„საქსტატმა“ საქართველოს ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების სტრატეგია წარადგინა

„საქსტატმა“ საქართველოს ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების სტრატეგია წარადგინა

access_time2019-12-05 20:00:28

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, დღეს წარადგინა ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების პირველი სტრატეგია, რომელიც 2020-2023 წლებს მოიცავს. ინფორმაციას „საქსტატი“ ავრცელებს.


„საქართველოს ეროვნული პოლიტიკის ეს მნიშვნელოვანი დოკუმენტი სამთავრობო უწყებებთან კოორდინირებით და საერთაშორისო სტატისტიკური ორგანიზაციების რეკომენდაციებსა და გამოცდილებაზე დაყრდნობით შეიქმნა. სტრატეგიის შემუშავება განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით განხორციელდა.



სტრატეგიის საჯარო წარდგენას საქართველოს მთავრობის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.



“სტრატეგიული დოკუმენტის მიზანია ქვეყანაში სტატისტიკის სისტემის განვითარება, სტატისტიკურ მონაცემთა შეგროვების, დამუშავების, გავრცელებისა და გამოყენების გაუმჯობესება“, - განაცხადა საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ. „ამასთან, აღნიშნული სტრატეგია განიხილება, როგორც ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც შემუშავდა დაინტერესებული მხარეების აქტიური მონაწილეობით და მოიცავს საშუალო და გრძელვადიან ხედვას ქვეყანაში სტატისტიკის სისტემის შესაძლებლობების გაძლიერებისათვის.“



“ობიექტური და სანდო ოფიციალური სტატისტიკის გარეშე საქართველო სწორად ვერ შეაფასებს საკუთარ წარმატებას ქვეყნის პრიორიტეტული ამოცანების შესრულების, მათ შორის, ევროკავშირთან ინტეგრაციისა და მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის გზაზე. "- თქვა გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა. “ახალი სტრატეგიის განხორციელების შედეგად, საქართველო მიიღებს ყველა აუცილებელ მონაცემს და შესძლებს გაარკვიოს, სად და როგორ უნდა დაკორექტირდეს მისი განვითარების კურსი წარმატების მისაღწევად”.




„მომხმარებელთა საჭიროებებზე დაფუძნებული მაღალი ხარისხის სტატისტიკის წარმოება, მონაცემთა შეგროვებისა და გავრცელების თანამედროვე სისტემების შექმნა და შესაძლებლობების განვითარება მნიშვნელოვანი იქნება სტატისტიკის არეალის გაფართოებისა და მდგრადი განვითარების დღის წესრიგის შესრულების მიმართულებით“- აღნიშნა საქართველოს პრემიერ მინისტრის აპარატის უფროსმა გიორგი სახოკიამ.



ღონისძიების მსვლელობისას საერთაშორისო ექსპერტმა, ჯერი ო’ჰანლონმა, წარადგინა 2018-2019 წლებში ევროსტატის, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (EFTA) მიერ განხორციელებული სტატისტიკის სისტემის გლობალური შეფასების რეკომენდაციები და მათი სტრატეგიის ძირითად მიზნებსა და ამოცანებთან შესაბამისობა. შეხვედრის დასასრულ გაიმართა დისკუსია საქართველოში ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის შემდგომი განვითარების შესახებ.



სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების სტრატეგიის დოკუმენტი სტატისტიკური სისტემის სამ ძირითად პრიორიტეტს, მასში შემავალ თორმეტ ამოცანასა და 86 აქტივობას მოიცავს. პრიორიტეტებს შორის არის მომხმარებელთა საჭიროებებზე დაფუძნებული მაღალი ხარისხის სტატისტიკის წარმოება, სტატისტიკის წარმოების ეფექტური, თანამედროვე და უწყვეტი პროცესების ჩამოყალიბება და სტატისტიკის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და შესაძლებლობების განვითარება.



საქსტატის სტრატეგიის დოკუმენტზე მუშაობის კოორდინაციის მიზნით, 2019 წლის აპრილში შეიქმნა უწყებათაშორისი საბჭო, რომელსაც საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი თავმჯდომარეობდა და თერთმეტი უწყების წარმომადგენლისგან შედგებოდა.



სტრატეგიის დოკუმენტი ხელმისაწვდომია საქსტატისა და UNDP-ის ვებგვერდებზე“ – ნათქვამია ინფორმაციაში.







დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-03-02 21:00:39
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.გაზრდილი საპროცენტო განაკვეთები და შემცირებული სესხების მოცულობა - საბანკო სექტორის იანვრის თვე 2021 წელი ქართულმა საბანკო სექტორმა მოგებით დაიწყო, რომლის მოცულობა 113.36 მლნ ლარს შეადგენს. თუმცა წინა წლის დეკემბერთან შედარებით შემცირებულია საპროცენტო შემოსავლები და...

მერაბ ჟორდანია ვენის „აუსტრიას“ პრეზიდენტი ხდება

მერაბ ჟორდანია ვენის „აუსტრიას“ პრეზიდენტი ხდება
access_time2021-03-02 17:20:09
მერაბ ჟორდანია ტიტულოვანი ავსტრიული კლუბის - ვენის "აუსტრიას" პრეზიდენტი იქნება. ამის შესახებ ადგილობრივი საიტები იტყობინებიან. საინტერესოა წერილი, რომელიც wien.orf.at-მა გამოაქვეყნა: მწვანე შუქი პარტნიორობისთვის "ვენის "აუსტრიას" ფინანსურ მომავალთან დაკავშირებით სიტუაციას წესით მალე უნდა მოეფინოს ნათელი. ახალი პარტნიორი ჯერ ოფიციალურად არ წარუდგენიათ, მაგრამ კლუბში ამბობენ, რომ მოლაპარაკება პოზიტიური შედეგით...

Bloomberg: პანდემიის დროს სურსათზე ფასების ზრდა სერიოზულ პრობლემად იქცა

Bloomberg: პანდემიის დროს სურსათზე ფასების ზრდა სერიოზულ პრობლემად იქცა
access_time2021-03-02 20:00:43
ბოლო თვეებში სასურსათო პროდუქტების ფასმა მაქსიმუმს მიაღწია და ექსპერტების აზრით, ვითარება ძვირი სურსათის ახალი „სუპერციკლისკენ“ მიდის. ეს მასობრივი უმუშევრობის და შემოსავლების კატასტროფული ვარდნის ფონზე ხდება. მომხმარებლებზე ზეგაგვლენას ზრდადი ინფლაციაც ახდენს. Bloomberg-მა გაანალიზა მდგომარეობა 5 ქვეყანაში, სადაც ფასების ზრდამ და ინფლაციამ განსაკუთრებით დიდ მასშტაბებს მიაღწია. ბრაზილია ეს არის ლათინური...

Foreign policy: უკრაინა რეფორმებზე უარს ამბობს

Foreign policy: უკრაინა რეფორმებზე უარს ამბობს
access_time2021-03-02 19:00:23
უკრაინაში საგარეო ვალი მუდმივად იზრდება, მაგრამ მთავრობა პრეზიდენტ ზელენსკის მეთაურობით ამ პრობლემას მხოლოდ აღრმავებს. საერთაშორისო სავალუტო ფონდი ხელისუფლებისგან ფინანსური დახმარების სანაცვლოდ რეფორმების ჩატარებას მოითხოვს, თუმცა, კიევი ამ მოთხოვნის იგნორირებას ახდენს და ამავე დროს ვალებს სულ უფრო აგროვებს. ეს საშიში სტრატეგიაა ქვეყნისთვის, რომელსაც ჰაერივით სჭირდება კარგი ურთიერთობები დასავლეთთან და საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციებთან. თანაც იმ დროს, როდესაც...

სილქნეტის მომხმარებელი თამაშების პირველი ქართული პორტალით SILKGAMES.GE ისარგებლებს

სილქნეტის მომხმარებელი თამაშების პირველი ქართული პორტალით SILKGAMES.GE ისარგებლებს
access_time2021-03-02 12:00:35
გასართობი პორტალი SILKGAMES.GE მხოლოდ სილქნეტის მობილური ქსელის აბონენტებისთვის შეიქმნა და ყველა ჟანრის 500-ზე მეტი თამაში გააერთიანა. პორტალით სარგებლობა შესაძლებელია, როგორც სმარტფონისთვის, ისე პერსონალური კომპიუტერული მოწყობილობისთვის. Silk Games სერვისის 30 დღიანი სარგებლობის საფასური 5 ლარია. მობილური ნომრით რეგისტრირებული მომხმარებელი ავსებს ანგარიშს და სარგებლობს სერვისით შეუზღუდავად 24/7. იმ შემთხვევაში, თუ 31-ე დღეს...


მსგავსი სიახლეები

up