„საქნახშირის“ ობიექტებზე მუშაობა უსაფრთხოების რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარეობს

„საქნახშირის“ ობიექტებზე მუშაობა უსაფრთხოების რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარეობს

access_time2020-04-17 14:59:36

კომპანია „საქნახშირი“ განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდება თანამშრომლებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნას და აგრძელებს განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობას. ტყიბულში, კომპანიის ობიექტებზე მიმდინარე ყოველდღიურ საპრევენციო-სადეზინფექციო სამუშაოებს სპეციალურად შექმნილი შტაბი აკონტროლებს.


„საქნახშირის“ ობიექტებზე თანამშრომლების გადაადგილება და სამუშაო პროცესები საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის #01-149/ო-ს დანართ #11-ში გაწერილი უსაფრთხოების რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარეობს.


#4 საექსპლუატაციო უბნის, იგივე „ძიძიგურის შახტის“ ფუნქციობის დროებით შეჩერების გამო (ექსპლუატაციის ვადის გასვლის გამო მიმდინარეობს მზიდი ბაგირის გამოცვლა), პერსონალი შახტში „მინდელის სახელობის შახტიდან“ შედის. აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, თანამშრომლების გადაყვანა კომპანიის მიერ გამოყოფილი ტრანსპორტით ხდება.


COVID 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, კომპანიის ობიექტებზე ყოველდღიურად (დღეში რამდენჯერმე) ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები და თერმოსკრინინგით მოწმდება ყველა თანამშრომელი. გარდა ამისა, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით განხორციელდა რიგი ცვლილებები:

  •  კომპანიის ტერიტორიაზე, ავტოტრანსპორტში, საშახტო ვაგონებსა და საშახტო ლიფტში იკრძალება პირბადის გარეშე გადაადგილება; თანამშრომლებს შორის დაცულია დისტანცია და მაქსიმალურად იზღუდება მათ შორის კომუნიკაცია


  • ცალკეულ უბნებზე, დასაშვები დისტანციის გათვალისწინებით, მომუშავეთა რაოდენობა შეიზღუდა 2- 4 ადამიანამდე


  •  ტერიტორიაზე ჩაიკეტა 2 შემოსასვლელი. თანამშრომლები სარგებლობენ მხოლოდ 1 შემოსასვლელით


  •  შემოსვლისას თანამშრომლებს უტარდებათ თერმოსკრინინგი და დეზინფექცია ანტისეპტიკური საშუალებებით


  • 22-ადგილიან ავტოტრანსპორტში ამჟამად თავსდება მხოლოდ 10 ადამიანი (შახმატურად); 14-16-ადგილიან ავტოტრანსპორტში კი - მხოლოდ 6 ადამიანი


  • 18-ადგილიან საშახტო ვაგონებში თავსდება მაქსიმუმ 10-12 თანამშრომელი


  • საშახტო ლიფტით (რომელიც 25 ადამიანზეა გათვლილი) გადაადგილდება მხოლოდ 10-12 თანამშრომელი (ლიფტი არ არის დახურული სივრცე)


  •  შახტები მუშაობს ოთხცვლიან (6-საათიან) უწყვეტ რეჟიმში, შესაბამისად, ყოველი ცვლის დაწყებამდე 2 საათით ადრე (რომ თანამშრომლებს დისკომფორტი არ შეექმნათ) დეზინფექცია უტარდება სატრანსპორტო საშუალებებს, საშახტო ვაგონებსა და საშახტო ლიფტს 


  • ყოველი ცვლის დაწყებამდე დეზინფექცია უტარდება ჭაურის მიმღებ ბაქნებს, ასევე, ფეთქითი ნივთიერებების საწყობებს, დამხმარე ჭაურის ამწე დანადგარის კამერას


  • დეზინფექცია უტარდება ზედაპირული კომპლექსის ნაგებობებს: ელექტრო და მექანიკურ საამქროებს, ელექტროდეპოს, ზედაპირული კომპლექსის ნაგებობებს, ვაგონსარემონტოებს, სახერხს, ქვესადგურს, კაბინეტებს, ფოიეებს, კიბეების განყოფილებებს, სალამპე-სატაბელო განყოფილებას, სამედიცინო პუნქტს


  •  აბანო-გარდერობებს, საშხაპეებსა და საპირფარეშოებს დეზინფექცია დღეში ოთხჯერ, ყოველი ცვლის დასრულებისთანავე, უტარდება


კომპანია „საქნახშირში“ ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შექმნილი შტაბი ყოველდღიურად აკონტროლებს უსაფრთხოების ნორმების დაცვას და უზრუნველყოფს აღნიშნული ინფორმაციის თანამშრომლებისთვის მიწოდებას. ცალკეულ უბნებზე გამოკრულია საინფორმაციო დაფები, სადაც მითითებულია ინფორმაცია აღნიშნული აკრძალვების შესახებ. საინფორმაციო მონიტორებზე უწყვეტ რეჟიმში გადის ვიდეორგოლი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესახებ.




შახტში შესულ ყოველ 9-12 თანამშრომელს მიჰყვება ინჟინერ-ტექნიკური ხელმძღვანელი, რომელიც პასუხისმგებელია თითოეულ დასაქმებულზე და აკონტროლებს, რომ ზედმიწევნით იყოს დაცული უსაფრთხოების ნორმები.



ამ რთულ პერიოდში კომპანია „საქნახშირი“ პასუხისმგებლობით ეკიდება თითოეული თანამშრომლის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე ზრუნვას; ასევე, საკუთარ საქმიანობას და ვალდებულებას - გააგრძელოს წვლილის შეტანა როგორც ქვეყნის ეკონომიკის, ისე რეგიონის განვითარების საქმეში.


(NS)


თეგები:
საქნახშირი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up