პროფესიით სამთო ინჟინერი და „საქნახშირის“ თანამსრომელი ილია გვენეტაძე 26 წლისაა. ილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო ინჟინერიის მაგისტრატურის სტუდენტია. რამდენიმე წელია სწავლის პარალელურად შახტაში მუშაობს. ის ტექნიკური უსაფრთხოების უბნის უფროსის მოადგილე იყო, სულ რამდენიმე დღეა რაც პოზიცია შეიცვალა და შრომის უსაფრთხოების ისპექციაში გადავიდა სამუშაოდ. ახალგზარდა მეშახტეს მიზნები სამთო საქმიანობაა, უყვარს თავისი პროფესია და უმაღლეს სასწავლებელში მიღებულ ცოდნას და გამოცდილებას ის მშობლიურ ქალაქში, სამთო საქმინობაში იყენებს.
როგორც ილია ამბოს, მას პროფესიის არჩევა წინაპრების სამთოელობამ გადააწყვეტინა:
„მამა და ბაბუები სამთოელები იყვნენ. სწორედ აღნიშნულმა გარემოებებმა იქონიეს ჩემს გადაწყვეტილებაზე გავლენა.ზოგადად, სამთო საქმე ყველა მხრივ განსაკუთრებულია, ეს არის ერთგვარი ჭიდილი ბუნებასთან. რა თქმა უნდა, აღნიშნული პროფესია საფრთხის შემცველია, მაგრამ შეიძლება სწორედ ეს იყო იმის მიზეზი, რომ ეს პროფესია ავირჩიე. ჩვენ დღეს უკეთესი სამთოელები უნდა ვიყოთ ვიდრე გუშინ ვიყავით. უნდა გავავითაროთ ჩვენი თავი და პროფესია, რომ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება უფრო უსაფრთხო და მარტივი გახდეს. მინდა ბევრი ახალგაზრდა დაინტერესნდეს აღნიშნული პრფესიით. ამიტომ, „საქნახშირის“ მიერ ჩემი სწავლის დაფინანსება, ვფიქრობ, სხვებისთვისაც დიდი მოტივაცია იქნება. ჩემი, როგორც ტყიბულელი ახალგაზრდის მიზნები „საქნახშირთან„ თანამშრომლობას უკავშირდება. უმაღლეს სასაწვლებელში მიღებულ ცოდნას და გამოცდილებას შახტაში საქმიანობისას გამოვიყენებ. მაგისტრატურის დასრულების შემდეგ სწავლის დოქტორანტურაში გაგრძელებას ვაპირებ. მადლობა „საქნახშირს“ და მის გენერალურ დირექტორს, ზურაბ აღდგომელაშვილს. რომ არა კომპანიის თანადგომა, სწავლის გაგრძელებას ვერ შევძლებდი“, - ამბობს ილია გვენეტაძე.
(NS)