საქმე ლაპარაკის ნაცვლად – რატომ შეჩერდა ხელისუფლების მიერ დაანონსებული ეკონომიკური ინიციატივები?

საქმე ლაპარაკის ნაცვლად – რატომ შეჩერდა ხელისუფლების მიერ დაანონსებული ეკონომიკური ინიციატივები?

person access_time2016-03-28 13:59:34

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან უკვე მეოთხე წელი დაიწყო, თუმცა ამ დროის განმავლობაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური ინიციატივების განხორციელება ვერ მოხერხდა.

 

ცხადია, მნიშვნელოვანი ინიციატივების განხორციელებას პოლიტიკური ნება და შესაბამისი უნარჩვევების მქონე სახელმწიფო აპარატი სჭირდება. ეს კი, როგორც ბიზნესის, ისე თავად ხელისუფლების აღიარებით, საქართველოში დეფიციტია. ამის შედეგია ის, რომ ხელისუფლების არაერთი ინიციატივა, რომლებსაც ქვეყნის ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი პროგრესი უნდა შეეტანა, შეჩერებულია. 


ამასთან, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ბაზრის სტაბილურობა და პროგნოზირებადობა ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია, რომელსაც ინვესტორები საკმაოდ დიდ ყურადღებას აქცევენ ქვეყანაში ფულის ჩადებამდე. აქედან გამომდინარე კერძო სექტორი ხელისუფლებისგან მუდმივად ითხოვს თანმიმდევრულობას მის მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და ინიციატივებში, რადგანაც მოულოდნელი გადაწყვეტილებები ბიზნესგარემოს აზიანებს.


ბოლო წლებში ხელისუფლების მხრიდან არაერთი ხმაურიანი ინიციატივა გაჟღერდა, რომელთა განხორციელებაც საკანონმდებლო და აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ამ დრომდე ვერ მოახერხა - ან გადადო, ან საერთოდ შეაჩერა. ეს კი სწორედ მისი ეკონომიკური პოლიტიკის არათანმიმდევრულობის მაჩვენებელია.


ერთ-ერთი ბოლო გადაწყვეტილება, რომელიც ხელისუფლებამ მიიღო მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვის ვადის გადატანა იყო. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ გასულ წელს ამ საკითხზე მიიღო გადაწყვეტილება და მსგავსი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვა მიმდინარე წლის მარტიდან უნდა მომხდარიყო, ვადამ სულ მცირე მომდევნო წლის პირველ იანვრამდე გადაიწია.


შესაბამისი გადაწყვეტილება ხელისუფლებამ ავტოიმპორტიორების მოთხოვნის საფუძველზე მიიღო. ავტოდილერები კანონპროექტის ამოქმედებას ეწინააღმდეგებოდნენ და აცხადებდნენ, რომ ამ რეგულაციის ამოქმედებით უამრავი კომპანია გაკოტრდება. ხელისუფლებამაც დათმო და, მიუხედავად იმისა, რომ მარჯვენასაჭიანი ავტომობილების შეზღუდვის აუცილებლობა ეჭვგარეშეა, ამ ინიციატივის განხორციელება გადაიდო.


მთავრობის პარასკევის სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ გაზზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო ინსპექტირება, რომელიც მიმდინარე წლის 1 აპრილიდან უნდა ამოქმედებულიყო, მომდევნო წლამდე გადაიდო. 

 

ხელისუფლების განმარტებით, გადადების მიზეზი ისაა, რომ კერძო სექტორმა არ მოახდინა სერვისცენტრების შესაბამისი აღჭურვა. 


გადაწყვეტილება მიღებული იყო მოგების გადასახადის რეფორმის ამოქმედების ვადებთან დაკავშირებითაც, თუმცა, ფინანსთა სამინისტრომ მისი ამოქმედებაც გადადო. ხელისუფლებამ ამჯერად „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ მოთხოვნა გაითვალისწინა. ასოციაციის წევრები აცხადებდნენ, რომ საგადასახადო წლის ორ ნაწილად გაყოფა გარკვეულ ხარვეზებს შექმნიდა. ბიზნესის წარმომადგენლები დღეს ამბობენ, რომ ინიციატივა წლის დასაწყისში უნდა ამოქმედებულიყო და დღეს რეფორმის დაწყება დაგვიანებულია. თუმცა წლის შუა პერიოდში მის დაწყებას უმჯობესია, მომავალი წლის იანვრამდე გადავადდეს. 



