საქსტატმა საგარეო ვაჭრობის ინტერაქტიული პორტალი შექმნა

საქსტატმა საგარეო ვაჭრობის ინტერაქტიული პორტალი შექმნა

access_time2020-03-25 16:00:00

სტატისტიკურ მონაცემებზე მომხმარებელთა ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ახალი სტატისტიკური პროდუქტი - საგარეო ვაჭრობის ინტერაქტიული პორტალი შექმნა, რომელიც წარმოადგენს თვისობრივად ახალ მიმართულებას, მონაცემთა ვიზუალიზაციისა და გავრცელების თვალსაზრისით. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.



„ახალი პორტალი წარმოადგენს მონაცემთა გავრცელების ერთ-ერთ მნიშვნელოვან, ინტერაქტიულ პლატფორმას, რომელიც სტატისტიკური ინფორმაციის მომხმარებლებს სთავაზობს საგარეო ვაჭრობის მონაცემებს სხვადასხვა ჭრილში.



ამასთან პორტალზე განთავსებულია სავაჭრო ნაკადების ამსახველი დეტალური მონაცემები, რომელიც აქამდე მიეკუთვნებოდა ფასიან ინფორმაციას და საქსტატი გასცემდა გარკვეული საფასურის გადახდის სანაცვლოდ. დღეიდან კი საქსტატის საბჭოს დადგენილების საფუძველზე, აღნიშნული მონაცემები ხელმისაწვდომია უფასოდ, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ქვეყანაში და მთელ მსოფლიოში დღეს არსებულ პირობებში.



საგარეო ვაჭრობის ახალი პორტალის მეშვეობით, მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა, თავიანთი სურვილისა და საჭიროების შესაბამისად, მოახდინონ ექსპორტისა და იმპორტის მონაცემთა გენერირება სასაქონლო ჯგუფების, ქვეყნებისა და ტრანსპორტირების სახეების მიხედვით. ასევე მოახდინონ სხვადასხვა პერიოდის მონაცემთა ჩამოტვირთვა ექსელის ფორმატში.




პორტალზე ასევე განთავსებულია მსოფლიოს ინტერაქტიული რუკა, რომელზეც წარმოდგენილია მონაცემები საქართველოს სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების მიხედვით, რაც წარმოადგენს საგარეო ვაჭრობის მონაცემთა ანალიზის ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებას. აქვე განთავსებულია მონაცემთა აღრიცხვისას გამოყენებული კლასიფიკაციები, მაჩვენებელთა გაანგარიშების მეთოდოლოგია და მეტამონაცემები.



ახალი პროდუქტი საქსტატის ვებ-გვერდზე ხელმისაწვდომია დღეიდან, ქართულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, მასზე არსებულ მონაცემთა განახლება განხორციელდება ყოველთვიურად, საგარეო ვაჭრობის მონაცემების გავრცელების პარალელურად.



მსგავსი ტიპის პროდუქტების შექმნა და სერვისების განვითარება დაგეგმილია მომავალშიც. საქსტატი კვლავ აგრძელებს აქტიურ მუშაობას მომხმარებელთა საჭიროებებზე დაფუძნებული, მაღალი ხარისხის მონაცემთა წარმოების მიმართულებით და იმავდროულად, განსაკუთრებულ აქცენტებს აკეთებს მონაცემთა გავრცელების თანამედროვე საშუალებების განვითარებაზე.



საქსტატის მიზანია აწარმოოს და საზოგადოებას შესთავაზოს მაღალი ხარისხის მონაცემები ისეთი ფორმებით, რომელიც აადვილებს მის გამოყენებას და აუმჯობესებს დაგეგმვის და გადაწყვეტილების მიღების პროცესებს ნებისმიერ დონეზე.



სანდო მონაცემები სწორი გადაწყვეტილების ტოლფასია! საგარეო ვაჭრობის პორტალი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: http://ex-trade.geostat.ge/ka“ – ნათქვამია ინფორმაციაში.





თეგები:
საქსტატი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up