„საქსტატმა“ საარსებო მინიმუმის დათვლა შეიძლება შეწყვიტოს

„საქსტატმა“ საარსებო მინიმუმის დათვლა შეიძლება შეწყვიტოს

access_time2019-11-04 11:32:54

„საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორი არ გამორიცხავს, რომ საარსებო მინიმუმის გაანგარიშების მეთოდოლოგია გადაიხედოს ან საერთოდ გაუქმდეს.როგორც გოგიტა თოდრაძემ ინტერპრესნიუსს განუცხადა, საერთაშორისო დონეზე საარსებო მინიმუმის გაანგარიშების ერთიანი პრაქტიკა არ არსებობს და ამ მაჩვენებელს მხოლოდ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ითვლიან.


მისივე თქმით, კონკრეტული ნაბიჯები ჯერ დაგეგმილი არ არის, თუმცა არ გამორიცხავს, რომ საარსებო მინიმუმის გადახედვისა ან გაუქმების შესახებ პარტნიორ უწყებებთან და დაინტერესებულ პირებთან საუბარი ჰქონდეს.


„განვითარებულ ქვეყნებში საარსებო მინიმუმის გაანგარიშების პრაქტიკა არ არსებობს. საარსებო მინიმუმის გაანგარიშება ძირითადად, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში ხდება. საარსებო მინიმუმის გაანგარიშებისას „საქსტატი“ ეფუძნება მინიმალურ სასურსათო კალათას, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებითაა განსაზღვრული. არსებული მეთოდოლოგიით, რომელიც თუ არ ვცდები 2003 წელსაა შემუშავებული, ხდება მინიმალურ სასურსათო კალათაში შემავალი პროდუქტების ფასებზე დაკვირვება და საარსებო მინიმუმის გაანგარიშება. საარსებო მინიმუმის გაანგარიშების მეთოდოლოგიის ცვლილება მხოლოდ „საქსტატის“ კომპეტენციას არ წარმოადგენს. მეთოდოლოგიის ცვლილება ხდება მთავრობის დადგენილებით და ინიცირების უფლება ერთობლივად „საქსტატს“, ჯანდაცვის, ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროებს აქვთ, -აცხადებს თოდრაძე.



შეგახსენებთ, 2019 წლის სექტემბრის მონაცემების მიხედვით, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 189.9 ლარია, საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი - 168.2 ლარი, საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი კი 318.6 ლარია.


ipn.ge


თეგები:
საქსტატი



ევროპის უმსხვილესი ბანკი მოგების 65%-იან ვარდნას ვარაუდობს

ევროპის უმსხვილესი ბანკი მოგების 65%-იან ვარდნას ვარაუდობს
access_time2020-08-04 18:15:55
HSBC (ჰონგ-კონგისა და შანხაის საბანკო კორპორაცია) სამუშაო ადგილების შემცირების დაჩქარებას გეგმავს. ბანკის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებული უმოქმედო სესხების რაოდენობამ შესაძლოა $13 მილიარდს მიაღწიოს. HSBC-ს ხელმძღვანელის ნოელ ქუინის განცხადებით ეს „აჩქარებს“ ადრეული რესტრუქტურიზაციის გეგმას, რომელიც 35 000 სამუშაო ადგილს მოიცავდა. ქუინის თქმით, ბიზნესის გასაძლიერებლად, ბანკი ასევე „დამატებით აქტივობებს“ გამოიკვლევს. BBC-ის ინფორმაციით, ევროპის უმსხვილესი...

ბანკები გადავადებულ პროცენტებს ერთბაშად ითხოვენ?!

ბანკები გადავადებულ პროცენტებს ერთბაშად ითხოვენ?!
access_time2020-08-04 17:00:31
კომერციული ბანკები, საშეღავათო პერიოდის დასრულების შემდეგ, თანხის გადახდას ერთიანად ითხოვენ. ინფორმაცია როგორც ბანკის მსესხებლების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან დასტურდება. ასეთ ვითარებაში ათასობით ოჯახს გაკოტრება ელის. პირველ ეტაპზე, სამთვიანი საშეღავათო პერიოდი, უგამონაკლისოდ, ყველა კომერციულმა ბანკმა დაუწესა მსესხებლებს. მიზეზი პანდემია და საგანგებო რეჟიმი იყო, რომლის გამოც, მოქალაქეები შემოსავლის გარეშე დარჩნენ . ბანკებისა და მთავრობის ერთობლივი...

მოსკოვი კვიპროსის ოფშორებს რუსული ბიზნესისთვის ხურავს

მოსკოვი კვიპროსის ოფშორებს რუსული ბიზნესისთვის ხურავს
access_time2020-08-04 19:30:06
...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-08-04 21:00:02
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.Doctor Goods, Group Inn, KTW, ყვარლის ედემი - Bellingcat კორონავირუსთან დაკავშირებულ საჯარო ტენდერებში კორუფციაზე წერს საერთაშორისო საგამოძიებო გამოცემა Bellingcat საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებულ საჯარო ტენდერებში კორუფციაზე წერს. Bellingcat-ის ცნობით, პანდემიის პერიოდში, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ...

მთავრობა „შტადლერის“ ქარხნის მშენებლობის მოლოდინშია

მთავრობა „შტადლერის“ ქარხნის მშენებლობის მოლოდინშია
access_time2020-08-04 14:05:06
უცხოური ინვესტიციების პროაქტიური მოზიდვისა და საქართველოში უცხოური წარმოებების რეალოკაციის სტრატეგიის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინსიტრი ნათია თურნავა ცნობილი შვეიცარიული კომპანია „შტადლერის ჯგუფის პრეზიდენტს პიტერ შპულერს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ „შტადლერის მარკეტინგისა და გაყიდვების აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ანსგარ ბროკმაიერი, დსთ-ის ქვეყნების მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორი მატიას შტორი, საქართველოში შვეიცარიის ელჩი პატრინ...


მსგავსი სიახლეები

up