საქსტატი სპილენძის მადნების რეექსპორტს ადგილობრივ ექსპორტად აღრიცხავს

საქსტატი სპილენძის მადნების რეექსპორტს ადგილობრივ ექსპორტად აღრიცხავს

access_time2021-08-25 11:00:43

7 თვეში საქართველოდან ექსპორტმა რეკორდულ მაჩვენებელს - $2.276 მლრდ–ს მიაღწია, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 1.27-ჯერ, ხოლო 5 წლის წინანდელ მაჩვენებელს 2-ჯერ აღემატება.

 

ექსპორტში პირველი ადგილი $466 მლნ-ით სპილენძის მადნებმა დაიკავეს, მისმა წილმა 20%-ს გადააჭარბა. სპილენძის მადნებს საქართველო ძირითადად სომხეთისგან ყიდულობს და ჩინეთში ყიდის, თუმცა საქსტატი მას მაინც ადგილობრივ ექსპორტად აღრიცხავს.

 

2021 წლის იანვარ-ივლისში საქართველომ სომხეთიდან $272 მლნ-ის იმპორტი განახორციელა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15%-ით მეტი.

 

2020 წელს 2019 წელთან შედარებით სომხეთიდან იმპორტი 57%-ით $422 მლნ-მდე გაიზარდა, ეს მაშინ როცა ჯამური იმპორტი $1.5 მლრდ-ით $8 მლრდ-მდე შემცირდა.

 

რაც შეეხება უშუალოდ სპილენძის მადნებს, მიმდინარე წლის პირველ 7 თვეში, მისი იმპორტი 31%-ით $396 მლნ-მდე გაიზარდა. Commersant აღნიშნული საკითხის გასარკვევად საქსტატს დაუკავშირდა.


 

საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის ლიკა ძებისაურის განმარტებით, საქართველო მადნების გადამუშავებასა და გამდიდრებას ახდენს და ამის გამო მისი ექსპორტი შიდა ექსპორტად აღირიცხება და არა რეექსპორტად.

 

რამდენი პროცენტით იზრდება გადამუშავების შემდეგ მადნების ღირებულება უცნობია. გადამუშავების მიუხედავად ჩინეთში და სხვა ქვეყნებშიც ექსპორტი მაინც მადნების სახით ხორციელდება და არა მზა პროდუქციის, რაც აჩენს იმის თქმის საფუძველს, რომ გადამუშავების წილი საექსპორტო ღირებულებაში არც ისე დიდია.

 

იანვარ-ივლისში ჩინეთში ექსპორტზე სულ $370 მლნ-ის პროდუქცია გავიდა, 48%-ით მეტი ვიდრე შარშან იმავე პერიოდში. ჩინეთში ექსპორტის 82%-ზე მეტი სწორედ სპილენძის მადნებზე მოდიოდა.

 

2018 წლის 1-ლი იანვრიდან საქართველო-ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ამოქმედდა, რის გამოც საქართველოსთვის ჩინეთში რეექსპორტიც მომგებიანი გახდა. 2020 წლიდან ჩინეთმა საექსპორტო პარტნიორებში პირველი ადგილი დაიკავა, 2021 წელს კი პოზიციები უფრო მეტად გაიმყარა. ჩინეთის წილი ექსპორტში 2017 წელს 7.3%-ს, 2020 წელს 14.3%-ს, 2021 წლის იანვარ-ივლისში კი 16.3%-ს შეადგენდა.

 

წმინდა ექსპორტის მსგავსად ქვეყნისთვის რეექსპორტიც მომგებიანია, ის დამატებით ღირებულებას ქმნის, უარყოფით სავაჭრო ბალანსს ამცირებს და ადამიანებს ასაქმებს, თუმცა მისი ეფექტი შედარებით მცირეა.

 

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა საქსტატის მეთოდოლოგია კითხვებს აჩენს. აპრილში ეკონომიკის 45%-იანი ზრდა და იქამდე ბიუჯეტიდან სუბსიდირებული ელექტროენერგიის გაიაფებად აღრიცხვა და ინფლაციის განაკვეთის ხელოვნურად შემცირება განმარტების მიუხედავად სათანადოდ ვერ იქნა ახსნილი.

 

გიორგი ელიზბარაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up