საქსტატი: რა ხდება თევზის ბიზნესში

საქსტატი: რა ხდება თევზის ბიზნესში

access_time2018-12-06 13:10:16


 სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2018 წელს პირველად ჩაატარა ქვეყანაში არსებული აკვაკულტურის მეურნეობების საპილოტე გამოკვლევა, რომლის ფარგლებშიც გამოიკითხა 700-მდე აკვაკულტურის მეურნეობა.


საქსტატის ინფორმაციით, გამოკვლევას ექვემდებარებოდნენ შინამეურნეობები და იურიდიული პირები, რომელთაც 2017 წლის განმავლობაში სარგებლობაში ჰქონდათ აკვაკულტურისათვის განკუთვნილი წყალსატევი და შესაბამისად, ეწეოდნენ
აკვაკულტურის საქმიანობას.



გამოკვლევის შედეგად 2017 წლის ბოლოსათვის აკვაკულტურისათვის განკუთვნილი წყალსატევების ფართობი 4 309.0 ჰექტარით განისაზღვრა, საიდანაც ტბორების ფართობმა 2 224.6 ჰექტარი, აუზების ფართობმა - 27.6 ჰექტარი, ხოლო წყალსაცავების და ბუნებრივი წყალსატევების (ტბა ან ტბის ნაწილი, მდინარის ნაწილი, ზღვის ნაწილი) ფართობმა - 2 056.8
ჰექტარი შეადგინა.



2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ტბორების ყველაზე დიდი ნაწილი კახეთში მდებარეობდა და საერთო ფართობი 1 473.5 ჰექტარი იყო. ტბორების ფართობმა სამეგრელოზემო სვანეთში 476.2 ჰექტარი, იმერეთში 103.5 ჰექტარი, ხოლო დანარჩენ რეგიონებში ჯამურად 171.5 ჰექტარი შეადგინა.




2017 წლის ბოლო მდგომარეობით აუზების ყველაზე დიდი ნაწილი შიდა ქართლშია განთავსებული, საერთო ფართობით - 18.2 ჰექტარი. სამცხე-ჯავახეთში არსებული აუზების ფართობი შეადგენს 3.5 ჰექტარს, აჭარაში - 1.8 ჰექტარს, გურიაში - 1.7 ჰექტარს, ხოლო დანარჩენ რეგიონებში არსებული აუზების მთლიანი ფართობი 2.4 ჰექტარს არ აღემატება.



2017 წელს საქართველოში აკვაკულტურის მეურნეობების მიმართულებით  წარმოებული იყო 2 041.7 ტონა თევზი, საიდანაც
57.0 პროცენტი მიეკუთვნება ორაგულისებრთა, 38.5 პროცენტი კობრისებრთა, ხოლო 3.7 პროცენტი ზუთხისებრთა ოჯახს. 



ორაგულისებრთა წარმოებაში უდიდესი წილით (98.3 პროცენტი) ცისარტყელა კალმახი არის წარმოდგენილი. რაც შეეხება კობრისებრთა ოჯახს, 42.7 პროცენტი მოდის თეთრი და ჭრელი სქელშუბლას წარმოებაზე.



2017 წელს წარმოებული თევზის მიხედვით ლიდერობს კახეთის რეგიონი, რომელზეც მოდის საქართველოში წარმოებული თევზის 35.1 პროცენტი. სტრუქტურაში მეორე ადგილს იკავებს შიდა ქართლი 26.6 პროცენტით, მესამე ადგილზეა გურიის რეგიონი - 14.3 პროცენტით, ხოლო დანარჩენ რეგიონებზე ჯამურად ქვეყანაში წარმოებული თევზის 24.0 პროცენტი მოდის.



2017 წლის ბოლოსათვის აკვაკულტურისათვის განკუთვნილ წყალსატევებში არსებული თევზის საერთო მოცულობა 2 067.6 ტონით განისაზღვრა, საიდანაც 37.8 პროცენტი მიეკუთვნება ორაგულისებრთა ოჯახს, 51.5 პროცენტი კობრისებრთა, ხოლო 9.7 პროცენტი ზუთხისებრთა ოჯახს. აღსანიშნავია ისიც, რომ წყალსატევებში არსებულ ორაგულისებრთა მოცულობაში
უდიდესი წილი მოდის ცისარტყელა კალმახზე (96.8 პროცენტი).


