საქველმოქმედო საფეხბურთო მატჩში მსოფლიო ვარსკვლავებთან ერთად კახა კალაძეც ითამაშებს

საქველმოქმედო საფეხბურთო მატჩში მსოფლიო ვარსკვლავებთან ერთად კახა კალაძეც ითამაშებს

access_time2017-09-19 17:19:34

საქველმოქმედო საფეხბურთო მატჩში მსოფლიო ვარსკვლავებთან ერთად ”ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძეც ითამაშებს. 



როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულ ფეხბურთელებთან დაკავშირება სთხოვეს, გამომდინარე იქიდან, რომ მათთან მეგობრობს.



”იურიდიულად იდგა საკითხი, შეიძლებოდა თუ არა მატჩში ჩემი მონაწილეობა, ვინაიდან საარჩევნო პერიოდში ვარ და ახლა დადასტურებულად შემიძლია გითხრათ, რომ მონაწილობას მივიღებ. მივესალმები იმას, რომ ეს შეხვედრა გაიმართება 29 სექტემბერს. მე მივიღებ მონაწილეობას, რაც ჩემთვის მართლაც სასიამოვნოა, რადგან ფეხბურთი ჩემთვის ყველაფერია. თუ რაიმე წარმატება გამაჩნია, თუ რაიმე შევქმენი, ამ სპორტის დამსახურებაა. ძალიან მიხარია, რომ ჩემი თანაგუნდელები, ადამიანები, რომლებთანაც ძალიან ბევრ წარმატებას მივაღწიე და მთელი წლის განმავლობაში ერთად ვთამაშობდით, ჩამოვლენ საქართველოში და მიიღებენ ამ მატჩში მონაწილეობას. მე რასაც გადავხედე, ძალიან ბევრი მსოფლიო დონის ფეხბურთელი და ვარსკვლავი ჩამოდის, რაც მე მგონია, რომ მისასალმებელი და კარგია. მე მთხოვეს დაკავშირება ამ ადამიანებთან. მე არავისთან კონტაქტი არ გამიწყვეტია, მეგობრული ურთიერთობები მაქვს. ვთხოვე - ეს იყო ჩემი ფუნქცია მხოლოდ”, - განაცხადა კალაძემ.



საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია „ვითიბი ბანკთან“ და ლუდ „აისთან“ ერთად, 29 სექტემბერს, 21:00 საათზე, ”დინამო არენაზე” საქველმოქმედო მატჩს ”მსოფლიოს ვარსკვლავები საქართველოსთვის” გამართავს. 




ერთმანეთს მასპინძელი GFF-11 და ”მსოფლიოს 11” დაუპირისპირდებიან. 



ამ მატჩთან დაკავშირებით თბილისს მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები ესტუმრებიან, მათ შორის: ფრანჩესკო ტოტი, კარლეს პუიოლი, რივალდო, დიდა, ანდრეი შევჩენკო, ხავიერ ძანეტი, ზვონიმირ ბობანი, სერჟინიო, პაოლო მალდინი, ლუკა ტონი, ერნან კრესპო, ვინსენტ კანდელა, მარეკ იანკულოვსკი, ალესანდრო კოსტაკურტა, დემეტრიო ალბერტინი, დინო ბაჯო, მასიმო ამბროზინი, მასიმო ოდო, მარკო დელვეკიო, სებასტიან ფრეი, ანჯელო დი ლივიო, კრისტიან აბიატი, სებასტიანო როსი, ჯუზეპე ფავალი, ანჯელო კარბონე, ივან კორდობა, დარიო შიმიჩი, იბრაჰიმ ბა, პიეტრო ვერხოვოდი და სხვები. 



საქველმოქმედო მატჩიდან შემოსული თანხა ბორჯომის ტყის დამწვარი ტერიტორიის აღდგენას მოხმარდება. ბილეთების გაყიდვა ონალიან რეჟიმში საიტზე TKT.GE-ზე დღეს, 19 სექტემბერს, 15:00 საათზე დაიწყება და მისი ძირითადი ნაწილის ფასი 5 ლარი იქნება. ასევე გაყიდვაშია 10, 15 და 25 ლარიანი ბილეთები. 



