„საქნახშირი“  წლებია მოგების გარეშე მუშაობს - კომპანია შესაძლოა ბაზრიდან გავიდეს

„საქნახშირი“ წლებია მოგების გარეშე მუშაობს - კომპანია შესაძლოა ბაზრიდან გავიდეს

access_time2018-06-12 08:30:14

„საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ (GIG), რომლის თანამფლობელობაშიცაა „საქნახშირი“ (ტყიბულის შახტიდან ქვანახშირს მოიპოვებს) ბაზრიდან გასვლას არ გამორიცხავს. მიზეზი რამდენიმეა, რაზეც  „კომერსანტი“  GIG-ის გენერალურ დირექტორს, ზურაბ გელენიძეს გაესაუბრა. როგორც ირკვევა, მას შემდეგ რაც 2008 წლიდან კომპანიამ ტყიბულში დაიწყო საქმიანობა, თავი არაერთმა სირთულემ იჩინა. პრობლემის მოგვარება კი ხშრიდ პრაქტიკულად შეუძლებელია. სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ დღეს GIG-ი გადაწყვეტილების მიღების პროცესშია და დარწმუნებული აღარ არის, რომ ტყიბულში საქმიანობის გაგრძელება კვლავ სურს.



რაც შეეხება დეტალურ ინფორმაციას, ზურაბ გელენიძის პასუხი ასეთია:


პირველი პრობლემა - კომპანია ზარალზე მუშაობს, შესაბამისად ვერ ნახულობს მოგებას:


„კომპანია დასაწყისიდან დღემდე მიდის ზარალში და არანაირი მოგება არ რჩება. აღნიშნულს ადასტურებს საერთაშორისო აუდიტიც და ციფრებიც. ამიტომ, არ ვიცით როგორი იქნება ჩვენი სამომავლო გეგმები და ახლა სწორედ საბოლოოდ ჩამოყალიბების პროცესში ვართ. ამ აზრამდე მივედით განსაკუთრებით ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო. ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ ყველა სიცოცხლესთან დაკავშირებული რისკი დაგვეხურა, რაც შეუძლებელი აღმოჩნდა. არ გვიღირს ადამიანების სიცოცხლის ფასად საქმიანობის გაგრძელება და არც ის გვინდა, ჩვენი კომპანიის სახელს უკავშირდებოდეს ეს ყველაფერი. დღეს ხმამაღლა ვაცხადებთ, რომ მზად ვართ ბაზრიდან გასასვლელად და  ვინ, როგორ მიხედავს ტყიბულს, ეს უკვე შემდოგმი მსჯელობის საგანია“.


მეორე პრობლემა - აღებული სოციალური პასუხისმგებლობა, რისკების მინიმიზაციის მიუხედავად, მაინც მკვეთრად მაღალია:


„შრომის უსაფრთხოების კუთხით გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები და ამ მიმართულებით  კომპანიის მხრიდან განხორციელდა 13 მლნ. ლარის ინვესტიციაც.  რეალურად კი საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, აღნიშნული მაინც დიდ გამოწვევად რჩება და ასეც გაგრძელდება. ზოგადად, ამ სფეროში ნულამდე რისკების მინიმიზაცია შეიძლება, მაგრამ განულება შეუძლებელია. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ 13 მლნ. ლარის გარდა კიდევ არაერთი ღონისძიებაა გასატარებელი, რაც უფრო მეტად შეამცირებდა აღნიშნულ რისკებს, მაგრამ ესეც დიდ თანხებს საჭიროებს“.




მესამე პრობლემა - საერთაშორისო ბაზარზე  გაურესდა ნახშირის კონიექტურა. გაუარესდა ფასთა პოლიტიკაც:


„ეს პრობლემა ალბათ ყველაზე მწვავეა უშუალოდ კომპანიისთვის. ბოლო 5 წლის განმავლობაში საერთაშორისო ბაზარზე ნახშირის საერთო მოცულობამ 34 %-ით იკლო და გაუარესდა ფასებიც. ჩვენ კი ერთი-ერთში მივყვებით ამ საერთაშორისო ტენდენციებს და ამიტომ საკმაოდ მძიმე ფინანსური მდგომარეობა შეიქმნა.   მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ ბოლო პერიოდში არ მოგვიხდებია სამუშაო ძალის ოპტიმიზაცია  (თანამშრომლების შემცირება რაოდენობრივად ან ხელფასების მხრივ), რაც სავსებით შეიძლებოდა. მეტიც, ერთსაც და მეორესაც მზარდი ხასიათი აქვს“.



