoFresh 2021 წელს ლურჯი მოცვის და სატაცურის ექსპორტის დაწყებას სპარსეთის ყურის ქვეყნებში გეგმავს.   კომპანია 2016 წელს 2-მა ებრაელმა ბიზნესმენმა დააარსა და ის დღეს კახეთში 13 ჰექტრის სატაცურის, ხოლო სამეგრელოში ლურჯი მოცვის 7 ჰექტრის  პლანტაციებს ფლობს. სავარაუდოდ, 2021 სატაცურის მოსავალი 20-25, ხოლო ლურჯი მოცვის - 60-70 ტონას მიაღწევს.   ამ დროისთვის კომპანია Global G.A.P  სერტიფიკატის მიღებაზე მუშაობს, რაც შემდგომში...


მსგავსი სიახლეები

up