2021 წლის ნოემბრიდან 2022 წლის აპრილის ჩათვლით, 32 301 ვაკანსია გამოქვეყნდა jobs.ge-ზე, რაც 2020-2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 81%-ით, ხოლო 2019-2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 69%- ით გაზრდილი მაჩვენებელია. ამის შესახებ PMCG-ს მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია აღნიშნული.
კვლევაში ასევე მოცემულია, 2022 წლის აპრილში Jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა კატეგორიების მიხედვით.
კერძოდ, PMCG-ს ცნობით, საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი - 2 017 ვაკანსია საიტზე ტექნიკურ/ლოჯისტიკურ საქმიანობებზე იყო გამოცხადებული. მას მოსდევს გაყიდვები/შესყიდვები - 1 686 ვაკანსიით, მე-3 ადგილზეა - ადმინისტრაცია/მენეჯმენტის მიმართულება, რაზეც 1 216 ვაკანსია დაფიქსირდა.
ჩამონათვალში ხვდება ასევე:
ფინანსები - 859 ვაკანსია;
ინფორმაციული ტექნოლოგიები - 350 ვაკანსია;
სხვა - 1651 ვაკანსია.
წყარო: "ბიზნესპრესნიუსი"