საქსტატი მონაცემთა შეგროვების თანამედროვე მეთოდებს ნერგავს

საქსტატი მონაცემთა შეგროვების თანამედროვე მეთოდებს ნერგავს

access_time2021-03-29 23:30:00

საქსტატი სამუშაო ძალის გამოკვლევაში მონაცემთა შეგროვების თანამედროვე მეთოდებს ნერგავს, რა მიზნითაც საველე პერსონალისთვის ფართომასშტაბიან ტრენინგებს ატარებს. ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.


„2021 წლის აპრილიდან საქსტატი სამუშაო ძალის გამოკვლევას კომპიუტერიზირებული პერსონალური ინტერვიუს (CAPI) მეთოდით განახორციელებს.


CAPI-ს მეთოდით მონაცემთა შეგროვება აღნიშნულ გამოკვლევაში პირველად განხორციელდება და ის ქაღალდის კითხვარებს ჩაანაცვლებს. ახალი მეთოდი მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს რესპონდენტის ტვირთს, შეამცირებს მონაცემთა დამუშავებისთვის საჭირო დროს და გააუმჯობესებს სტატისტიკური ინფორმაციის ხარისხს.



აღნიშნულთან დაკავშირებით საქსტატის 200-მდე საველე პერსონალს გამოკვლევის მეთოდოლოგიასა და პლანშეტების გამოყენებით მონაცემთა შეგროვების საკითხებზე მიმდინარე კვირაში ტრენინგები უტარდებათ.


პლანშეტებისათვის პროგრამული უზრუნველყოფა მსოფლიო ბანკის პროგრამის Survey Solution გამოყენებით შეიქმნა.


აღსანიშნავია, რომ მონაცემთა შეგროვების ელექტრონული მეთოდი საქსტატში პირველად 2018 წელს, სასოფლო მეურნეობათა შერჩევით გამოკვლევაში დაინერგა და მისი გამოყენება დღემდე წარმატებით ხორციელდება, სხვადასხვა გამოკვლევის ფარგლებში“ – ნათქვამია ინფორმაციაში.


თეგები:
საქსტატი



"ჯერჯერობით კონსესუსს ვერ მივაღწიეთ" - ლუდის ინდუსტრია ხელისუფლებისგან შეღავათებს ითხოვს

access_time2021-05-14 15:00:48
ლუდის სექტორსა და სახელმწიფოს შორის რიგ საკითხებზე შეთანხმების მიღწევა ამ დრომდე ვერ ხერხდება. კორონავირუსის პანდემიის პირობებში ინდუსტრია მთავრობისგან დახმარებას ითხოვდა, თუმცა უშედეგოდ. სექტორის მხრიდან წაყენებულ მოთხოვნებს შორის აქციზის გადახედვა და დღგ-ს გადავადება პრიორიტეტულ საკითხებად სახელდებოდა.   როგორც კომპანია „ზედაზენის“ დირექტორი, კახაბერ კოტრიკაძე აცხადებს, სექტორს მძიმე ტვირთად დააწვა ახლად ამოქმედებული რეგულაციებიც.   „სახელმწიფოს...

საარსებო მინიმუმი გაიზარდა და ახლა 202,8 ლარია — საქსტატი

საარსებო მინიმუმი გაიზარდა და ახლა 202,8 ლარია — საქსტატი
access_time2021-05-14 12:00:55
აპრილში საარსებო მინიმუმი წლიურად 3,2 ლარით გაიზარდა და შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის არსებობისთვის საჭირო მინიმალური თანხის ოდენობამ 202,8 ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.   2021 წლის აპრილის თვეში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი წლიურად 2,8 ლარით გაიზარდა და 179,6 ლარი შეადგინა. წინა თვესთან შედარებით, არსებობისთვის საჭირო მინიმალური თანხის ოდენობა კი შრომისუნარიანი მამაკაცისთვის 1,8 ლარით, ხოლო საშუალო მომხმარებლისთვის 1,5 ლარით არის...

#სპონსორიაკროკობეთი - 1 000 000 ქართული სპორტის მხარდასაჭერად!

  #სპონსორიაკროკობეთი - 1 000 000 ქართული სპორტის მხარდასაჭერად!
access_time2021-05-14 10:55:53
13 მაისს, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ კროკობეთის პრეზენტაცია გაიმართა. კომპანია ბოლო 2 წლის განმავლობაში 10 საფეხბურთო და 1 საკალათბურთო გუნდს, 2 ინვიდიდუალური სპორტის სახეობის წარმომადგენელს, საქართველოს BMW-ს კლუბს, საქართველოს დრაგ რეისინგისა და დრიფტის სერიებს ასპონსორებს, ღონისძიებას კი თითოეული გუნდის წარმომადგენელი და სპორტსმენი ესწრებოდა, რომლებმაც საზეიმო ვითარებაში მემორანდუმს მოაწერეს...

ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 7% -ით $ 65 მლნ-მდე გაიზარდა - ქვეყნიდან 28,3 მლნ-მდე ბოთლი გავიდა

ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 7% -ით $ 65 მლნ-მდე გაიზარდა - ქვეყნიდან 28,3 მლნ-მდე ბოთლი გავიდა
access_time2021-05-14 12:30:00
2021 წლის იანვარ-აპრილში, საქართველოდან მსოფლიოს 55 ქვეყანაში 28,3 მლნ-მდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც 15%-ით აღემატება 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. „ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 65 მლნ-მდე აშშ დოლარია, ზრდამ, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 7%-ს მიაღწია. ექსპორტი გაიზარდა ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: პოლონეთი - 2% (1,841,192 ბოთლი), ჩინეთი - 19%...

2016 წლიდან დღემდე კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუსრულებლობით დაზარალებული 99 პირი დაკმაყოფილდა

2016 წლიდან დღემდე კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუსრულებლობით დაზარალებული 99 პირი დაკმაყოფილდა
access_time2021-05-14 13:00:50
კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუსრულებლობით დაზარალებულ პირთა დაკმაყოფილების მიზნით განხორციელებული სხვადასხვა პროექტის ფარგლებში 2016 წლის წლის 9 მარტიდან 2021 წლის 10 მაისის მონაცემებით ჯამში დაკმაყოფილებულ იქნა 1276 პირი. ამის შესახებ „კომერსანტს“ თბილისის მერიაში განუცხადეს. მოწოდებული ინოფრმაციის მიხედვით უკვე დასრულებული ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით - ბინით  99 პირი დაკმაყოფილდა, ხოლო დაზარალებულ პირთათვის გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე და ამავე მიწის ნაკვეთებზე ინტერესთა...


მსგავსი სიახლეები

up