„საქნახშირში“ უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნის მიზნით ინფრასტრუქტურის განახლება მიმდინარეობს

„საქნახშირში“ უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნის მიზნით ინფრასტრუქტურის განახლება მიმდინარეობს

access_time2020-04-27 21:00:24

„საქნახშირში“ სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. კომპანიაში საწარმოო პროცესები 2019 წლის ნოემბრიდან აღდგა. 15 თვიანი ჩავარდნის მიუხედავად „საქნახშირს“ არ შეუჩერებია თანამშრომლებისთვის ხელფასის გადახდა და ამის პარალელურად, უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნის მიზნით, დაიწყო არსებული ინფრასტრუქტურის განახლება. აღნიშნული პროცესები უსაფრთხოების დაცვის საერთაშორისო კომპანია DMT-სთან თანამშრომლობით მიმდინარეობს. 


შახტის დირექტორის მოადგილე წარმოების დარგში, ბადრი არაბიძე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს:


„ნოემბრიდან, ფაქტობრივად ნულიდან დავიწყეთ საქმიანობა. ამჟამად უკუგება არ გვაქვს, თუმცა ხელფასებს ვიხდით. აქტიურად ვმუშაობთ, რომ თანამშრომლებისთვის შევქმნათ უსაფრთხო სამუშაო გარემო და ერთობლივი ძალისხმევით გავზარდოთ წარმოება. განსაკუთრებული კონტროლით ვატარებთ ბურღვა-ფეთქვით სამუშაოებს და პარალელურად, ვაახლებთ ინფრასტრუქტურას. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად გამოვიყენოთ არსებული რესურსი, ამ რთულ სიტუაციაში წვლილი შევიტანოთ საქართველოს ეკონომიკის განვითარების საქმეში; რაც მთავარია, უზრუნველვყოთ უსაფრთხოება, ჩვენი თანამშრომლები იყვნენ დასაქმებულები და ხელი შევუწყოთ რეგიონის განვითარებას. ჩვენი პრიორიტეტია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა.


აღნიშნული მიმართულებით ამ ეტაპზე კომპანიამ უკვე განახორციელა მნიშვნელოვანი ცვლილებები, კერძოდ: 


განახლდა საშხაპეები/აბანო-გარდერობები; თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად გარემონტდა სასადილო, აღიჭურვა ახალი ინვენტარითა და ტექნიკით.
ხანძარსაწინააღმდეგო და პროფილაქტიკური ლამის მისაწოდებელი მილები ჩვენი ძირითადი ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებაა და თითქმის ყველა უბანი უკვე აღჭურვილია ამ სისტემით; ბოლო თვენახევრის განმავლობაში ორი ახალი სახალხო ვაგონი დამზადდა და მალე გაეშვება ექსპლუატაციაში (მზადდება მესამე ვაგონიც); აღდგა მწყობრიდან გამოსული მექანიზმები; შემოვიდა უკეთესი, უფრო საიმედო გაზის საზომი აპარატები, გამართულად მუშაობს ავტომატური საგაზო დაცვა (რომელსაც სპეციალური სამსახური აკონტროლებს).


გარდა ამისა, 3 თვის განმავლობაში დაახლოებით 10 კილომეტრის ძირითადი კაპიტალური გვირაბები გაიწმინდა სამთო მასისაგან და არასაჭირო ნარჩენებისაგან, რომლებიც ხელს უშლიდა გადაადგილებას. უბნებზე, სადაც სალიანდაგო მეურნეობა აღარ არსებობდა, ჩატარდა აღდგენითი სამუშაოები და დაგებულია 800 მეტრის კაპიტალური გზა. ზოგიერთ უბანზე მთლიანად ახალი სალიანდაგო გზა გადაეგო და მოეწყო სატვირთო პუნქტი.



ქვა-ნახშირის ტრანსპორტირების სქემის გამარტივების მიზნით, „ძიძიგურის შახტის“ N4 უბანში დაჩქარებული წესით გავიყვანეთ გამონამუშევარი. იქიდან უკვე ხდება ქვანახშირის ტრანსპორტირება, რაც საქმეს უადვილებს ჩვენს თანამშრომლებს და ხელს უწყობს წარმადობას. ამ ეტაპზე დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს ახალი, მეცამეტე ამოსაღები ველის დამზადება.


ამ ყველაფრის პარალელურად, თავდაუზოგავად ვმუშაობთ ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად. „საქნახშირის“ ვირუსის საპრევენციო შტაბი ყოველდღიურად აკონტროლებს, რომ კომპანიის ტერიტორიაზე დაცული იყოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები“.


შეგახსენებთ, რომ 2018 წლის ივლისიდან კომპანია „საქნახშირში“ წარმოება გაჩერებული იყო. შახტებზე სამუშაო პროცესები 2019 წლის ნოემბრიდან განახლდა. მიუხედავად ამისა, „საქნახშირის“ მენეჯმენტს არ შეუჩერებია თანამშრომლებისთვის ხელფასის გადახდა. ამ ეტაპისთვის, კომპანიის კიდევ ერთ პრიორიტეტს პანდემიასთან ბრძოლა და ვირუსის გავრცელების პრევენცია წარმოადგენს. „საქნახშირის“ ტერიტორიაზე სამუშაო პროცესები უსაფრთხოების ზომების სრული დაცვით მიმდინარეობს.








(NS)







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up