„საქსტატის“ მიერ  დათვლილი ციფრები - საარსებო მინიმუმია თუ ცინიზმის ზღვარგადასული ფორმა!?“

„საქსტატის“ მიერ დათვლილი ციფრები - საარსებო მინიმუმია თუ ცინიზმის ზღვარგადასული ფორმა!?“

access_time2019-04-18 09:00:14


361 ლარი და 20 თეთრი - სწორედ, ეს თანხაა „საქსტატის“ უახლესი კალკულაციის მიხედვით, ხუთსულიანი ოჯახის ოფიციალური თვიური საარსებო მინიმუმის მაჩვენებელი. საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიით, ეს თანხა უნდა იყოს საკმარისი, იმისთვის რომ ოჯახის თითოეულ წევრს 30 დღის განმავლობაში დაბალანსებული კვება ჰქონდეს, მიიღოს ყველა, ის საჭირო მინერალი და ნუტრიენტი რაც ჯანსაღი ცხოვრებისთვისაა აუცილებელი.


ოთხსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი - 321 ლარს, სამსულიანის - 288 ლარს, ორი ადამიანისგან შემდგარი ოჯახის ყოველთვიური საარსებო მინიმუმი კი, თვეში 256 ლარს შეადგენს.


საკმარისია თუ არა 361 ლარი 5-სულიანი ოჯახისთვის და რატომ დებს ხელისუფლება ასეთ, როგორც სპეციალისტები და საზოგადოება ფიქრობს, „არარეალურ“ ციფრებს, ამის გარკვევა „კომერსანტმა“ ეკონომიკის ექსპერტებთან სცადა.


ეკონომიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ დღევანდელ პირობებში ეს თანხა არსებობისთვის რომ საკმარისი არ არის , ეს ცალსახაა, საარსებო მინიმუმის დათვლის ეს მეთოდიც, რომ ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს, ფაქტია. მაგალითად, მეთოდოლოგიაში არ არის გათვალისწინებული ძალიან ბევრი ისეთი პარამეტრი, როგორიცაა, კომუნალური გადასახადები, გადაადგილების ხარჯები და ასე შემდეგ.


„როგორ წარმოუდგენიათ, 5-სულიანი ოჯახი ლოგინში წევს დილიდან საღამომდე, არც გადაადგილდება, არც შუქს ანთებს და არაფერს არ აკეთებს? სიბნელეში წვანან, ვიღაცას მოაქვს მათთვის საკვები და ასე იკვებებიან? ასეთ რეჟიმში შესაძლებელია ეყოთ კი. ამას ჰქვია საარსებო მინიმუმი თუ ცინიზმის ზღვარგადასული ფორმაა?“-აღნიშნავს ხუხაშვილი.


მისივე შეფასებით, კითხვის ნიშნებს ბადებს დღიური ნორმის კალორიულობაც, რომელიც გასული წლებისგან განსხვავებით შემცირებულია. „სტატისტიკას იყენებენ არა იმისთვის, რომ ასახონ ქვეყანაში რეალური ვითარება, არამედ იყენებენ იმისათვის, რომ თვალში ნაცარი შეგვაყარონ„-აცხადებს ხუხაშვილი.


მისივე განმარტებით, ის რომ მეთოდოლოგია შესაცვლელია, ამას „საქსტატის“ ხელმძღვანელობა არ უარყოფს, თუმცა, აქ მთავარი ხელისუფლების დაკვეთაა.


კითხვაზე, რატომ აქვეყნებს მაშინ „საქსტატი“ასეთ მაჩვენებლებს, ხუხაშვილი განმარტავს, რომ მთავრობას ეს ძალიან ბევრი მიზეზის გამო აწყობს. მათ შორისაა, საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მიღებული დახმარებები, შეღავათიანი კრედიტები.


„იცით რაში აწყობთ? რომ მერე გვითხრან, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის. ეკონომიკის მინისტრმა პირდაპირ გვითხრა, რომ გვეჩვენება ის, რაც ქვეყანაში ცუდი ხდება. გვითხრა, რომ სინამდვილეში კარგად ვართ და ამის დასადასტურებლად სტატისტიკას იშველიებს. ეს არ არის მხოლოდ ამ ხელისუფლების პრობლემა, სტატისტიკით ყველა ხელისუფლება მანიპულირებდა. ეს მთავრობაც ამ საამაყო ტრადიციას აგრძელებს,“-აცხადებს ხუხაშვილი.