„მოგების გადასახადის გადახდა ყოველთვის ხდებოდა წლიური დეკლარაციის საფუძველზე, რომელიც მოიცავდა ერთწლიან პერიოდს,შესაბამისად, რომ მომხდარიყო ნახევარწლიანი დეკლარირება, გაჩნდებოდა ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი, გაურკვეველი საკითხები, თუროგორ უნდა მოხდეს ხარჯისა თუ შემოსავლის გამიჯვნა და ა.შ.“,- განაცხადა ბიზნესასოციაციის საგადასახადო კომიტეტის თავმჯდომარემ ზურაბ ლალაზაშვილმა.


თუმცა, ბიზნესის მეორე ნაწილი აღნიშნულ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება. მაგალითად, კომპანია „გრანდის“ ხელმძღვანელი ივა ჭყონია აცხადებს, რომ საინვესტიციო გეგმები ახალ რეფორმაზე ჰქონდა მორგებული, ახლა კი სრულად გადაწყობა მოუწევს. 


როგორც ვხედავთ, ხელისუფლების გადაწყვეტილებამ ბიზნესი დააბნია – ბიზნესის ერთ ნაწილს უკმაყოფილება გაუჩნდა არასწორ ვადებთან დაკავშირებით, მეორეს კი, რეფორმის დაწყების ვადების ამოქმედების გადავადების გამო, საკუთარი გეგმების შეცვლა მოუწია.


ბიზნესმა შემზღუდველ რეგულაციად აღიქვა მომხმარებელთა დაცვის შესახებ კანონპროექტიც, რომელზე მუშაობაც 2013 წლიდანმიმდინარეობს. კანონი 2014 წელს უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა, ასე არ მოხდა.  პარლამენტში კანონპროეტის პირველი მოსმენა უკვე გაიმართა.


კანონპროექტს ბიზნეს სექტორი, პირველ რიგში  კი მსხვილი ბიზნესი ეწინააღმდეგება. რამდენიმე დღის წინ მასთან დაკავშირებით საქართველოს ბიზნესასოციაციებმა სპეციალური განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნული იყო, რომ პროექტი არაერთ ასპექტში არათუ არ შეესაბამება, არამედ ეწინააღმდეგება ევროდირექტივებს და აწესებს ისეთ მიზანშეუწონელ ვალდებულებებს, რასაც თავად ევროკავშირის კანონმდებლობაც არ ითვალისწინებს. მაგალითად. კანონპროექტი ითვალისწინებს გაყიდული ნივთის 14 დღის განმავლობაში უპირობოდ დაბრუნებას, რასაც ბიზნესის წარმომადგენლები აპროტესტებენ.

 

ამის მიუხედავად, ხელისუფლებამ უკვე მოახდინა აღნიშნული კანონპროექტის ინიცირება, რითიც დააფიქსირა საკუთარი მიდგომები ამ საკითხისადმი. როდის და რა სახით იქნება კანონი მიღებული, ჯერჯერობით უცნობია.


გაჭიანურებული კანონპროექტების ნუსხაში ხვდება ანტიდემპინგური კანონიც.  კანონის შემოღებასთან დაკავშირებით ინფორმაცია 2014 წლის იანვარში ეკონომიკის მაშინდელმა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გააჟღერა. კვირიკაშვილის თქმით, კანონის შემოღების მიზანი ადგილობრივი წარმოების არასამართლიანი კონკურენციისგან დაცვაა. ვიცეპრემიერი აცხადებდა, რომ კანონმდებლობა ყველასთვის მოსაწონი ერ იქნებოდა და შეიძლება იმპორტიორისთვის მიუღებელი, ხოლო ადგილობრივი მწარმოებლისთვის მოსაწონი ყოფილიყო.


ყოფილი მინისტრისა და ამჟამად პრემიერის პროგნოგზმა გაამართლა - ანტიდემპინგურ კანონპროექტს ბიზნესის ნაწილი მართლაც უარყოფითად შეხვდა და ეს კონკურენციის შეზღუდვად აღიქვა. რა პოზიციას დაიკავებს ხელისუფლება საბოლოო ჯამში, ჯერჯერობით უცნობია.


