საქსტატი: ისტორიაში პირველად, საქართველოს სტატისტიკის სისტემა ევროპის საუკეთესო ოცეულში დასახელდა

საქსტატი: ისტორიაში პირველად, საქართველოს სტატისტიკის სისტემა ევროპის საუკეთესო ოცეულში დასახელდა

access_time2021-02-08 18:00:00

ორგანიზაცია „Open Data Watch“-მა ღია მონაცემთა აღწერის (Open Data Inventory – ODIN) რიგით მეხუთე ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც წარმოდგენილია მსოფლიოს ქვეყნების ოფიციალური სტატისტიკის სამსახურების შეფასება, სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით. ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.



„ODIN-ის შეფასებით, 2020 წელს საქართველოს სტატისტიკის სისტემის საერთო შეფასებამ 69 ქულა შეადგინა. ამასთან, ქვეყნის რეიტინგი წინა შეფასებასთან შედარებით 8 პოზიციით გაუმჯობესდა და საქართველომ მსოფლიოს ქვეყნებს შორის, 39-დან 31-ე ადგილზე გადაინაცვლა.



ანგარიშის მიხედვით საქართველო რეიტინგით უსწრებს ევროკავშირის 12 ქვეყანას (იტალია, საფრანგეთი, ბელგია, პორტუგალია, რუმინეთი, უნგრეთი, ლუქსემბურგი, ხორვატია, კვიპროსი, საბერძნეთი, ლატვია, მალტა) და ისტორიაში პირველად, ევროპის საუკეთესო ქვეყნების ოცეულში დასახელდა.



იმავე ანგარიშის თანახმად, საქართველო ასევე უსწრებს ისეთ განვითარებულ ქვეყნებს, როგორიცაა იაპონია, გაერთიანებული სამეფო, ჩინეთი და ინდონეზია. ამასთან, ODIN-ის შეფასებით, საქართველოს სტატისტიკის სისტემა რეიტინგით ისეთი ქვეყნების დონეზეა, როგორიცაა - ავსტრია, შვეიცარია და მექსიკა.




ODIN-ის დანიშნულებაა ოფიციალური სტატისტიკის მოცვისა და მასზე ხელმისაწვდომობის ობიექტური შეფასება, რომელიც ეფუძნება ღია მონაცემთა განსაზღვრებას. მსოფლიოს ქვეყნების მიხედვით მონაცემთა აღწერასა და ცვლილებების შეფასებას Open Data Watch უკვე მეხუთე წელია ახორციელებს. შეფასების ელემენტები კატეგორიებისა და კრიტერიუმების მიხედვით ხელმისაწვდომია ბმულზე: https://odin.opendatawatch.com/Report/countryProfileUpdated/GEO?year=2020. ამასთან, სისტემა წლების მიხედვით მონაცემების შედარების საშუალებასაც იძლევა.



2020 წელს ღია მონაცემთა შეფასება 187 ქვეყანაში ჩატარდა, რამაც მოიცვა 22 სტატისტიკური კატეგორია და 65 მაჩვენებელი. შეფასების მიხედვით საქართველო რეგიონში ლიდერობს და პირველ ადგილზეა.



შეფასება მოიცავს ეკონომიკური, სოციალური და დემოგრაფიული სტატისტიკის ძირითად მიმართულებებს, როგორიცაა: ეროვნული ანგარიშები, მოსახლეობა და დემოგრაფია, დასაქმების, უმუშევრობის და ფასების სტატისტიკა, განათლება და ჯანდაცვა, გენდერული სტატისტიკა, სამართალდარღვევების სტატისტიკა, სიღარიბის მაჩვენებლები, სახელმწიფო ფინანსები, საგარეო ვაჭრობა, საგადასახდელო ბალანსი, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა, ენერგეტიკა და სხვ. თითოეული მაჩვენებლის მიხედვით შეფასების მეთოდოლოგია განთავსებულია „Open Data Watch“-ის ვებ-გვერდზე“ – ნათქვამია ინფორმაციაში.






თეგები:
საქსტატი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up