“საქსტატი” საარსებო მინიმუმის გაანგარიშების მეთოდოლოგიის გადახედვას არ გამორიცხავს

“საქსტატი” საარსებო მინიმუმის გაანგარიშების მეთოდოლოგიის გადახედვას არ გამორიცხავს

access_time2019-04-22 14:45:16

მიმდინარე წელს “საქსტატი” საარსებო მინიმუმის გაანგარიშების მეთოდოლოგიის გადახედვას არ გამორიცხავს, – ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” “საქსტატის” აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ საარსებო მინიმუმის მაჩვენებლის კომენტირებისას განუცხადა.


მისივე თქმით, აღნიშნული მაჩვენებელი საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავდა და შესაბამისად, სწორედ ამ უწყებასთან კომუნიკაციას აპირებს “საქსტატი” მეთოდოლოგიის ცვლილებასთან დაკავშირებით.


“საარსებო მინიმუმის გაანგარიშებისას “საქსტატი” ეყრდნობა იმ მეთოდოლოგიას, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის 2003 წლის ბრძანებით შემუშავდა. სამწუხაროდ, ამ მაჩვენებელთან დაკავშირებით არ არსებობს საერთაშორისო მეთოდოლოგია. ევროპული ქვეყნები მას არ ანგარიშობენ. ეს მაჩვენებელი ისეთ ქვეყნებში გაიანგარიშება, როგორიცაა ყაზახეთი, ბელარუსი და საერთაშორისო პრაქტიკა მწირია ამ მხრივ. ჩვენ შეგვიძლია ჯანდაცვის სამინისტროსთან ვითანამშრომლოთ და განვიხილოთ ამ მაჩვენებლის მეთოდოლოგიის ცვლილება,” – განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.


“საქსტატის” აღმასრულებელი დირექტორი მოსალოდნელ ცვლილებეს შორის სასურსათო კალათის შემადგენლობის გადახედვას ასახელებს.


“უპირველეს ყოვლისა, უნდა გადაიხედოს მინიმალური სასურსათო კალათის შემადგენლობა, მეორე – უნდა დავაკვირდეთ შინამეურნეობის ხარჯების სტრუქტურას, რათა სასურსათო და არასასურსათო ხარჯების პროპორცია განისაზღვროს და მესამე -უნდა შეფასდეს თანაცხოვრების კოეფიციენტები, თუ საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 160 ლარია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ორსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 2-ჯერ მეტი იქნება,” -განმარტა თოდრაძემ.



“ინტერპრესნიუსის” კითხვაზე, რამდენად საჭიროა ეს მაჩვენებელი და შესაძლოა, თუ არა მისი გაუქმება, “საქსტატის” დირექტორი განმარტავს, რომ ეს საკითხი პოლიტიკის გამტარებლების გადასაწყვეტია.


“გვჭირდება თუ არა ეს მაჩვენებელი პოლიტიკის გამტარებლებმა და მომხმარებლებმა უნდა გადაწყვიტონ. ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული მეთოდოლოგიით ვანგარიშობთ მაჩვენებელს. რაც შეეხება გაუქმებას, ამას საკანონმდებლო ცვლილებები დასჭირდება, რადგან ის ბევრ კანონშია დაფიქსირებული,” – განაცხადა თოდრაძემ.


შეგახსენებთ, რომ „საქსტატის“ გაანგარიშებით, საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი, 2019 წლის მარტის მონაცემებით, 160 ლარი და 50 თეთრია, საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი კი — 304 ლარი.


ცნობისთვის, საარსებო მინიმუმს „საქსტატი“ მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე ადგენს. სასურსათო კალათას უწოდებენ პროდუქტების ერთობლიობას, რომელიც, „საქსტატის“ თანახმად, შეიცავს ადამიანისთვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების (კალორიების, ცხიმების, ცილების და ნახშირწყლების) რაოდენობას.


ამჟამად სასურსათო კალათში 40 პროდუქტია შეტანილი, დაწყებული ხორბლის პურით, დასრულებული ჩაით. ამ პროდუქტების წონები ისეა გადანაწილებული, რომ ადამიანს დღიურად 2300 კილოკალორია გამოუვიდეს.