ერთ-ერთი ყველაზე მეტად გაჭიანურებული კანონი კი სავალდებულო ავტოტექდათვალიერებაა, რომელიც ჯერ კიდევ 2007 წელს უნდა ამოქმედებულიყო, მაგრამ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს გადაიდო. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში კი კანონი 2015 წლის პირველი მარტიდან უნდა შესულიყო ძალაში, თუმცა, მთავრობამ აქაც უკან დაიხია და მისი 2 წლის გადავადების გადაწყვეტილება მიიღო. ხელისუფლებამ ავტომობილების სავალდებულო ტექნიკური დათვალიერების ვადის გადაწევა მოსახლეობის სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობით ახსნა. 


ასევე, მიუხედავად "ქართული ოცნების" ხელისუფლების განცხადებისა, დღემდე ვერ შეიქმნა სავალდებულო დაზღვევის პრეცედენტი. ამ მიმართულებით რაიმე კონკრეტული ნაბიჯი თბილისის სტიქიასაც არ მოჰყოლია, რომელმაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ სავალდებულო დაზღვევის შემოღების გარეშე მსგავსი უბედური შემთხვევების დროს მოსახლეობა მატერიალურად და სოციალურად დაცული ვერ იქნება. 


გაჭიანურებულ კანონპროექტებს შორის  არის კანონი „სასოფლო-სამეურნეო მიწის დანიშნულების“ შესახებაც, რომელიც არარეზიდენტ პირებზე მიწის მიყიდვის წესებს არეგულირებს.


უცხოელებზე მიწის მიყიდვის დარეგულირება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ  უცხოელებსა და უცხოურ ფირმებზე მიწის გასხვისებაზემორატორიუმით დაიწყო. მიწის გასხვისების აკრძალვა  2014 წლის 31 დეკემბრამდე მოქმედებდა.


ვადის ამოწურვამდე კი მთავრობამ დაამტკიცა იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული კანონპროექტი „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ კანონში ცვლილებების შესახებ. კანოპროექტი მინისტრთა კაბინეტმა 2014 წლის სექტემბერში მიიღო, თუმცა, პროექტს კანონის ძალა ამ დრომდე არ მიუღია. 


საქმე ისაა, რომ პროექტს მოწინააღმდეგეები გამოუჩნდნენ, მათ შორის იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციები და ბიზნესომბუდსმენის აპარატი პარლამენტის კომიტეტებმა კანონპროექტი პირველი მოსმენით 2015 წლისთებერვალში განიხილეს, თუმცა, შემდგომ განხილვები აღარ ჩატარებულა. ეს კიდევ ერთი შემთხვევაა, როდესაც ხელისუფლებამ წინასწარი ანალიზის გარეშე დაიწყო რეგულაციებზე მუშაობა, შემდგომ კი, ოპონენტების მოსაზრების გათვალისწინებით, შეაჩერა ეს პროცესი. 


მთავრობის მიერ წარდგენილი პროექტის თანახმად, საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას ვეღარ შეისყიდის უცხოეთში დაფუძნებული კომპანია ან სხვა იურიდიული პირი. მიწის გასხვისება უცხოელ ფიზიკურ პირზე ან უცხოურ კომპანიაზე, თუნდაც, ის საქართველოში იყოს დაფუძნებული, ვერ მოხდება საქართველოს საზღვრის მიმდებარე 5-კილომეტრიან ზოლში და მთავრობის მიერ დადგენილ შესაბამის სასაზღვრო ზონაში. სამაგიეროდ, უცხოელს რომელიც მემკვიდრეობით მიიღებს სასოფლო-სამეურნეო მიწას,შეეძლებაგახდეს ამ მიწის მესაკუთრე.


ფიზიკურ პირებს, უცხოელებს და იმ კომპანიებს, რომლებიც დაფუძნდებიან საქართველოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეეძლებათ სასოფლო-სამეურნეო მიწის მესაკუთრეები გახდნენ მხოლოდ შემდეგი წესების დაცვით: თუკი მათ ექნებათ საქართველოს ტერიტორიაზე აგრარულ სექტორში მუშაობის 5-წლიანი გამოცდილება, ხოლო ფიზიკური პირისშემთხვევაში, მას პარალელურად უნდა ჰქონდეს საქართველოში მუდმივი ბინადრობის ან საინვესტიციო ბინადრობის უფლება.




