„საქნახშირში“ „ძიძიგურის“ სახელობის შახტის რეაბილიტაციის გეგმა განიხილეს!

„საქნახშირში“ „ძიძიგურის“ სახელობის შახტის რეაბილიტაციის გეგმა განიხილეს!

access_time2020-05-22 12:53:50

2020 წლის 21 მაისს კომპანია „საქნახშირის“ ადმინისტრაციულ შენობაში „საქნახშირის“ ხელმძღვანელობამ, ადგილობრივი პროფკავშირების წარმომადგენლებთან და „ძიძიგურის“ სახელობის შახტის თანამშრომლებთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც #4 უბნის რეაბილიტაციის გეგმა განიხილეს.


შეხვედრის მიზანი იყო შახტის რეაბილიტაციასთან დაკავშირებული საკითხების ანალიზი. კერძოდ, თანამშრომლებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს მაქსიმალურად უზრუნველყოფა; არსებული ნაკლოვანებების აღმოფხვრაზე, სასწრაფო წესით განსახორციელებელი ღონისძიებების გეგმასა და ამწე კომპლექსის ექსპლუატაციაში გაშვებაზე მსჯელობა.


მონაწილეებმა განიხილეს #4 უბნის გრძელვადიანი სარეაბილიტაციო გეგმის პირველი ნაწილი და შეთანხმდნენ, რომ, თავდაპირველად, მოხდება არსებული დანადგარის („კლეტის“) გეგმური რემონტი. ამის შემდეგ კი განხორციელდება სარეაბილიტაციო გეგმის შემდგომი ეტაპის სამუშაოები, რაც გულისხმობს #4 უბნის ინფრასტრუქტურის მასშტაბურ განახლებას და უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნას. ამ დროისთვის „ძიძიგურის“ სახელობის შახტზე უკვე აქტიურად ტარდება ამწე დანადგარის რეაბილიტაციის გეგმური სამუშაოები და მიმდინარეობს მთლიანი რეკონსტრუქციის გეგმის დახვეწა/დამუშავება.


შეგახსენებთ, რომ „ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს“ გადაწყვეტილებით, ამწე ბაგირის ექსპლუატაციის ვადის გასვლის გამო, საჭირო გახდა ახალი ბაგირის შეძენა და ძველის გამოცვლა. აღნიშნული სამუშაოების გამო, მოხდა ამწე დანადგარის გაჩერება და შესაბამისად, თებერვალში „ძიძიგურის“ შახტის თანამშრომლები #4 საექსპლუატაციო უბანზე „მინდელის“ სახელობის შახტიდან ჩადიოდნენ (კომპანიამ საკუთარი ხარჯებით უზრუნველყო თანამშრომლების ტრანსპორტირება „მიდნელის“ შახტზე). ამწე დანადგარის გაჩერების შემდეგ, შესაძლებელი გახდა, საამწეო კომპლექსზე სრული რევიზიის ჩატარება. 26 თებერვალს შეიქმნა ამწე დანადგარის ტექნიკური მდგომარეობის შემსწავლელი კომისია, რომელსაც დაევალა დათვალიერების დეფექტური აქტის შედგენა. დათვალიერებისას გამოვლინდა ამწე დანადგარის დამატებითი ნაკლოვანებები. ბაგირის შეცვლის სამუშაოების დასრულების შემდეგ შედგა ახალი კომისია, რომლის მიზანიც იყო მეორადი კვლევის ჩატარება ამწე მოწყობილობის ექსპლუატაციაში გაშვების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად. კომისიამ დაადგინა, რომ ამწე დანადგარი არ აკმაყოფილებს უსაფრთხოების სტანდარტებს. დასკვნის საფუძველზე მოხდა სარეაბილიტაციო სამუშაოების გეგმის შედგენა და ხარჯების აღრიცხვა.