13:00 საათის მონაცემებით, Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.2600 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.2940 ლარი ღირს

13:00 საათის მონაცემებით, Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.2600 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.2940 ლარი ღირს
access_time2020-09-23 13:05:21
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 13:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.2600 ლარად ივაჭრება. პლატფორმაზე ვაჭრობა დღეს 3.2520 კურსით დაიწყო. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გუშინ დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2537 ლარია. შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 3.2940 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 3.2100 ლარად. „საქართველოს ბანკში“ 1 დოლარის ყიდვა 3.2920 ლარადაა...

ეროვნულ ბანკს კონკურენციის შესახებ კანონის აღსრულება დაევალება

ეროვნულ ბანკს კონკურენციის შესახებ კანონის აღსრულება დაევალება
access_time2020-09-23 09:50:04
საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში შესული ცვლილებების თანახმად, ეროვნულ ბანკს კონკურენციის შესახებ კანონის აღსრულება დაევალა. ცვლილებები ძალაში 4 ნოემბრიდან შევა და შეავსებს იმ ვაკუუმს რაც კანონის აღსრულების კუთხით იდგა ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიმართ.   ორგანულ კანონში ცვლილებებს წლებია ითხოვს სადაზღევევო სექტორი, რომელმაც ბანკების მხირდან კონკურენციის შესახებ კანონის დარღვევა არაერთხელ საჯაროდ...

ქართული კომპანიების ფინანსური მონაცემები ერთ სივრცეში

ქართული კომპანიების ფინანსური მონაცემები  ერთ სივრცეში
access_time2020-09-23 09:50:26
Bihub.ge-ზე უკვე შესაძლებელია საქართველოს ეკონომიკის მამოძრავებელი აქტიური კომპანიების ფინანსური მონაცემების ერთიან სივრცეში ნახვა. ინტერაქტიულ დეშბორდზე ნახავთ I, II, III და IV კატეგორიაში შემავალი ბიზნესებისა და სდპ პირების ფინანსური შედეგების ანალიტიკას.   3000-ზე  მეტი I-III კატეგორიის კომპანიის დეტალური ინდივიდუალური (კონსოლიდირებული) ფინანსური ანგარიშგებები. სულ რამდენიმე კლიკით შესაძლებელია გაიგოთ, თუ როგორაა 25000-ზე მეტი კომპანია,...

სს „წყალი მარგებელმა”, ბუღას ბრენდით სამი ახალი პროდუქტის წარმოება დაიწყო

სს „წყალი მარგებელმა”, ბუღას ბრენდით სამი ახალი პროდუქტის წარმოება დაიწყო
access_time2020-09-23 09:30:08
„ვარდისფერი ბუღა“, „ბუღა ტონიკი“ და „ბუღა ველნესი 0 კალორია“ ქართულ ბაზარზე სს „წყალი მარგებელმა“ ბუღას ბრენდით, სამი ახალი პროდუქტის წარმოება დაიწყო.   კომპანიის პორტფელში, ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნად პროდუქტს, ქართულ ენერგეტიკულ სასმელ, „ბუღას“, 2020 წლის სექტემბრიდან ორი ახალი ენერგეტიკული სასმელი და მატონიზირებელი წყალი დაემატა. მომხმარებელს ახალი გემოების დაგემოვნება უკვე შეუძლია. ენერგეტიკული სასმელი „ვარდისფერი...

„air georgia“ პირველი ქართული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, რომელიც „Wizzair“-ის და „ryanair“ - ის კონკურენტი იქნება

„air georgia“ პირველი ქართული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, რომელიც „Wizzair“-ის და „ryanair“ - ის კონკურენტი იქნება
access_time2020-09-23 11:00:02
„Wizzair და ryanair“ შემდეგ ქართულ ავიაბაზარზე ახალი დაბალბიუჯეტიანი კომპანია იწყებს ოპერირებას. პროექტი ბრიტანული და არაბული ინვესტიციით ხორციელდება. „air georgia“-ს მოლაპარაკებები საქართველოს მთავრობასთან გადამწყვეტ ფაზაშია. ,,ჰაბ ჯორჯიას“ დამფუძნებელი გიორგი კოდუა კომერსანტთან საუბარში აცხადებს, რომ კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ მსოფლიოს და მათ შორის საქართველოს რთული გამოწვევების პარალელურად ახალი შესაძლებლობები შეუქმნა.   „უპირობოდ გვაქვს შანსი, რომ...


მსგავსი სიახლეები

up