საქველმოქმედო ფონდისთვის გადაცემული ქონებების მიუხედავად, ივანიშვილი ქვეყნის უმსხვილესი ბიზნეს პროექტების მთავარ ბენეფიციარად რჩება

საქველმოქმედო ფონდისთვის გადაცემული ქონებების მიუხედავად, ივანიშვილი ქვეყნის უმსხვილესი ბიზნეს პროექტების მთავარ ბენეფიციარად რჩება

access_time2021-02-01 10:00:58

პარტია „ქართული ოცნების“ ყოფილმა თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა თავისი ბიზნესების და უძრავი ქონების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელსაც ოფშორული კომპანიების გავლით ფლობდა, „ფონდ ქართუზე“ საქველმოქმედო მიზნით გადააფორმა. როგორც ცნობილია, საჯარო რეესტრში ცვლილებები 2020 წლის დეკემბრის ბოლო დღეებში დარეგისტრირდა.


ყველაზე მსხვილი ცვლილება 31 დეკემბერს დარეგისტრირდა, როდესაც „ტურიზმის განვითარების ფონდი” (GTDF), რომლის საკუთრებაშიც თავისმხრივ „პანორამა თბილისის” მშენებარე ობიექტები და „პარაგრაფ შეკვეთილი” შედიან „ქართუ ფონდს“ გადაეცა. ცვლილებამდე ამ კომპანიების 100%-იან წილს პანამური FRANKSTON INTERNATIONAL S.A. ფლობდა.  ტურიზმის განვითარებაზე ორიენტირებული საინვესტიციო პროექტებისთვის „საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი“ 2016 წელს „საქართველოს თანაინვესტირების ფონდის“ ინიციატივით შეიქმნა, სწორედ ის მართავდა ბიძინა ივანიშვილის მნიშვნელოვან პროქტებს.


„საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის“ საკუთრებაში არსებული აქტივები გრძელ სიას  მოიცავს: შპს „თბილისი სითის“, შპს „სოლოლაკი ჰილზ“, შპს „სოლოლაკი რაიზ“, შპს „თაბორი რიზორთს“ და შპს „ჯორჯიან ეკო ტრანსპორტს“. ყველა მათგანი მრავალმილიონიანი სადავო პროექტის „პანორამა თბილისის“ პროექტის ნაწილია.


გარდა ამისა, ფონდის მფლობელობაში არსებული და შემდეგ ფონდ „ქართუსთვის“ გადაცემული სხვა კომპანიებია: შპს „ბიზნეს დეველოპმენტ“, შპს „სისაიდი“, შპს „ბლექ სი რიზორთსი“ და შპს „ბლექ სი რივიერა“ – ყველა მათგანი სტუმართმასპინძლობის ბიზნესშია ჩართული, ან საქართველოს საზღვაო კურორტებზე ფლობენ საკუთრებას, მათ შორისაა მწვანე კონცხი, სადაც ცნობილი ბოტანიკური ბაღი მდებარეობს და სასტუმრო „პარაგრაფი“ შეკვეთილში.



„კომერსანტი“ დაინტერესდა, მას შემდეგ რაც ივანიშვილმა „ქართუ ფონდს“ გადასცა „თანაინვესტირების ფონდის“ ძირითადი პროექტები, ხომ არ დაკარგა მან თავისი ფუნქცია და რჩება თუ არა ბიძინა ივანიშვილი ფონდის მთავარ ბენეფიციარად. როგორც „თანაინვესტირების ფონდში“ გვითხრეს, მიუხედავად იმისა, რომ „საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდს“ შეეცვალა მესაკუთრე, „საქართველოს თანაინვესტირების ფონდი“ როგორც მართავდა უწინდებურად ყველა პროექტს, იგივე სტილით მართვას გააგრძელებს ახლაც და არც მთავარი ინვესტორი შეცვლილა, ის ისევ ბიძინა ივანიშვილია.


„საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდს (GTDF) შეეცვალა მესაკუთრე. პანამაში რეგისტრირებული კომპანიის ნაცვლად GTDF-ის მფლობელი იქნება ქართუ ფონდი. საქართველოს თანაინვესტირების ფონდი როგორც მართავდა უწინდებურად ყველა პროექტს, იგივე სტილით მართვას გააგრძელებს ახლაც, შესაბამისად თანაინვესტირების ფონდის ფუნქცია ამ პროექტებთან მიმართებაში არ შეცვლილა. მესაკუთრის ცვლილება კი აღინიშნება იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნული პროექტებიდან მიღებული ყველა საოპერაციო შემოსავალი ან აღნიშნული პროექტების გასხვისებიდან მიღებული ნებისმიერი შემოსავალი მოხმარდება საქველმოქმედო საქმიანობას.


საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის პროექტების პარალელურად თანაინვესტირების ფონდი მართავს კომერციულ პროექტებს უძრავი ქონების, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის და მრეწველობის მიმართულებით. საქართველოს თანაინვესტირების ფონდი სხვადასხვა სექტორში 9 პროექტს აერთიანებს.  სოფლის მეურნეობის მიმართულებით ჩვენ გვაქვს სამი პროექტი, კერძოდ: „საქართველოს სათბურის კორპორაცია“, „გეოაგრო“ და „ქართული აგრო სახლი“. უძრავი ქონების მიმართულებით საქართველოს თანაინვესტირების ფონდის პროექტების ნუსხაში წარმოდგენილია 2 პროექტი: „ აქსის თაუერსი“ და „გალერია თბილისი“, მრეწველობის მიმართულებით ფონდი წარმოდგენილია 1 პროექტის სახით, კერძოდ: „ჰაიდელბერგ ცემენტით“, ხოლო ენერგეტიკის მიმართულებით ჩვენ ვახორციელებთ სამ მსხვილ პროექტს, კერძოდ: „მტკვარი ჰესი“, „ონი 1“ და „ლენტეხი ჰესი“.


გარდა ამისა, საქართველოს თანაინვესტირების ფონდის მთავარი ინვესტორია ბატონი ბიძინა ივანიშვილი. საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ინვესტორთა სტრუქტურა არ შეცვლილა“, - აცხადებენ „თანაინვესტირების ფონდში“.


ნინო თამაზაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up