21 მაისს შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ, რაც შეიძლება მოკლე ვადაში მოხდეს „ძიძიგურის“ შახტის ამწე დანადგარის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება, გარემონტებული დანადგარის კომისიისთვის წარდგენა და სარეაბილიტაციო გეგმის შემდეგ ეტაპებზე მუშაობა. ადგილობრივი პროფკავშირის წარმომადგენლები, „ძიძიგურის“ სახელობის შახტის თანამშრომლები და კომპანია „საქნახშირის“ წარმომადგენლები უახლოეს დღეებში კვლავ შეხვდებიან და სარეაბილიტაციო გეგმის დარჩენილ საკითხებს განიხილავენ.






(NS)



თეგები:
საქნახშირი



აჭარაში 70-მილიონიანი საინვესტიციო პროექტის განხორციელება დაიწყო

აჭარაში 70-მილიონიანი საინვესტიციო პროექტის განხორციელება დაიწყო
access_time2020-05-31 21:25:00
აჭარაში ახალი, 70-მილიონიანი საინვესტიციო პროექტის განხორციელება დაიწყო. ციხისძირში დეველოპერული კომპანია...

6 779 განაცხადი 4 თვეში - რას ედავება მომხმარებელი კომერციულ ბანკებს

6 779 განაცხადი 4 თვეში - რას ედავება მომხმარებელი კომერციულ ბანკებს
access_time2020-05-31 20:00:50
2020 წლის 4 თვეში საქართველოს ეროვნ ბანკში მომხმარებელთა მხრიდან კომერციული ბანკების წინააღმდეგ 6 779 საჩივარი დაფიქსირდა, რაც დაახლოებით 200%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარების. 2019 წლის 4 თვეში ეროვნულ ბანკში შესული საჩივრების ოდენობა 2 262-ს...

ხვალიდან ღია სივრცის მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტები იხსნება - რა პირობების დაცვა იქნება საჭირო

ხვალიდან ღია სივრცის მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტები იხსნება - რა პირობების დაცვა იქნება საჭირო
access_time2020-05-31 17:44:06
ღია სივრცის მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტები ხვალიდან იხსნება. ერთ მაგიდასთან ექვს ადამიანზე მეტის განთავსება არ იქნება შესაძლებელი. გამონაკლისის სახით დაშვებული იქნება მაგიდასთან დამატებით 12 წლამდე მოზარდის დასმაც. მოთხოვნები ღია...

ახალი თეატრალური დროის თავისებურებანი

ახალი თეატრალური დროის თავისებურებანი
access_time2020-05-31 15:00:00
ბოლო თვეების განმავლობაში დაგუბებულმა თეატრალურმა ენერგიამ, ჩანს,  მაინც თავისი გაიტანა და სცენურ სიგიჟეებთან მუდმივად დაახლოებულ და კორონაშეუგუებელ არტისტებს, რეჟისორებს, დირექტორებს, სცენოგრაფებს, მუსიკოსებს, მენეჯერებსა და სხვებსაც უფრო თამამი არტ მოქმედებისკენ უბიძგა. დღეს ბევრი ევროპული თეატრი თუ საკონცერტო დარბაზი ცდილობს, დროს დაეწიოს...

3 ქართული წამოწყების პასუხი რეგულაციებს, რომელიც კვების დაწესებულებებს ეხება

3 ქართული წამოწყების პასუხი რეგულაციებს, რომელიც კვების დაწესებულებებს ეხება
access_time2020-05-31 19:00:30
არაერთი მოსაზრება მოვისმინეთ იმაზე, თუ რას შეცვლის COVID-19 ჩვენს ცხოვრებაში და შეკითხვაში, რომელსაც მუდმივად განუსაზღვრელ მომავალში ვსვამთ და პასუხებში, რომელსაც ყოველთვის თან ახლავს: „შესაძლოა“, „ალბათ“, „სავარაუდოდ“… გამოგვრჩა ის, რომ ჩვენი ყოველდღიურობა უკვე ტრანსფორმირდა: მომხმარებლის ქცევა შეიცვალა, ბიზნესსაქმიანობა გაციფრულდა და სხვა. მოკლედ რომ ვთქვათ, მიმდინარე მოვლენებთან ადაპტაცია მოუწია როგორც ბიზნესს, ისე მომხმარებელს. დღეს, მინდა, მოგიყვეთ 3 ქართულ...


მსგავსი სიახლეები

up