„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, 2020 წელს საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა თურქეთია

„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, 2020 წელს საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა თურქეთია

access_time2021-01-20 12:00:00

„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, 2020 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 11 347.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 14.8 პროცენტით ნაკლებია.  


აქედან ექსპორტი 3 342.1 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (12.0 პროცენტით ნაკლებია), ხოლო იმპორტი 8 005.6 მლნ. აშშ დოლარს (15.9 პროცენტით ნაკლებია).


საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2020 წელს 4 663.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.1 პროცენტია.


2020 წელს ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 75.9 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ჩინეთი (476.3 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (441.3 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (441.1 მლნ.
აშშ დოლარი).



2020 წელს ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 69.9 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (1 407.0 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (887.2 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (708.7 მლნ. აშშ დოლარი).



2020 წელს ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 70.4 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (1 597.5 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (1 328.2 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (1 185.0 მლნ. აშშ დოლარი).


2020 წელს სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 729.4 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 21.8 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები 404.1 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 12.1 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 247.3 მლნ. აშშ
დოლარით (7.4 პროცენტი).


უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2020 წელს წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 759.5 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 9.5 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა სპილენძის მადნები და კონცენტრატები 533.5 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 6.7 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 498.5 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 6.2 პროცენტი).




თეგები:
საქსტატი



ბაიდენის პირველი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ

ბაიდენის პირველი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ
access_time2021-03-03 20:15:55
        აშშ-ს ახალმა პრეზიდენტმა რუსეთს ალექსეი ნავალნის მოწამლვის და დაპატიმრების გამო სანქციები დაუწესა.გადაწყვეტილების საფუძველი ამერიკის დაზვერვის სამსახურების დასკვნა გახდა, რომლის თანახმადაც მაღალი ალბათობით შეიძლება ითქვას, რომ 2020 წლის აგვისტოში რუსეთის სპეცსამსახურებმა ნავალნის წინაამღდეგ უკვე საყოველთაოდ ცნობილი მომწამლველი ნივთიერება „ნოვიჩოკი“ გამოიყენეს. პირველ რიგში პერსონალური სანქციები 7 რუსი მაღალჩინოსნის -...

“არემჯის“ და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის- წარმატებული თანამშრომლობა გრძელდება

“არემჯის“ და საქართველოს  ტექნიკურ უნივერსიტეტს  შორის- წარმატებული თანამშრომლობა გრძელდება
access_time2021-03-03 18:00:37
კომპანია „არემჯის“  აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე ლიპარტიამ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ახლადარჩეულ რექტორ  დავით გურგენიძესთან გაცნობითი სახის  შეხვედრა გამართა. მხარეებმა 3 წლიანი თანამშრომლობის შედეგები განიხილეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს, რომელიც კომპანიის მხრიდან სტუდენტებისთვის სხვადასხვა პროგრამების შეთავაზებას და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხარდაჭერას ითვალისწინებს. 2017 წელს „არემჯისა“ და...

WIZZAIR ფრენების აღდგენაზე: უპასუხისმგებლობა იქნება რომელიმე კონკრეტული მიმართულების დასახელება

WIZZAIR ფრენების აღდგენაზე: უპასუხისმგებლობა იქნება რომელიმე კონკრეტული მიმართულების დასახელება
access_time2021-03-03 19:00:25
ჯერჯერობით უცნობია, რა მიმართულებებით აღადგენს ფრენებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან WizzAir-ი. როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიის კორპორაციული კომუნიკაციების ხელმძღვანელი, ანდრაშ რადო განმარტავს, ეს ფრენების განახლების შემდეგ ბაზარზე არსებულ ვითარებაზე იქნება დამოკიდებული.     „უპასუხისმგებლობა იქნება ახლა რომელიმე კონკრეტული მიმართულება რომ დავასახელო. ვნახოთ, როდის აღვადგენთ ფრენებს და რა შეზღუდვები იქნება ამა თუ იმ ქვეყანაში ამ...

Mastercard-ისა და Carrefour-ის, სოციალური კამპანია დასრულდა - SOS ბავშვთა სოფლის 100 ბენეფიციარს საჩუქრები უკვე გადაეცა

Mastercard-ისა და Carrefour-ის, სოციალური კამპანია დასრულდა - SOS ბავშვთა სოფლის 100 ბენეფიციარს საჩუქრები უკვე გადაეცა
access_time2021-03-03 15:00:33
      გასულ თვეში, Mastercard-მა და Carrefour-მა ახალ სოციალური კამპანია წამოიწყეს, რომელიც, COVID-19-ის კიდევ ერთ გამოწვევასთან, ონლაინ სწავლებასთან გამკლავებას გულისხმობდა, ხოლო, მეორე მხრივ, უკონტაქტო გადახდის პოპულარიზაციის გზით, ვირუსის გავრცელების რისკების შემცირებას ისახავდა მიზნად. შეგახსენებთ, რომ გასული წლის მარტიდან მოყოლებული, თითქმის ერთი წლის განმავლობაში, სკოლები და უნივერსიტეტები ონლაინ სწავლების მეთოდით სარგებლობდნენ. სიტუაცია...

სახმელეთო საზღვრების გახსნა, ვაქცინაცია, კურორტების დარეკლამება — კერძო სექტორის რეკომენდაციები ტურიზმის სწრაფად აღსადგენად

   სახმელეთო საზღვრების გახსნა, ვაქცინაცია, კურორტების დარეკლამება — კერძო სექტორის რეკომენდაციები ტურიზმის სწრაფად აღსადგენად
access_time2021-03-03 13:00:06
ტურიზმის სექტორში მომუშავე კომპანიებმა, მათ შორისაა სტუმროების ქსელი „ინნ ჯგუფი“, ტურ კომპანია კლარკ რობინსონი, სასტუმროების ფედერაცია, „კა მენეჯმენტ გრუპი“, ტურ. კომპანია „კამერტონ თრეველი“, ტურ. კომპანია „იბერია ტურს პლიუსი“ და რამდენიმე სხვა,  ტურიზმის დარგის სწრაფი აღდგენისთვის საჭირო...


მსგავსი სიახლეები

up