ეკონომიკის ექსპერტი პაატა შეშელიძე განმარტავს, რომ ასეთი ტიპის კვლევებს და ციფრებს ნულოვანი დანიშნულება აქვს. ამაზე მიბმული არ არის ხელფასი, პენსია და ასე შემდეგ. ეს არის კვლევა კვლევისთვის.



„მე ამას არც გავაკეთებდი. ასეთი ტიპის დათვლა, ჩემი აზრით, წყლის ნაყვაა. მე მაგალითად არც ამას ვიყენებ, არც დასაქმების და არც სხვა სტატისტიკას იმიტომ, რომ აზრი არ აქვს. კაცს შეეკითხები მუშაობს თუ არა და გეუბნება, რომ არა. რეალურად კი, მაღაზია აქვს და არ ამჟღავნებს. სტატისტიკურად უმუშევარია. ამის მერე სტატისტიკას როგორ უნდა ვენდო? “-სვამს შეკითხვას შეშელიძე.


მისი განმარტებით, დღეს „საქსტატში“ დასაქმებულები პატიოსნად და პროფესიონალურად მუშაობენ, თუმცა, ასეთი ციფრების დადება მთავრობის პოლიტიკა და სურვილია.


„ასეთ თემებზე მათ ნაფიქრიც არ აქვთ. იღებენ დავალებებს სავალუტო ფონდისგან და მსგავსი საერთაშორისო ორგანიზაციებისგან, რომელიც საქართველოს მოთხოვნილებებს საერთოდ არ ასახავს. ეს სტატისტიკა არის ფიზიკურად გადარჩენის სტატისტიკა და საქართველოს სიტუაციაში არაფრად  ვარგა,“-აცხადებს შეშელიძე.


საქართველოში საარსებო მინიმუმს 1997 წლიდან ითვლიან. სწორედ ამ წელს მიიღო პარლამენტმა კანონი, რომელიც დღესაც მოქმედებს. კანონის მიხევდით, საარსებო მინიმუმი წარმოადგენს სოციალური ორიენტირს, რომელიც გამოიყენება ხელფასების, პენსიების, სტიპენდიების, შემწეობებისა და სხვა სოციალური გასაცემლების მინიმალური ოდენობის განსაზღვრისათვის. შესაბამისად, მის ოდენობას, ქვეყანაში მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სოციალური დატვირთვა აქვს.


საარსებო მინიმუმის გამოანგარიშება ხდება სპეციალური სასურსათო კალათის მეშვეობით, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით, 2003 წლის 8 მაისს განისაზღვრა. მეტიც, საარსებო მინიმუმი მხოლოდ და მხოლოდ სურსათის ღირებულების გამომხატველი მაჩვენებელია.


საარსებო მინიმუმში არ შედის კომუნალური ტარიფების ღირებულება, ტრანსპორტის ღირებულება და სხვა მრავალი ხარჯი, რომელთა გაღებაც ყველა ადამიანს უწევს. დღეს არსებული სისტემა მხოლოდ და მხოლოდ საკვების ღირებულებას ეფუძნება.


საკვები რაციონი, რომლის მიხედვითაც შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი გამოიანგარიშება, დღეში 2300 კილოკალორიას მოიცავს. ეს ცხრილი ასე გამოიყურება: (შემოკლებით)


პური - თვეში 7.5 კილოგრამი (დღეში 250 გრამი)


ლობიო - თვეში 600 გრამი;


ბრინჯი - თვეში 300 გრამი;


მაკარონი - თვეში 450 გრამი;


ღორის ხორცი - თვეში 300 გრამი;


ქათმის ხორცი - თვეში 600 გრამი;

ძეხვი - თვეში 300 გრამი;


კარტოფილი - თვეში 4.5 კილოგრამი;


კომბოსტო - თვეში 1.2 კილოგრამი;


მაწონი - თვეში 750 გრამი


მსოფლიოს ქვეყნების ნაწილი საარსებო მინიმუმს საერთოდ არ ითვლის. არ არსებობს ერთიანი საერთაშორისო მეთოდოლოგია, თუ როგორ უნდა აღირიცხოს საარსებო მინიმუმი.


შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, საქართველოში საარსებო მინიმუმს აღრიცხავენ თითქმის ანალოგიური სისტემით, რაც 2005 წლამდე ყაზახეთში გამოიყენებოდა. საუბარია, 70%/30%-ის პროპორციულ განაწილებაზე. ყაზახეთში დღეს მოქმედი სისტემით, საარსებო მინიმუმში საკვების წილი არის 60%, ხოლო სხვა საყოფაცხოვრებო ხარჯების წილია 40%.