მეოთხე პრობლემა - სახელმწიფოს მხირდან ამ დრომდე რეალური და შესაბამისი მხარდაჭერა არ არის;


„რაც შეეხება სახელმწიფოს მხრიდან ზოგადად კერძო სექტორისადმი დამოკიდებულებას, რაც ნაკლები ყურადღება დაეთმობა სფეროს და მზრუნველობა იქნება მეტი, უკეთესია. ყურადღება გვჭირდება გარკვეული სამოქმედო ველის შექმნისთვის და არა სხვა ჩარევებისთვის. კონკრეტულად ჩვენს შემთხვევაში, ახლა მიმდინარეობს ხელისუფლებასთან გარკვეული მოლაპრაკებები, მაგრამ შედეგები უცნობია.  მთავრობა  აღიარებს, რომ დიდია სოციალური პასუხისმგებლობა ტყიბულში და ჩვენი, როგორც შემამსუბუქლების როლიც ძალიან მაღალია. მიდის მსჯელობა, რა გზით შეიძლება წავიდეთ და სად შეიძლება აღმოვჩნდეთ. ჩვენ გვჭირდება მთავრობის მხრიდან მაგალითად, საგადასახადო შეღავათები. ალბათ კარგი იქნება, მანვე მოახდინოს მსხვილიი ინვესტიციაც, თუმცა  ესეც კვლევის საკითხია. იმედია, მხარეები რაღაც კონსესუსამდე მივალთ, რადგან როგორც ხედავთ, უამრავი პრობლემის წინაშე ვდგავართ“.


მეხუთე პრობლემა -  აუცილებელია მეტი ტექნოლოგიური აღჭურვილობა და მექანიზაცია, რაც დამატებით თანხებს საჭიროებს;   


„ძირითადად ხდება შრომითი დანახარჯებით საქმიანობა, ანუ ქვანახშირის ხელით მოპოვება. მექანიზაციის დონე ძალიან დაბალია და მისი მოცულობის გასაზრდელად დიდი დაბანდებებია საჭირო. თუმცა ტექნოლოგიურად უფრო მეტად რომც გავიზარდოთ, ჩვენი რეალობა მაინც სხვა სახის შეზღუდვებს გვიწესებს. კერძოდ, რთული საშახტო პირობებია, ასევე თავად ნახშირის ფენების დახრილობა არის 45 %, რაც მექანიზების განხორციელების შესაძლებელობებს ზღუდავს. ამასთან, ჩვენს ნახშირს აქვს მეთანის მაღალი შემადგენლობა, ამიტომ თვითაალების და აფეთქების რიკსიც მუდმივად დგას დღის წერიგში, ანუ ერთი მხრივ - მექანიზაცია უნდა განვავითაროთ, მეორე მხირვ კი - ეს მექანიზაციაც ვერ შეძლებს  სრულად სიტუაციის გამოსწორებას- ეს გადაუწყვეტელი დილემაა“.




მეექვსე პრობლემა - ტყიბულის ნახშირი საერთაშორისო ბაზრისთვის არაკონკურენტულია:


„ჩვენს მიერ მოპოვებული ნახშირის დააახლოებით 80 % დღეს გადაიტვირთება „ჰაიდელბერგ ცემენტში“ და ისტორიულად ეს ციფრი კიდევ უფრო მაღალი იყო. ე.ი. გვყავს მონომყიდველი და სრულად მასზე ვართ დამოკიდებული. ჩნდება კითხვა, რატომ არ ვაფართოებთ ბაზრებს?! რადგან, ეს ნახშირი თავისი შინაარსიდან გამომდინარე არ არის ტრეიდინგული პროდუქტი, ანუ ეს არ არის კომოდიტი, რომელიც შეგიძლია მოიპოვო - გაყიდო. მას აქვს დაბალი კალორიულობა, აქვს უამრავი სხვა კიდევ ისეთი მახასიათებელი, რაც მისი გარეთ გატანასა და კონკურენტულ შესაძლებლობას ზღუდავს“.




