“ინფლაციის ტემპის დაჩქარებას, შესაძლებელია, ეროვნული ბანკის მიერ ინტერვენცია მოჰყვეს, რაც საბოლოოდ ეკონომიკურ ზრდას შეამცირებს“

“ინფლაციის ტემპის დაჩქარებას, შესაძლებელია, ეროვნული ბანკის მიერ ინტერვენცია მოჰყვეს, რაც საბოლოოდ ეკონომიკურ ზრდას შეამცირებს“

access_time2019-06-04 12:00:59

მაისში ინფლაციის ტემპი  დაჩქარდა და დღეს 17-თვიან მაქსიმუმზეა. საქსტატის ინფორმაციით, 2019 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.5 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.7 პროცენტი შეადგინა. ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირება მოულოდნელი არ ყოფილა ეკონომისტ გიგა ბედინეიშვილისთვის. თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ბიზნეს სკოლის დეკანი განმარტავს, რომ სამომხმარებლო საქონლის დიდი ნაწილი იმპორტირებულია, სწორედ ამიტომ მოსალოდნელი იყო, რომ ლარის დასუსტება ინფლაციაშია გადაიზრდებოდა.


„ინფლაცია შეიძლება იყოს კარგი და ცუდი. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის ცუდი ინფლაცია. იმპორტის წილი ჩვენს ეკონომიკაში ძალიან დიდია, ამიტომ ლარი რომ დასუსტდა, შესაბამისად, იმპორტირებული საქონლის ფასები მკვეთრად გაიზარდა. ვალუტის სისუსტე ადრე თუ გვიან გადადის ინფლაციაში. ძალიან მოწყვლადია ლარი. ჩვენ ეროვნულ ვალუტას დაუბერავს თუ არა ფასები მაშინვე იზრდება, რასაც უკვე ვხედავთ“,- აცხადებს გიგა ბედინეიშვილი.

 

ექსპერტი ამბობს, რომ ინფლაციის ტემპის დაჩქარებას, შესაძლებელია, ეროვნული ბანკის მიერ ინტერვენცია მოჰყვეს, რაც საბოლოოდ ეკონომიკურ ზრდას შეამცირებს.

 


ეროვნული ბანკი ეცდება შეამციროს ინფლაცია, მოუწევს ალბათ რეფინანსირების განაკვეთის ზრდა, რაც თავისთავად დაარტყამს ეკონომიკურ ზრდას. როდესაც რეფინანსირების განაკვეთის ზრდა გიწევს და, შესაბამისად, საპროცენტო განაკვეთები ეკონომიკაში იზრდება, კაპიტალი უფრო ძვირდება ბიზნესისთვის, ეს კი იწვევს ეკონომიკური ზრდის შენელებას. ისედაც ნელი ეკონომიკური ზრდა, კიდევ უფრო შენელდება. ეროვნული ბანკი ესეც უნდა მოიქცეს. შეიძლება სებ-ზე მთავრობისგან იყოს ზეწოლა, რომ რეფინანსირების განაკვეთი არ გაზარდონ, რადგან მთავრობა ეკონომიკურ ზრდას უფრო მეტ ყურადღებას აქცევს. ანუ ურჩევნია ხალხს აჩვენოს ზრდა. მაგრამ ის, რომ ხალხი ინფლაციით ღარიბდება, ეს ნაკლებად აინტერესებს. მაგალითად, თურქეთი დიდი ხანია ასეა. ჩვენთან კიდევ კარგი, რომ ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა შედარებით ნორმალურია, ამიტომ გვაქს შედარებით დაბალი ინფლაცია“, - განმარტავს გიგა ბედინეიშვილი.

 

გიგა ბედინეიშვილის აზრს იზიარებს აკაკი ცომაიაც. ეკონომისტი ინფლაციის ტემპის ზრდის მიზეზად გაუფასურებულ ლარს ასახელებს.

 

„ინფლაციის გაზრდა ლარის გაუფასურებასთანაა კავშირში. როდესაც ლარი უფასურდება ინფლაციური მოლოდინები იზრდება. არ არის აუცილებელი რომ ლარის გაუფასურებას მოჰყვეს ინფლაციური მოვლენები თუმცა ეს ის შემთხვეაა ლარის გაუფასურების ეფექტი ფასების დონეში აისახა. როდესაც ლარი უფასურდება პირველი დარტყმა მოდის არა ელასტიურ საქონელზე, რაც არის სწორედ სასურსათო საქონელი, საწვავი და ა.შ ფასების დონე ამ ტიპის საქონელზე უფრო მეტად იზრდება  ვიდრე ვთქვათ უძრავ ქონებაზე“, - განმარტავს აკაკი ცომაია.


ბაჩო ადამია




22 სექტემბერი - რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარი უფასურდება

22 სექტემბერი - რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარი უფასურდება
access_time2020-09-22 18:05:44
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 22 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 3 თეთრით გაუფასურდა და ერთი...

ნათია მეზვრიშვილი - ეკონომიკა ვერ ჩაიკეტება, რადგან ეს ყველაფერი დააზარალებს პირველ რიგში, ჩვენს მოქალაქეებს

ნათია მეზვრიშვილი - ეკონომიკა ვერ ჩაიკეტება, რადგან ეს ყველაფერი დააზარალებს პირველ რიგში, ჩვენს მოქალაქეებს
access_time2020-09-22 16:43:09
ეკონომიკის გაჩერების და მკაცრი შეზღუდვების დაწესების რესურსი არ არსებობს, ამაზე თამამად ვსაუბრობთ და ამაში ალბათ გასაკვირი არაფერი არ არის, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, ეკონომიკა ვერ ჩაიკეტება, რადგან ეს დააზარალებს მოქალაქეებს, შესაბამისად იმისთვის, რომ...

კორუფცია, ლარის კურსით თამაში და ბანკებთან გარიგება - რომან გოცირიძე სებ-ის ინტერვენციებს აკრიტიკებს

კორუფცია, ლარის კურსით თამაში და ბანკებთან გარიგება - რომან გოცირიძე სებ-ის ინტერვენციებს აკრიტიკებს
access_time2020-09-22 17:10:44
დღეს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. ხვალ კი სებ-ი სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის. ეროვნული ბანკის მიერ ასეთი თანმიმდევრობით განხორციელებულ სავალუტო ინტერვენციებს, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი და ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე...

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-09-22 21:00:52
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი: 1.„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო დანაპირები გადაჭარბებით შეასრულა წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატი გოგა გულორდავა აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ დანაპირები კეთილდღეობასა და სწრაფ განვითარებაზე გასულ 4 წელში გადაჭარბებით შესრულდა. გორის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა...

WeChat და TikTok შტატებში ოფიციალურად აიკრძალა

WeChat და TikTok შტატებში ოფიციალურად აიკრძალა
access_time2020-09-22 20:00:35
20 სექტემბრიდან შტატებში WeChat და TikTok-ს გადმოტვირთვა და განახლება ოფიციალურად აიკრძალა. საგადამხდელო სისტემა WeChat-ს ასევე აეკრძალა შტატებში ტრანზაქციების განხორციელება, ხოლო ამერიკულ კომპანიებს მისთვის მომსახურეობის გაწევაც დაიბლოკათ, რაც სისტემის მუშაობის სიჩქარეს მკვეთრად შეამცირებს. TikTok-ს შტატებში 100 მლნ. მომხმარებელი ჰყავს (მსოფლიოში 800 მლნ.) - ეს ძირითადად ახალგაზრდა აუდიტორიაა. რაც შეეხება WeChat-ს, ამერიკაში მას...


მსგავსი სიახლეები

up