საქპატენტმა ქართული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელებები: „ვაზისუბანი“, „ნაფარეული“, „გურჯაანი“, „მანავი“, „თელიანი“, „ყვარელი“ და „კახეთი“, რუსეთის ფედერაციაში დაიცვა

საქპატენტმა ქართული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელებები: „ვაზისუბანი“, „ნაფარეული“, „გურჯაანი“, „მანავი“, „თელიანი“, „ყვარელი“ და „კახეთი“, რუსეთის ფედერაციაში დაიცვა

access_time2020-01-28 11:08:18

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა - ,,საქპატენტმა“, შვიდი ქართული ადგილწარმოშობის დასახელება: „ვაზისუბანი“, „ნაფარეული“, „გურჯაანი“, „მანავი“, „თელიანი“, „ყვარელი“ და „კახეთი“ რუსეთის ფედერაციის ინტელექტუალური საკუთრების ფედერალურ სამსახურში (როსპატენტი) დაარეგისტრირა. საქპატენტმა, ქართული დასახელებების სამართლებრივი დაცვის მინიჭების მოთხოვნით, როსპატენტს გასული წლის აგვისტოში მიმართა. აღნიშნულ დასახელებებზე განსაკუთრებული უფლება, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე „ღვინის ეროვნულ სააგენტოს“ მიენიჭა.


აღსანიშნავია, რომ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის მიერ 2016 წელს, ასევე განხორცილდა ქართული ღვინის ექვსი ადგილწარმოშობის დასახელების: „ხვანჭკარა“, „ტვიში“, „ახაშენი“, „წინანდალი“, „მუკუზანი“ და „ქინძმარაული“, რეგისტრაცია.



აღნიშნული ღონისძიებების გატარება უმნიშვნელოვანესია სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის, რუსეთის ფედერაციაში, ქართული ღვინისა და პროდუქტების ცნობილი ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების რეპუტაციის დაცვისა და უფლებების დარღვევის შემთხვევაში, დაცვის სამართლებრივი ბერკეტების მოპოვების მიზნით.


საქპატენტი კვლავ გააგრძელებს სტრატეგიულ ბაზრებზე ქართული ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების რეგისტრაციისა და დაცვისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელებას.


თეგები:
საქპატენტი



ნათია მეზვრიშვილი - ეკონომიკა ვერ ჩაიკეტება, რადგან ეს ყველაფერი დააზარალებს პირველ რიგში, ჩვენს მოქალაქეებს

ნათია მეზვრიშვილი - ეკონომიკა ვერ ჩაიკეტება, რადგან ეს ყველაფერი დააზარალებს პირველ რიგში, ჩვენს მოქალაქეებს
access_time2020-09-22 16:43:09
ეკონომიკის გაჩერების და მკაცრი შეზღუდვების დაწესების რესურსი არ არსებობს, ამაზე თამამად ვსაუბრობთ და ამაში ალბათ გასაკვირი არაფერი არ არის, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, ეკონომიკა ვერ ჩაიკეტება, რადგან ეს დააზარალებს მოქალაქეებს, შესაბამისად იმისთვის, რომ...

„წყალი მარგებელი“ გაყიდვებით პირველია საქართველოში და კონკურენტის გამოჩენა არ გვაშინებს

„წყალი მარგებელი“ გაყიდვებით პირველია საქართველოში და კონკურენტის გამოჩენა არ გვაშინებს
access_time2020-09-22 16:00:20
„თუ არ ვართ უკეთესები, მაშინ დაიდგით, გასინჯეთ და შემდეგ შეადარეთ სხვა წყლებს“, - „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ“ ახალი პროდუქტი „მთის წყალი“ ამბიციური განცხადებებით წარადგინა. არის თუ არა „მთის წყალი“ საუკეთესო მტკნარი წყლის ბაზარზე და როგორ ხვდებიან ამ სფეროს წარმომადგენლები ახალი კონკურენტის გამოჩენას - ამ და სხვა კითხვებით „კომერსანტი“ კომპანია „წყალი მარგებელი“ დაუკავშირდა. როგორც „კომერსანტს“ „წყალი მარგებელის“ მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა ანა...

სამოქალაქო კოდექსით დარეგულირებული საქმიანობის შეზღუდვა რთული იქნება, მევახშეობის აკრძალვა მხოლოდ წინასაარჩევნო დაპირებაა

სამოქალაქო კოდექსით დარეგულირებული საქმიანობის შეზღუდვა რთული იქნება, მევახშეობის აკრძალვა მხოლოდ წინასაარჩევნო დაპირებაა
access_time2020-09-22 12:30:19
„მე არ დავიღლები ამის ლაპარაკით, რომ ადამიანებს ერევათ, მე დავდივარ მიტინგზე, მოდიან ქალბატონები და ამბობენ, ბანკის ძალიან დიდი ვალი მაქვს. მე ყველას ვეკითხები – რომელი ბანკის? იმ 16 ბანკის, რომელმაც მსოფლიოში სახელი გაითქვა და ყველაზე დიდი ინდუსტრია შექმნა? არა და მეუბნებიან მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, ან ვიღაც კერძო პირის თემას. პირდაპირ მინდა, გამოვიდე ინიციატივით. მე პირადად მამკობენ სიტყვა მევახშით. მე მინდა, მოსახლეობას ვუთხრა, განვუმარტო, სიტყვა მევახშე რას ნიშნავს. სიტყვა...

12:00 საათის მონაცემებით, Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.2413 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.2850 ლარი ღირს

12:00 საათის მონაცემებით, Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.2413 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.2850 ლარი ღირს
access_time2020-09-22 12:05:21
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.2413 ლარად ივაჭრება. პლატფორმაზე ვაჭრობა დღეს 3.2350 კურსით დაიწყო. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გუშინ დადგენილი კურსით, დღეს ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2295 ლარია. შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 3.2850 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 3.2050 ლარად. „საქართველოს ბანკში“ 1 დოლარის ყიდვა 3.2810...

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის
access_time2020-09-22 09:55:58
ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთვის, ახალი სასწავლო წლის შესამსუბუქებლად და პანდემიის მიერ გამოწვეულ რთულ პერიოდში თანადგომის გამოსახატად: დღეიდან პედაგოგები, რომლებიც აიღებენ ან სხვა ბანკიდან გადმოიტანენ სამომხმარებლო სესხს, ისარგებლებენ 3 თვემდე საშეღავათო პერიოდით, რაც ნიშნავს საშეღავათო პერიოდის განმავლობაში ყოველთვიური გადასახდელისგან გათავისუფლებას. აქცია გაგრძელდება 1 ნოემბრამდე. „ლიბერთისთვის ყოველთვის პრიორიტეტი იყო და იქნება სკოლების,...


მსგავსი სიახლეები

up