 მეშვიდე პრობლემა - ლოჯისტიკა:

„საკმაოდ მძიმეა ტყიბულიდან ფოთში ტრანსპორტირების საკითხიც, რაც თითქმის შეუძლებელია. ამიტომ საუბარი რომ მკვეთრად გაიზრდება მოცულობა ახალი მყიდველის გამოჩენის შემდეგ, არასწორია. ერთადერთი შეიძლება ეს ნახშირი მოვიპოვოთ და გამოყენებული ელექტროენერგიის მიღების თვალსაზრისით ადგილზევე გამოვიყენოთ. სხვა ალტენრატივა ამ ტყიბულის ქვანახშირს არ აქვს“.

 


რაც შეეხება ზოგადად „საქნახშირის“ მუშაობას ტყიბულში, ზურაბ გელენიძე განმარტავს, რომ 2008 წელს სანამ GIG-ი მოკიდებდა საქმიანობას ხელს, სახელმწიფო მართვის ქვეშ მყოფი „საქნახშირი“ აბსოლუტურად პარალიზებული იყო.  მუშაობდა რამდენიმე ათეული ადამიანი და მათი საქმიანობა მხოლოდ  წყლის ქაჩვა იყო.  უკვე „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ მისვლიდან კი განხორციელდა 80  მლნ. ლარის ინვესტიცია; მთლიანად განახლდა საწამოო პროცესი; აშენდა გამამდიდრებელი ფაბრიკაც. ეს უკანაკნელი კი ცალსახად აუცილებელია ტყიბულისთვის, რადგან მოპოვებული ნახშირის ხარისხი ვერ უზურნველყოფს ისეთ პარამეტრებს, რათა პირდაპირ გაიყიდოს. საჭიროა მისი გამდიდრება. GIG-ის ყოფნის პერიოდში  დასაქმდა 1500 ადამიანი, მოპოვების წლიურმა მოცულობამ კი მაგალითად, 2012-13 წლებში 450-500 ათასი ტონა შეადგინა.

 


„იმ შემთხვევაში თუ „საქნახშირი“ გაჩერდება,  სახელმწიფოს მოუწევს პროდუქტის სრულად იმპორტით ჩანაცვლება. ჩვენი რეალიზაცია წლის განმავლობაში დაახლეობით 200-250 ათას ტონას შეადგენს და თითქმის 40 მლნ. ლარის ოდენობას გულისხმობს.  ასევე, როგორც უკვე აღვნიშნე, ჩადებული ინვესტიცია და მოგება სრულად შეუსაბამოა და პირველი შეცდომაც კომპანიამ ალბათ მაშინ დაუშვა, როცა აღნიშნული საქმიანობის დაწყების შესახებ გადაწყვეტულება მიიღო.  ის კაპიტალდაბადება, რაც იყო გაწეული, ალბათ ვერასდროს ვერ ნახავს იმ უკუგებას, რაც თავიდანვე ჩადებული იყო ამ ბიზნესპროექტში. ხოლო, თუ გავედით ბაზრიდან, საუბარია 80-90 მლნ. ლარ ზარალზე“.