„საგადასახადო კოდექსში სიტყვების „პირი“ და „ფიზიკური პირი“ თამაშმა შესაძლოა ბიზნესების დაჯარიმება გამოიწვიოს“ - ნინო ზამბახიძე

„საგადასახადო კოდექსში სიტყვების „პირი“ და „ფიზიკური პირი“ თამაშმა შესაძლოა ბიზნესების დაჯარიმება გამოიწვიოს“  - ნინო ზამბახიძე
access_time2019-10-21 19:30:25
„საგადასახადო კოდექსში სიტყვების „პირი“ და „ფიზიკური პირი“ თამაშმა შესაძლოა ბიზნესების დაჯარიმება გამოიწვიოს“ - ამის შესახებ დღეს პერემიერთან შეხვედრის შემდეგ „საქართველოს ფერმერთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ ნინო ზამბახიძემ ისაუბრა. დღეს, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლების  შეხვედრაზე, გახარიამ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისგან ძირითადი პრობლემური საკითხები მოისმინა. ერთ-ერთი იყო სოფლის მეურნეობის გამოწვევებიც,...

ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი – მთავრობა და ბიზნესი დროის ფაქტორს სხვადასხვაგვარად აღიქვამენ

ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი – მთავრობა და ბიზნესი დროის ფაქტორს სხვადასხვაგვარად აღიქვამენ
access_time2019-10-21 17:30:49
ბიზნესში არსებულ აქტუალურ პრობლემებზე “ბანკები და ფინანსები” კომპანია “ნატახტარის” კორპორაციულ საქმეთა დირექტორს, ნიკოლოზ ხუნძაკიშვილს ესაუბრა. -თქვენი კომპანია უკვე მრავალი წელია საკმაოდ წარმატებულად პოზიციონირებს ქართულ ბაზარზე, თქვენი პროდუქცია საკმაოდ მოთხოვნადია, რასაც ხელს უწყობს ქართველი კაცის განსაკუთრებული სიყვარული ლუდის მიმართ, მოკლედ...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდა შენელდა

ჩინეთის ეკონომიკური ზრდა შენელდა
access_time2019-10-21 20:30:17
2019 წლის იანვარს-სექტემბერში ჩინეთის მშპ-მ  9,8 ტრლნ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელს  6,%-ით აღემატება- იტყობინება ჩინეთის სტატისტიკის ეროვნული ბიურო.ბოლო 3 კვარტლის მანძილზე ქვეყნის მშპ-ს ზრდა მცირდება - პირველ კვარტალში ამ მაჩვენებელმა შეადგინა 6,4%, მეორეში -6,2%, მესამეში - უკვე 6%. ბოლო ციფრი მოსალოდნელზე, ანუ 6,1%-ზე დაბალი აღმოჩნდა. ეს მაჩვენებელი  1992 წლიდან  ყველაზე დაბალია. 2019 წელს ჩინეთის ეკონომიკა ...

„სემეკის“ თავმჯდომარე დავით ნარმანია გახდა

„სემეკის“  თავმჯდომარე დავით ნარმანია გახდა
access_time2019-10-21 14:47:21
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) კომისიის თავმჯდომარის არჩევნები გაიმართა. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, კომისიის წევრებმა ფარული კენჭისყრით, ხმა მისცეს კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატს  დავით ნარმანიას.  ახალი რეგულაციით, კომისიის თავმჯდომარე ირჩევა 3 წლის ვადით, მაგრამ არაუმეტეს კომისიის წევრის უფლებამოსილების დარჩენილი ვადისა. კომისიაში...

ნატო ხაინდრავა - ბიძინა ივანიშვილმა ,,პროგრეს ბანკის“ წილი ბანკის გადასარჩენად იყიდა, ეს ქველმოქმედება იყო

ნატო ხაინდრავა -   ბიძინა ივანიშვილმა ,,პროგრეს ბანკის“ წილი ბანკის გადასარჩენად იყიდა, ეს ქველმოქმედება იყო
access_time2019-10-21 14:13:42
ბიძინა ივანიშვილმა 22%-იანი წილი დაახლოებით 2 მლნ დოლარად პროგრეს ბანკის გადასარჩენად იყიდა. მას პროგრეს ბანკში ანგარიშები არასოდეს ჰქონია,- ამის შესახებ ,, ქართუ ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ნატო ხაინდრავამ ,, იმედის კვირასთან“ განაცხადა. ქართუ“ ბანკის გენერალური დირექტორი იმ მძიმე პერიოდს იხსენებს, როცა უპრეცედენტო საკანონმდებლო ცვლილებით კერძო ბანკებმა პირველადი იპოთეკარების სტატუსი დაკარგეს. ,,ახალი რეგულაცია რეალურად მხოლოდ ქართუს და პროგრეს ბანკს შეეხო....


მსგავსი სიახლეები

up