რაც შეეხება ფასებს, საქსტატის ინფორმაციით, 2017 წელს საქართველოში 1 კილოგრამი ცისარტყელა კალმახის საშუალო წლიური ფასი 8.6 ლარით იყო განსაზღრული. კობრისა და სარკისებრი კობრის საშულო ფასი შედარებით დაბალია
და 7.2 ლარს შეადგენდა. რაც შეეხება თეთრი ამურის საშუალო ფასს, 5.7 ლარის ფარგლებშია, ხოლო თეთრი და ჭრელი სქელშუბლის საშუალო ფასი 3.3 ლარს არ აღემატება.







ეკა ბესელიამ “ქართული ოცნება“ დატოვა

ეკა ბესელიამ “ქართული ოცნება“ დატოვა
access_time2019-02-22 12:06:38
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ მმართველი გუნდი დატოვა. შესაბამისი განცხადება მან ჟურნალისტებთან საუბრისას ამ წუთებში გააკეთა. „რთულია ვთქვა, მივდივარ იმ პოლიტიკური გუნდიდან, რომელიც დავაფუძნე ბიძინა ივანიშვილთან ერთად. მივდივარ იქ, სადაც არის საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა... ქართული ოცნება ასცდა 2012 წლის 1-ელი ოქტომბრის იდეალებს. ჩვენ გვაქვს ღირებულებათა სხვაობა,- განაცხადა ეკა ბესელიამ.“ აღნიშნული გადაწყვეტილება ეკა...

ლევან გოგიჩაიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა

ლევან გოგიჩაიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა
access_time2019-02-21 21:18:42
ლევან გოგიჩაიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა. შესაბამისი განცხადება გოგიჩაიშვილმა რამდენიმე წუთის წინ, ჟურნალისტებთან საუბარში გააკეთა. “ყველაფერი ნათელია. მე დღეს უნდა დაგიდასტუროთ, რომ უმრავლესობის ფორმატში პარლამენტის ტრიბუნაზე ბოლო გამოსვლა მქონდა. ჩემთვის ზღვარი წაიშალა. მე ვშიშობდი, რომ ეს ზღვარი წაიშლებოდა. მორალური ზღვარი აღარ არსებობს. "ოცნებამ" დღეს დაკარგა მორალური უპირატესობა, ვინაიდან იმ ადამიანებს დაუჭირა მხარი, ვინც სააკაშვილს წლების განმავლობაში...

ეროვნული ბანკის მორიგი განცხადება თიბისი ბანკზე

ეროვნული ბანკის მორიგი განცხადება თიბისი ბანკზე
access_time2019-02-21 18:15:19
საქართველოს ეროვნული ბანკი მაღალი პასუხისმგებლობით ეკიდება ფინანსური სექტორის სტაბილურობას. კომერციული ბანკების ზედამხედველობა საქართველოში საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ხორციელდება. ეროვნულმა ბანკმა, საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტის 2019 წლის 13 თებერვლის სხდომაზე განხილვის შედეგად, მიიღო გადაწყვეტილება  თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილისთვის ხელმოწერის უფლების შეჩერების თაობაზე. ამასთანავე, თიბისი ბანკის...

ირაკლი კოვზანაძე - „თიბისი ბანკის“ აქციონერების გადაწყვეტილება გამართლებულია, პირველ რიგში, ბანკის ინტერესებიდან გამომდინარე

ირაკლი კოვზანაძე - „თიბისი ბანკის“ აქციონერების გადაწყვეტილება გამართლებულია, პირველ რიგში, ბანკის ინტერესებიდან გამომდინარე
access_time2019-02-21 18:55:45
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, კონფლიქტი ამოწურულია, „თიბისი ბანკმა“ უნდა გადაიხადოს ჯარიმა და ეს თემა არის დახურული. როგორც კოვზანაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, „თიბისი ბანკის“ აქციონერების გადაწყვეტილება გამართლებულია,...

შვიდი საუკეთესო ბურგერი თბილისში

 შვიდი საუკეთესო ბურგერი თბილისში
access_time2019-02-22 11:00:28
ევროპაში და ამერიკაში დანერგილმა „კრაფტ ბურგერის“ კულტურამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოშიც გადმოინაცვლა და დღეს ჩვენ ქვეყანაში  საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს.   „კრაფტ ბურგერის“ სეგმენტში რომელი საბურგერეა დღეს ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადი — ამ თემაზე „კომერსანტმა“ გამოკითხვა ჩაატარა....


მსგავსი სიახლეები

up