რუსეთში საარსებო მინიმუმის სტატისტიკაში არასაყოფაცხოვრებო ხარჯები სასურსათო ხარჯების მექანიკურ დანამატს არ წარმოადგენს და ეს ის ტანსაცმლისგან, საყოფაცხოვრებო ხარჯებისგან, ელექტროენერგიის, წყლისა და ბუნებრივი აირის ტარიფისგან, ჯანდაცვისა და სატრანსპორტო ხარჯებისგან შედგება. მსგავსი მეთოდოლოგია მოქმედებს ტაჯიკეთშიც.



სოფო ქსოვრელი 





წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი გაიხსნა

წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი გაიხსნა
access_time2021-05-11 10:54:33
ალექსანდრე ჭავჭავაძის წინანდლის სახლ-მუზეუმში მორიგი საგაზაფხულო სეზონი გაიხნა. „მეხსიერების ფრაგმენტები“ სერგო ფარაჯანოვის და გოგი ალექსი-მესხიშვილის ნამუშევრების ერთობლივი გამოფენის სახელწოდებაა, რომელიც ამ ორი ხელოვანის შემოქმედებას განსაკუთრებული რაკურსით წარმოაჩენს.     კერძო კოლექციებიდან შეგროვებული ნამუშევრების უმეტესობას დამთვალიერებელი წინანდლის მუზეუმის საექსპოზიციო სივრცეში პირველად იხილავს. მათი შემოქმედებისთვის ვიზუალური თხრობაა დამახასიათებელი და...

„თიბისის“ და „საქართველოს ბანკის“ „ტოქსიკური“ სესხების ოდენობა სხვებთან შედარებით რადიკალურად შემცირდა - რა გამოიწვია „ამორეზერვებამ“?

„თიბისის“ და „საქართველოს ბანკის“ „ტოქსიკური“ სესხების ოდენობა სხვებთან შედარებით რადიკალურად შემცირდა - რა გამოიწვია „ამორეზერვებამ“?
access_time2021-05-11 10:00:53
კომერციული ბანკების ფინანსური ანგარიშგებების 2021 წლის I კვარტლის მონაცემების მიხედვით, Top 5 კომერციული ბანკის „ტოქსიკური“ სესხების ოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა. საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე „კომერსანტთან“ ამბობს, რომ პანდემიის გამო საბანკო სესხების ნაწილი „ამორეზერვდა“, რამაც რადიკალურად შეამცირა სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვის მაჩვენებელი. „ბანკებმა მსესხებლებს 2 ეტაპად გადაუვადეს სესხები, რომელთა ნაწილი...

„რითეილ ბაზრის მოთამაშეები არათანაბარ პირობებში არიან და მათ თანაბარი შესაძლებლობები არ ეძლევათ“ – „ფრესკო“

„რითეილ ბაზრის მოთამაშეები არათანაბარ პირობებში არიან და მათ თანაბარი შესაძლებლობები არ ეძლევათ“ – „ფრესკო“
access_time2021-05-11 11:00:25
ხელისუფლების მხრიდან რითეილ ბიზნესების არათანაბარ პირობებში ჩაყენებაზე არაერთი ამ ბაზრის მოთამაშე საუბრობს. ძირითად შემთხვევაში პრობლემა ჰიპერმარკეტების ქსელ „კარფურს“ უკავშირდება და მის მიმართ ხელისუფლების მხრიდან პრივილეგიების მინიჭებას. არსებულ არაკონკურენტულ გარემოზე „ფრესკოშიც“ საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ რითეილ სექტორისთვის ასევე პრობლემაა გამჭვირვალობის ნაკლებობა და ერთიანი სტანდარტის არ არსებობა. „კომერსანტთან“ ფრესკოს გენერალურმა დირექტორმა სოფიო...

10 მაისი - რეგიონში ყველა ვალუტა გამყარდა

10 მაისი - რეგიონში ყველა ვალუტა გამყარდა
access_time2021-05-10 18:00:34
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 10 მაისის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 62 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 10 მაისის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 11 მაისისაა) ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-05-10 21:00:50
საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ შავ სიში შეყვანილ კომპანიას საქართველოს მთავრობამ 805 843 391 ღირებულების 7 კონტრაქტი გაუფორმა ერთ-ერთი ასეთი კომპანია „SINOHYDRO Corporation Limited“ - ია, კომპანია რომელიც მსოფლიოში თავისი ცუდი რეპუტაციით...


მსგავსი სიახლეები

up