„საქნახშირი" უკრაინულ „ცენტრენერგოს" იმაზე მეტ ნახშირს მიაწვდის, ვიდრე მოიპოვებს

„საქნახშირი" უკრაინულ „ცენტრენერგოს" იმაზე მეტ ნახშირს მიაწვდის, ვიდრე მოიპოვებს

person access_time2017-04-27 17:00:47

უკრაინის სახელმწიფო კომპანიის "ცენტრენერგოს" მიერ ჩატარებულ ტენდერში ქართულმა კომპანიამ გაიმარჯვა. „საქნახშირმა" „ცენტრენერგოსთვის" 700 000 ტონა ნახშირ-ანტრაციტის მიწოდების უფლება მოიპოვა. საკონტრაქტო ფასი 1 ტონაზე 96,9 დოლარს შეადგენს, რაც კონტრაქტის გაფორმების პერიოდში როტერდამში სანახშირე ფიუჩერსებზე არსებულ ფასს 10 დოლარით აღემატება. საწვავი მიეწოდება 2 უკრაინულ თბოელექტროსადგურს, რომელიც შედის „ცენტრენერგოს" შემადგენლობაში. შესყიდვის მოცულობა შეადგებს 67 მლნ. დოლარს. აღსანიშნავია, რომ დასახელებული, საერთაშორისოზე მაღალი ფასი გულისხმობს მხოლოდ უკრაინის საზღაო პორტამდე ნახშირის ტრანსპორტირებას, შესაბამისად, საწვავის ბოლო წერტილამდე მიტანა უფრო ძვირი დაჯდება.

 

 

2016 წელს „ცენტრენერგომ" კომპანია „ექსკომსერვისს" მარიუპოლის პორტიდან ნახშირის ტრანსპორტირება დაავალა. გარიგების ფასი იყო 10 მლნ. დოლარი. ამ კომპანიის უკან დგას საპრეზიდენტო ბლოკის ერთ-ერთი დეპუტატი რუსლან სოლვარი.

 

 

„საქნახშირი" შედის საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს კორპორაცია Georgian Industrial Group (GIG)-ში. მისი მფლობელია ქვეყნის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის გელა ბეჟუაშვილის ძმა, დავით ბეჟუაშვილი. GIG Group-ს ეკუთვნის 9 ელექტროსადგური, კომპანია ავითარებს პროექტებს ენერგეტიკაში, მშენებლობაში, ცემენტის წარმოებასა და ეკონომიკის სხვა სექტორებში. დავით ბეჟუაშვილი ასევე ფლობდა ტელეკომპანია „რუსთავი-2"-ს, რომელიც უჭერდა მხარს მიხეილ სააკაშვილს. 2012 წლის არჩევენების შედეგად ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მან დატოვა „ნაციონალური მოძრაობა".

 

 

„საქნახშირი" წელიწადში 350 000 ტონა ნახშირს მოიპოვებს, რომელიც ძირითადად მიდის თბოელექტროსადგურებზე. უკრაინას კომპანია მიაწვდის 2-ჯერ მეტ ნახშირს, ვიდრე მოიპოვებს. ამის გარდა, საქნახშირი არ მოიპოვებს ანტრაციტს, რომელიც არის უკრაინული თბოელექტროსადგურების ძირითადი საწვავი. გარდა ამისა, კომპანიას არ გააჩნია ამ რაოდენობის ნახშირის ზღვით ტრანსპორტირების გამოცდილება. საიდან შემოიტანს საქნახშირი ანტრაციტს უკრაინაში? სატენდერო დოკუმენტაციაში ნათქვამია, რომ კომპანია აწვდიდა ამ ტიპის ნახშირს სომხეთს და ბულგარეთს ვირჯინიის კუნძულებზე დარეგისტრირებული კომპანიია Bremer International Limited-ს მეშვეობით.


 

 

Bremer International Limited - ს გააჩნია უკრაინული ფესვები და ის თავის დროზე აწვდიდა უკრაინაში მოქმედ „ევრაზგრუპის" საწარმოებს რუსულ ნახშირს. 2015 წელს Bremer-ს ასევე არალეგალურად გაქონდა რუსული პორტების გავლით ნახშირი სეპარატისტული ლუგანსკის და დონეცკის რესპუბლიკებიდან.

