„საქნახშირში“ შახტების სრული რეკონსტრუქციის გეგმის წარდგენის ღონისძიება გაიმართა!

„საქნახშირში“ შახტების სრული რეკონსტრუქციის გეგმის წარდგენის ღონისძიება გაიმართა!

access_time2020-07-01 17:36:10

1-ელ ივლისს, „საქნახშირის“ ადმინისტრაციულ შენობაში შახტის სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებთან და მეშახტეებთან შეხვედრა გაიმართა, რომელზეც კომპანიის ხელმძღვანელობამ შახტების სრული რეკონსტრუქციისა და ინვესტირების პროექტი წარადგინა.
კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ მიხაილ სოცკიმ და „საქნახშირის“ დირექტორმა ზურაბ აღდგომელაშვილმა თანამშრომლებს ახალი გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებებისა და შეხვედრების გრაფიკი გააცნეს. ასევე, შახტის სრულ რეკონსტრუქციასთან, საშტატო ცვლილებებთან და ანაზღაურების ახალ, ბონუსურ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. ღონისძიება კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. დასაქმებულების კითხვებს, ხელმძღვანელობასთან ერთად, „საქნახშირის“ მთავარი ინჟინრის მოადგილე, გია ბაბუხადია პასუხობდა.


კომპანია „საქნახშირი“ სამმხრივი ხელშეკრულების გაფორმების მოსამზადებელ სამუშაოებს იწყებს. ივლისისა და აგვისტოს განმავლობაში, მუდმივ რეჟიმში გაიმართება შეხვედრები თანამშრომლებისგან დაკომპლექტებულ ჯგუფებთან (პროფესიების მიხედვით შედგა 12 ჯგუფი), რაც ხელმძღვანელობას საშუალებას მისცემს, შეხვდეს თითოეულ თანამშრომელს და მათთან ერთად განიხილოს ყველა საინტერესო/აქტუალური საკითხი. სამუშაო შეხვედრებზე მოხდება ინვესტირების სქემისა და ტექნოლოგიური პროცესების წარდგენა; ასევე, შახტის სრული რეკონსტრუქციისა და ანაზღაურების ახალი, ბონუსური სისტემის განხილვა.


ღნიშნული სამუშაო შეხვედრების შემდეგ, აგვისტოს ბოლოს, მოხდება სამმხრივი ხელშეკრულების გაფორმება საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებას, „საქნახშირის“ თანამშრომლებსა და კომპანია „საქნახშირს“ შორის.


ბადრი არაბიძე, „საქნახშირის“ დირექტორის მოადგილე წარმოების დარგში: „შახტის სრული რეკონსტრუქციის გეგმა შემუშავებულია სხვადასხვა დარგის, მიმართულებისა და პროფესიის მიხედვით. მოხდება საშახტო სტრუქტურის რეორგანიზაცია და სრულყოფა. იმ ორი წლის განმავლობაში, როდესაც საწარმო გაჩერებული იყო, ბევრი პრობლემა დაგროვდა. მნიშვნელოვანი ღონისძიებებია გასატარებელი და ამ დროისთვის, ინვესტიციებიც ჩადებულია. როგორც ვიცი, ამ პროგრამის მიხედვით, საერთო ჯამში, დაახლოებით 13 მილიონი ლარზე მეტი თანხა იქნება მიზნობრივად ათვისებული. 1 წლის განმავლობაში ქვანახშირის მოპოვება 300 000 ტონამდე მაინც უნდა ავიდეს. უბნების რაოდენობა უნდა გაიზარდოს (ახლა 3 უბანი გვაქვს და 4 უნდა გახდეს). კომპანიის მიზანია წარმოების გაზრდა, თანამშრომლების კმაყოფილება და შახტის განვითარება. გრძელვადიანი პროგრამა კი უფრო დიდ მასშტაბებზე გადის. დღეს ერთ-ერთ მტკივნეულ პრობლემად ხელფასების საკითხი ითვლება. ბონუსურ სისტემაზე გადასვლა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს თანამშრომელთა ანაზღაურებას - რაც უფრო მეტი ხარისხიანი პროდუქციის მოპოვება იქნება შესაძლებელი, მით მეტ ანაზღაურებას მიიღებენ ისინი. რეკონსტრუქციის გეგმის ფარგლებში მოწესრიგდება ინფრასტრუქტურა, მკაცრად იქნება დაცული შრომის უსაფრთხოების წესები და გაიზრდება წარმოება. ეს პირდაპირ იმოქმედებს დასაქმებულების კეთილდღეობაზე“.



გია ბაბუხადია, მთავარი ინჟინრის მოადგილე: „გეგმის დამუშავებისა და განხილვის პროცესში ყველა რგოლის თანამშრომელია ჩართული. სახელფასო საკითხის განხილვებისთვის თანამშრომლები 12 ჯგუფად არიან დაკომპლექტებულები. მე უსაფრთხოების, ბურღვა-ფეთქითი სამუშაოების წარმოების, ვენტილაციის, გამონამუშევარი სივრცეების დამუშავების მიმართულებით ვმუშაობ. ახალი ხელმძღვანელობის შემოსვლისთანავე სრულიად ახალი ბურღვა-ფეთქითი პასპორტები შევიმუშავეთ, რომლებიც ტექნიკური ზედამხედველობის ინსპექციამ დაამტკიცა. გავამკაცრეთ უსაფრთხოების მიმართულება. მაქსიმალურად ვიცავთ უსაფრთხო მანძილებს, რომ ნებისმიერი გადაცდომა გამოირიცხოს. ჩვენი პრიორიტეტია უსაფრთხოების დაცვა, ყველა თათბირი ამ თემით იწყება. უსაფრთხოების დაცვისთვის, პირველ რიგში, თანამშრომლების მხრიდან წესების დაცვაა საჭირო. ეს თითოეულმა მეშახტემ უნდა გაიგოს. რეკონსტრუქციის გეგმის წყალობით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება მდგომარეობა, ნახშირის მოპოვება და მუშაობა ბევრად გაადვილდება. კომპანია ორიენტირებულია იმაზე, რომ დაინერგოს ახალი ტექნოლოგიები და სამუშაო პროცესები უფრო უსაფრთხო და მარტივი გახდეს. სამომავლოდ, ნახშირის ამოტანა ჰორიზონტალური, დახრილი გვირაბებით მოხდება“.


15 ივლისიდან კომპანია „საქნახშირი“ შახტების გეგმაზომიერ რეკონსტრუქციაზე გადადის.


(NS)







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up