„საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე, UNESCAP-ის სტატისტიკის კომიტეტის ბიუროს თავმჯდომარედ აირჩიეს

„საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე, UNESCAP-ის სტატისტიკის კომიტეტის ბიუროს თავმჯდომარედ აირჩიეს

access_time2020-08-26 19:05:46

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე, წყნარი ოკეანის ეკონომიკური და სოციალური კომისიის (UNESCAP) სტატისტიკის კომიტეტის ბიუროს მე-7 სესიაზე, ორი წლის ვადით, სტატისტიკის კომიტეტის ბიუროს თავმჯდომარედ აირჩიეს.


მათივე ინფროაცმიით, ქართული სტატისტიკის ისტორიაში საქართველოს წარმომადგენელი UNESCAP-ის სტატისტიკის კომიტეტის ბიუროს თავმჯდომარე პირველად გახდა, რაც ქვეყნისთვის წარმოადგენს უდიდეს შესაძლებლობას, ოფიციალური სტატისტიკის შემდგომი განვითარებისა და გაუმჯობესების თვალსაზრისით.


სტატისტიკის კომიტეტის ბიუროს თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ, გოგიტა თოდრაძემ მადლობა გადაუხადა მონაწილეებს გამოცხადებული ნდობისთვის და საქართველოსა და UNESCAP-ის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.


„ჩემთვის დიდი პატივია გამოვხატო გულწრფელი მადლიერება დღევანდელი სესიის დელეგატების მიმართ. მოხარული და ამაყი ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა მოგმართოთ, სტატისტიკის კომიტეტის ახლად არჩეული თავმჯდომარის რანგში. მინდა დაგარწმუნოთ, რომ საქართველო, როგორც გაეროს სტატისტიკის კომისიის წევრი, თქვენი სანდო პარტნიორია, რომელიც განაგრძობს გაეროს ESCAP-ის სტატისტიკის კომიტეტის მხარდაჭერას, მის წინაშე მდგარი ამოცანების მისაღწევად. წინ მნიშვნელოვანი სამუშაოა. ბიუროს წევრები და მე ყველაფერს გავაკეთებთ.



იმისთვის, რომ სტატისტიკის კომიტეტმა შეასრულოს დასახული მიზნები და მიაღწიოს წარმატებას, საერთაშორისოდ აღიარებული პროფესიული ეთიკის ნორმებისა და პრინციპების დაცვით“, - განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.


ღონისძიების ფარგლებში, გოგიტა თოდრაძემ ახლადარჩეული თავმჯდომარის რანგში მონაწილეობა მიიღო მაღალი დონის პანელურ დისკუსიაში, ისაუბრა მდგრადი განვითარების 2030 წლის დღის წესრიგზე, ოფიციალური სტატისტიკის წარმოების პროცესებში თანამედროვე ტექნოლოგიების როლზე, ალტერნატიული მონაცემების მნიშვნელობაზე, სტატისტიკის სისტემის წინაშე არსებულ გამოწვევებზე და მისი განვითარების ძირითად მიმართულებებზე.


UNESCAP-ის სტატისტიკის კომიტეტის რიგით მე-7 სესია 26 აგვისტოს გაიხსნა და მიმდინარე კვირის განმავლობაში გაგრძელდება. სტატისტიკის კომიტეტის ბიუროს თავმჯდომარის და ახალი წევრების არჩევნები სესიის პირველივე დღეს გაიმართა, რომელშიც UNESCAP-ის 50-ზე მეტი წევრი ქვეყნის სტატისტიკის სამსახურის ხელმძღვანელები და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების (UNSD, UNDP, UNICEF, UN WOMAN, FAO, IOM) მაღალი რანგის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.


ბიურო სტატისტიკის კომიტეტის საკონსულტაციო და მაკოორდინირებელი ორგანოა, რომელიც მას თავისი ფუნქციების შესრულებაში ეხმარება. განახლებული ბიურო 6 წევრისგან შედგება, რომელიც საქართველოსთან ერთად, ინდოეთის, მალაიზიის, ფილიპინების, მონღოლეთის, და ფიჯის სტატისტიკის სამსახურების ხელმძღვანელებს აერთიანებს.


რაც შეეხება UNESCAP-ის სტატისტიკის კომიტეტს, ის წარმოადგენს უმაღლესი დონის მთავრობათაშორის ფორმატს და სტატისტიკის საკითხებზე გადაწყვეტილების მიმღებ მთავარ ორგანოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში.


წინა მოწვევის ბიუროს 2018 წლიდან მალაიზიის სტატისტიკის სამსახურის უფროსი ხელმძღვანელობდა, რომელიც საქართველოსთან ერთად, ჩინეთის, ირანის, მიანმარის და სამოას სტატისტიკის სამსახურების ხელმძღვანელებს აერთიანებდა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up