 



სალომე ლემონჯავა, ბაჩო ადამია

 

 

 





რომან გოცირიძე - მინისტრების განთავისუფლება შიდა ინტრიგების შედეგია - „ქართული ოცნების“ 62 მინისტრიდან 50 გაქრა

რომან გოცირიძე - მინისტრების განთავისუფლება შიდა ინტრიგების შედეგია - „ქართული ოცნების“ 62 მინისტრიდან 50 გაქრა
access_time2019-06-18 19:00:38
დღევანდელ ხელისუფლებაში საკადრო გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილი იღებს - როდის და რა ხასიათზეა.  ეს არ არის პოლიტიკური მსჯელობის საგანი. წარმოიდგინეთ „ქართული ოცნების“ 62 მინისტრიდან 50 გაქრა. ორი მინისტრი იყო, რომელსაც ეს ცვლილება არ შეხებია 7 წლის განმავლობაში.  “უკანასკნელი მოჰიკანად“ დარჩა  თეა წულუკიანი. 7 წლის განმავლობაში  ოქროც რომ იდოს, ისიც დაჟანგდება. მინისტრების განთავისუფლება მაინც შიდა ინტრიგების შედეგია, პირადი ურთიერთობებიდან...

რატომ გვატყუებს მუდმივად ქართული ოცნება? - ნაწილი მეშვიდე

რატომ გვატყუებს მუდმივად ქართული ოცნება? - ნაწილი მეშვიდე
access_time2019-06-18 18:00:10
რატომ გვატყუებს მუდმივად “ქართული ოცნება“? - ამ რუბრიკით “კომერსანტი“  factcheck.ge-ს უკვე მეშვიდე მასალას აქვეყნებს,  რომლებიც  ფაქტ-მეტრის ანალიზს ემყარება.  კვლევა ძირითადად მმართველი გუნდის დაპირებებს და ქართული ოცნების წარმომადგენლების განცხადებებს ეხება — დასკვნა კი უმეტეს შემთხვევაში უარყოფითია.  ამჯერად გთავაზობთ ქართული ოცნების დეპუტატის დიმიტრი ხუნდაძის...

Bloomberg-ზე 1 დოლარი 2,7770 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ზე 1 დოლარი 2,7770 ლარად ივაჭრება
access_time2019-06-18 16:45:48
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე  16:30 საათზე ერთი დოლარი 2,7770 ლარად ივაჭრებოდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გუშინ დადგენილი კურსით, დღეს ერთი აშშ დოლარის  1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7559 ლარი გახდა. კურსი, რომელიც გუშინ, დღის განმავლობაში მოქმედებდა, 2.7468 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0091 ლარი შეადგინა. ეროვნული ბანკის მიერ დღეს 17:00 სთზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, 1 აშშ დოლარის...

მამუკა ბახტაძე - ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია მოქალაქეების მიერ ე.წ. ჯიბიდან გადახდილი თანხა, განსაკუთრებით როცა ვსაუბრობთ მედიკამენტების შეძენაზე

მამუკა ბახტაძე - ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია მოქალაქეების მიერ ე.წ. ჯიბიდან გადახდილი თანხა, განსაკუთრებით როცა ვსაუბრობთ მედიკამენტების შეძენაზე
access_time2019-06-18 14:51:48
საქართველოში ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია მოქალაქეების მიერ ე.წ. ჯიბიდან გადახდილი თანხა, განსაკუთრებით როცა ვსაუბრობთ მედიკამენტების შეძენაზე, - აღნიშნული განცხადება პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჯანდაცვის ახალი მინისტრის წარდგენისას გააკეთა. პრემიერ-მინისტრმა მიმოიხილა ჯანდაცვის რეფორმა და განსაკუთრებული აქცენტი საყოველთაო ჯანდაცვაზე გააკეთა. ბახტაძის თქმით, „ქართული ოცნების“ პირობებში ჯანდაცვის სისტემა თითოეულ ადამიანზე ორინეტირებული...

ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე დავით სერგეენკო ეკატერინე ტიკარაძემ შეცვალა

ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე დავით სერგეენკო  ეკატერინე ტიკარაძემ შეცვალა
access_time2019-06-18 14:08:55
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობაზე ეკატერინე ტიკარაძე დაინიშნა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა. ტიკარაძემ დავით სერგეენკო შეცვალა, რომელიც ჯანდაცვის მინისტრად 2012 წლიდან მუშაობდა. „დღეს ჩვენ გვაქვს ცვლილება, რომლის მიხედვითაც დავით სერგეენკო დაინიშნება ჩემს მრჩევლად და ჯანდაცვის მინისტრის...


მსგავსი სიახლეები

up