IPN





Die Welt: ამერიკა - პანდემიის მესამე ტალღის მოლოდინში

Die Welt: ამერიკა - პანდემიის მესამე ტალღის მოლოდინში
access_time2020-11-23 20:00:47
კორონაკრიზისი შტატებში ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო მწვავდება, თუმცა, პრეზიდენტი ტრამპი ტვიტერში კომენტარების წერით და გოლფის თამაშითაა დაკავებული. დემოკრატები სიტუაციის შემდგომი გამწვავების თავიდან არიდებას ცდილობენ, მაგრამ თეთრი სახლი ამ მცდელობების ბლოკირებას ახდენს.   ამერიკის ექთნების პროფკავშირის თავჯდომარე მერი ტერნერი შტატ მინესოტას ერთ-ერთ კლინიკაში მუშაობს და ეპიდემიოლოგიური ვითარებას თვალს ფრონტის წინა ხაზიდან ადევნებს.   ამ დღეებში...

Bloomberg: 2021 წელს ნავთობგადამუშავების მსოფლიო ლიდერი ჩინეთი გახდება

Bloomberg: 2021 წელს ნავთობგადამუშავების მსოფლიო ლიდერი ჩინეთი გახდება
access_time2020-11-23 18:00:49
მე-19 საუკუნის ბოლოდან დღემდე მსოფლიო ლიდერი ნავთობგადამუშავების დარგში აშშ იყო - პირველად, ასწლეულების მანძილზე ეს რეალობა იცვლება და პირველ ადგილზე ჩინეთი გადის. სავარაუდოდ, ეს უკვე 2021 წელს მოხვდება. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ინფორმაციით, პეკინი ნავთობგადამამუშავებელ სიმძლავრეებს აქტიურად ზრდის და ამ ბაზარზე ლიდერობისთვის ემზადება. კერძოდ, ჩინეთში 4 ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა შენდება, მაშინ, როდესაც შტატებში პირიქით, იხურება -...

ნათია მეზვრიშვილმა თანამდებობა დატოვა

ნათია მეზვრიშვილმა თანამდებობა დატოვა
access_time2020-11-23 15:44:28
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს.    "13-წლიანი უკიდურესად საინტერესო და გამოწვევებით სავსე საქმიანობის შემდეგ, დღეს დავტოვე საჯარო სამსახური. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ საჯარო მოხელეს, რომლებთან ერთადაც ბევრი წელი გავატარე. მადლობა ყველას - მთავრობაში, პარლამენტში, პოლიტიკაში თუ პოლიტიკის მიღმა, საერთაშორისო პარტნიორებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჟურნალისტებს და...

კარანტინის შემდეგ, კომპანიების 25%-მა საქმიანობა ვერ აღადგინა

კარანტინის შემდეგ, კომპანიების 25%-მა საქმიანობა ვერ აღადგინა
access_time2020-11-23 16:00:45
კარანტინის შემდეგ, კომპანიების 25%-მა ვერ განაახლა საქმიანობა, - ასეთია ინვესტორთა საბჭოს და EBRD-ს მიერ მომზადებული კვლევის შედეგები. მათგან 51%-მა დახურული საზღვრები საქმიანობის განახლების ძირითად შემაფერხებელ მიზეზად დაასახელა. ეს პრობლემა ყველაზე მნიშვნელოვანი სირთულეა არა მხოლოდ ტურიზმთან დაკავშირებული, არამედ თითქმის ყველა სხვა სექტორისთვისაც. შემდეგი ორი მნიშვნელოვანი შეფერხება ეხებოდა მოთხოვნის შემცირებას (20%) და რეგულაციებს (10%).  საქმიანობის განახლების ყველაზე დაბალი...

კომერციული ბანკების მოგება 101,548 მლნ ლარით გაიზარდა

კომერციული ბანკების მოგება 101,548  მლნ ლარით გაიზარდა
access_time2020-11-23 13:00:56
კომერციულმა ბანკებმა 2020 წლის ოქტომბერი 166,189 მლნ ლარის წმინდა მოგებით დაასრულეს.   ეს კი წინა თვესთან შედარებით, 101,548 მლნ ლარით მეტია. სექტემბერში ბანკების წმინდა მოგება 64,641 მლნ ლარს შეადგენდა.   ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის ოქტომბერში კომერციული ბანკების მიერ ჯარიმა/საურავებიდან მიღებულმა შემოსავალმა 5,516 მლნ ლარი; საკონვერსიო ოპერაციებიდან მიღებულმა წმინდა მოგება/ზარალმა -3,257 მლნ ლარი...


მსგავსი სიახლეები

up