 

 

„საქნახშირს" მცირე რაოდენობით შემოაქვს ანტრაციტი რუსეთიდან, რომელსაც იყებებს GIG Group-ში შემავალი ერთ-ერთი - კირქვის მწარმოებელი - კომპანია „კირი ინდუსტრია". „საქნახშირი" ასევე აწვდის ანტრაციტს „ჰაიდელბერგ ცემენტ - ჯორჯიას" - წლიურად 2000-3000 ტონას. სხვათა შორის „ჰაიდელბერგ ცემენტ - ჯორჯიას"-ს აქციების 25% ეკუთვნის GIG Group-ს. ქართული კომპანიის ერთადერთი კონკურენტი იყო 2017 წელს შექმნილი პოლონური კომპანია I-Coal Sp. z o.o., რომელსაც ასევე უკანანოდ გაქონდა ანტრაციტი დონბასიდან.

 

 

პოლონურ კომპანიას ფლობს ნაკლებად ცნობილი მეწარმე იულია ივანეცკა, რომელსაც ასევე ეკუთვნის რამდენიმე კომპანია სლოვაკიაში. Georgian Industrial Group-ს გააჩნია აქტივები უკრაინაში - კერძოდ, ის ფლობს ინსულინის მწარმოებელი კომპანიის „ინდარის" 29%-ს. GIG-მა შეიძინა ეს წილი კვიპროსის ოფშორის Luraq Investments Limited-ს მეშვეობით. GIG ასევე ფლონს უკრაინის ენერგეტიკულ კომპანიას, რომელსაც ასევე ეკუთვნის კომპანია „მორენერგო" რომლიც თანამფლობელიც იყო კიევის ექს-მერის ლეონიდ ჩერნოვეცკის ყოფილი სიძე ვიაჩესლავ სუპრუნენკო. როგორც ცნობილია, ამჟამად ჩერნოვექცი ცხოვრობს საქართველოში.

 

 

უკრაინა, რომელიც თავად არის ნახშირის მსხვილი მწარმოებელი, ბოლო წლებში ახორციელებს ნახშირის იმპორტს, რადგანაც მომპოვებელი კომპანიები ძირითადად დარჩნენ დონბასში - კიევი კი კრძალავს ყოველგვარ ეკონომიკურ ურთიერთობებს სეპარატისტების მიერ კონტროლირებად რეგიონებში არსებულ კომპანიებთან, მათ შორის, ნახშირის მწარმოებლებთან.

 

 

 



ნიუ-იორკის უძრავი ქონების ბაზარი ჩამოიშალა

ნიუ-იორკის უძრავი ქონების ბაზარი ჩამოიშალა
access_time2020-07-04 13:00:42
კორონავირუსის გამო შემოღებული 3 თვიანი კარანტინი აშშ-ში უძრავი...

გერმანიაში 2038 წლისთვის ქვანახშირის ყველა ელექტროსადგურს დაკეტავენ

გერმანიაში 2038 წლისთვის ქვანახშირის ყველა ელექტროსადგურს დაკეტავენ
access_time2020-07-04 11:30:07
გერმანიაში 2038 წლისთვის ქვანახშირის ყველა ელექტროსადგურს...

თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი

თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი
access_time2020-07-03 16:30:44
„კომერსანტი“ გთავაზობთ ინტერვიუს სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ს გენერალურ დირექტორ ზურაბ შავლაყაძესთან -რა კვადრატულობის საოფისე ფართების ქირავნობა არის შესაძლებელი სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ში? -“ქარვასლა’’-ში მეორე...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-03 21:30:18
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.თუ ღვინო ყურძნისგან გაკეთდება და ხარისხის პრობლემა მოგვარდება, რთველის სუბსიდირება საჭირო აღარ იქნება - ირაკლი იაშვილი კომპანია „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ღვინის მწარმოებელი კომპანია „ვაზიანის“...

როგორ შეიცვალა უძრავი ქონების ბაზარი ბათუმში - Cushman & Wakefield-ის კვლევა

როგორ შეიცვალა უძრავი ქონების ბაზარი ბათუმში - Cushman & Wakefield-ის კვლევა
access_time2020-07-04 10:00:40
მაისში ბათუმში საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვები წინა წლის იმავე თვესთან შედარებით 75%-ით შემცირდა - ამის შესხებ აღნიშნულია უძრავი ქონების საკონსულტაციო კომპანია Cushman & Wakefield-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშში. როგორ კვლევაშია აღნიშნული, COVID-19-ის მიერ გამოწვეულმა სირთულეებმა ბათუმის საცხოვრებელ ბაზარზე მნიშვნელოვანი ნეგატიური გავლენა იქონია. ამას დაემატა ტურისტული ნაკადის მკვეთრი შემცირება, რაც ბათუმის აპარტამენტების გაყიდვების ყველაზე დიდ შემოსავალს...


მსგავსი სიახლეები

up